Daily Archives: July 12, 2011

ჰარი

გიგრძვნიათ რომ ცარიელდებით?

ყველაზე ცუდი რაც არის ჩემთვის ეს ლოდინია. მაგრამ ეხლა ვხვდები რომ ჯობია ველოდო ვიდრე აღარასდროს მოხდეს.  14 ში ჰარი პოტერის მეშვიდე ნაწილის მეორე ნაწილის პრემიერაა. და ეხლახანს ვაცნობიერებ რომ მორჩა. უბრალოდ ვსო, აღარ იქნება. აღარც წიგნი, აღარც ფილმი. აღარ დაველოდები აღარაფერს. აღარ ვიფირებ რა, როგორ, რანაირად და რატომ იქნება.

სხვა თუ არაფერი ჩემს თვალწინ გაიარა ყველაფერმა. ჩემს თვალწინ გაიზარდნენ. მეც ანალოგიურად განვიცდიდი როგორც ისინი, იგივენაირად მტკიოდა, მიხაროდა, მძულდა, მიყვარდა.

შეუძლებლად მიმაჩნია იმ ემოციის და გრძნობის გადმოცემა რასაც ამ წიგნების მიმართ განვიცდი.