10 ბლოგი და მე

მაშინ როდესაც თითები მექავება საწერად და თემა არ მაქვს ვიწყებ წუწუნს ფეისბუქზე, სახლში, გუგლ+… ყველგან სადაც მაუსი და კლავიატურა მიმიწვდება. ვწუწუნებ იმაზე რომ არ მაქვს იმდენად საინტერესო ცხოვრება რომ ყოველდღე თუ არა ყოველ მეორე დღეს მაინც რამე ვწერო ჩემზე, ვწუწუნებ იმაზე რომ წელიწადნახევრის განმავლობაში რაც ბლოგი მაქვს თითქმის ყველა საკითხს შევეხე რაც მაინტერესებდა და დავწერე. აქტუალურ თემებზე წერეო მეტყვით მაგრამ რელიგიისგან და პოლიტისგან შორს ვარ, იმიტომ არა რომ არ მაინტერესებს. უბრალოდ ამ საკითხებთან დაკავშირებით დავას აზრი არ აქვს. ყველას მაინც თავის აზრი ექნება.

მაშინ როდესაც გადავწყვიტე რომ ზაფხულთან ერთად საწუწუნო უფრო ბევრი მაქვს თავისუფალ დროსთან ერთად რიდერი გავხსენი. დაახლოებით 120-მდე პოსტი დამხვდა წასაკითხი. ამდენი არასდროს დამიგროვებია. ეტყობა სიზარმაცემ იმატა ჩემში. ბევრი ვარჩიე თუ ცოტა რამდენიმე პოსტი წავიკითხე და ბოლოს გადავწყვიტე დამეწერა პოსტი იმ ბლოგებზე რომლებსაც ხშირად ვკითხულობ. მაგრამ არ გამოვა, თუნდაც იმიტომ რომ თითქმის ყველა ბლოგს ვკითხულობ რომელიც რიდერში მყავს, მათი რაოდენობა კი 50+ ია.

ბევრი ფიქრისა და უაზროდ ჯდომის შემდეგ გადავწყვიტო ამოვარჩიო 10 ბლოგი რომელსაც “რომ ვკვდებოდე მაინც წავიკითხავ”. ზოგს იმიტომ რომ საინტერესოა, ზოგს იმიტომ რომ ავტორია საინტერესო და ა.შ…

1. http://greenmar.wordpress.com/  – ჯერ კიდევ არ მქონდა ბლოგი როდესაც გრინმარის ბლოგს ვკითხულობდი მხოლოდ იმიტომ რომ ვიცნობდი და მაინტერესებდა მისი ყოველდღიური ამბები. დროთა განმავლობაში მარიმ წერას უკლო. ალბათ იმიტომ რომ ნელ-ნელა უფრო და უფრო ბევრი ნაცნობი იგებდა მისი ბლოგის შესახებ. ჩემი მეგობარი რომ არ იყოს ალბათ არ წავიკითხავდი, რადგან წერს ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ზოოპარკში მიმდინარე მოვლენები, ორი აგური და მათი გამოყენების ხერხები, კალიები, სიმწვანე და მუსიკა.

2. http://vekoo.wordpress.com/ – ეს ის ერთ-ერთი პირველი ბლოგია რომლის კითხვაც დავიწყე. მახსოვს როდესაც ვეკოს ბლოგს ვკითხულობდი მაშინ მასთან ნაჩხუბარი ვიყავი და ბლოგის საშუალებით ვიგებდი ყველა საინტერესო ინფორმაციას რომელიც მაინტერესებდა. მომწონს პოსტები რომელებიც მის პირად ცხოვრებაზეა. გაცილებით შინაარსიანი და საინტერესოა. ზოგადსაკაცობრიო თემებზე როდესაც წერს მხოლოდ სათაური მიზიდავს, შინაარსი აღარ :დ  განსაკუთრებით მომწონს ბლოგი ბოლო პერიოდში, მიყვარს როდესაც რაღაც ეტაპეპს გადის ავტორი, ვეკო კი გათხოვებისკენ მიმავლ გზაზეა და ყველა პატარა ნიუანს თუ პრობლემას წერს და მაინტერესებს.

3. http://anagelbaxiani.wordpress.com/  – ანას ბლოგს ვკითხულობ იმიტომ რომ: ა) ჩემი მეგობარია; ბ) წერს საინტერესოდ. რომ არ ვიცნობდე დარწმუნებული ვარ მისი ახლოს გაცნობა მომინდებოდა და ვიზამდი კიდეც ამას. ერთი შეხედვით ბლოგს თემატიკა არ გააჩნია. წერს საკუთარ აზრებს და შეხედულებებს.

4. http://lashaqavtaradze.wordpress.com/ – ლაშას ბლოგი გამოირჩევა უზარმაზარი და წუწუნა პოსტებით. არა, წუწუნა იმდენად არა. უბრალოდ წერს იმაზე რაც აწუხებს და შესაბამისად წუწუნა გამოდის იმდენად რომ:

თუმცა, მუდმივად უკმაყოფილო პოსტებისა უნდა ითქვას რომ მართალია ეს ბიჭი. შესაბამისად მისი უზარმაზარი პოსტების კითხვა ნამდვილად ღირს.

5. http://catherinemolko.wordpress.com/ – ძალიან ცოტა ხანია რაც მოლკოს ბლოგი აღმოვაჩინე. პრინციპში ბლოგიც ცოტა ხანია არსებობს. მომწონს წერის სტილი, წერს მარტივად გასაგებ ენაზე და მოკვდათათვის საინტერესოდ. წერს საკუთარ თავზე და საკუთარ ცხოვრებაზე რომელიც არცთუ ისე უინტერესოა. მოკლედ, იმის თქმა მინდა რომ ამ ცოტა ხანში მოახერხა იმდენი რომ ყოველ ახალ პოსტს სიამოვნებით ვხვდები ხოლმე. მიუხედავად იმისა რომ 15 წლისაა, თუ 16-ის, მისი ბლოგი გაცილებით “დიდად” გამოიყურება. I like it.

6. http://lilac.ge/ – თამთას ბლოგი ძალიან მიყვარს,მიუხედავად იმისა რომ წერის სტილი არ მომწონს. რაღაცნაირად ძალიან უბრალოდ წერს, ასე 13 წლის ბავშვი რომ უნდა წერდეს. მაგრამ მაინტერესებს მისი თითოეული პოსტი. თამთას ბლოგს ჯერ კიდევ მაშინ ვკითხულობდი ფორდფრესს-ზე რომ იყო.

7. http://www.hexsus.com/ – მიყვარს ჰექსეს წერის სტილი, ოდნავ ბოღმიანი, კრიტიკული, რიტორიკული კიტხვებით სავსე და ირონიული პოსტები.

8. http://mymoone.wordpress.com/ – მანქის ბლოგი. ზედმეტი აღწერა არ სჭირდება. იმიტომ რომ ყველაფერი მომწონს ამ ბლოგზე, ავტორიანად.

9. http://loladze-dunas.blogspot.com/ – არც კი მახსოვს როდის დავიწყე ჯუნას ბლოგის კითხვა. მაგრამ ფაქტია ნელ-ნელა თავი შემაყვარა. წერს ძალიან იშვიათად მაგრამ ძალიან გულწრფელად. ასე მგონია ჩემს თვალწინ გათხოვდა და გააჩინა შვილი-მეთქი. მისი ბლოგის საშუალებით თითქოს მეც მისი ცხოვრების მონაწილე ვარ.

10. იდეაში 10 ბლოგი უნდა დამეწერა რომელიც მიყვარს მაგრამ მხოლოდ 9 გამოვიდა. ეს არ ნიშნავს რომ ამ 9 ბლოგის გარდა ცხვირს არ ვყოფ. პირიქით, ძალიან ბევრს ვკითხულობ, იმდენად ბევრს რომ თავადაც მიკვირს. ეტყობა ზედმეტად ბევრი თავისუფალი დრო მაქვს.

10 thoughts on “10 ბლოგი და მე

  1. LiLaC

    გამიხარდა ათეულში (9) რომ ვარ და ცოტა კრიტიკული დახასიათების მიუხედავად, მაინც არაფერი მწყენია, იმიტომ რომ მეც ეგრე ვფიქრობ საკუთარი წერის სტილზე😀

    Reply
  2. catherinemolko

    როცა ჩემი ბლოგის დახასიათებას ვკითხულობდი ლინკისთვის არ დამიხედავს და არც ვიცოდი ვის ბლოგზე ეწერა :დდ გაგიკვირდება და ლამის ჩემს ბლოგზე შევედი წასაკითხად :დდ ეს ისე გაატარეთ. გამიხარდა ჩემს ბლოგს რომ კითხულობ. მეც ვკითხულობ შენსას❤ I like your blog too :*

    Reply
  3. Mari

    ვაიმეეე❤❤❤ აი ახლა ყურებამდე დავიკრიჭე😀 მეც სულ გკითხულობ და დანიიდან გიყურებ კი არა და "ალმოვლენები" რა არის, თუ ღმერთი გწამს?😀

    Reply
  4. vekoo

    მმმმ, გამიხარდა : )))) ე.ი. როცა ნაჩხუბრები ვიყავით ჩემთან შემოძვრებოდი და საინტერესო ამბებს იგებდი ხო?😀 ისე, მაგ პერიოდში უფრო მეტად გახსნილი ვიყავი ბლოგზე : (
    შენ პოსტებს მეც სულ ვკითხულობ და მინდა გითხრა, რომ ადრე უფრო საინტერესოდ წერდი. ხო იცი რომ ყველაფერი ჯერ არ გითქვამს და ვერც იტყვი ვერასოდეს, ტაკ შტო, არ დაქალმდაუნდე😀 ის ნათია მომენატრა ყოველ დღე 2-3 პოსტს რომ აცხობდა ხოლმე😛

    Reply
  5. ჯუნა

    დიდი მადლობა, გამიხარდა :)) მეც სულ გკითხულობ ხოლმე და დიდი ხანია ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ძალიან ახლოს გიცნობ🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s