სათაურს არ დავწერ თორემ არ წაიკითხავთ ^^

უკანასკნელი 3 დღეა გამუდმებით ვწუწუნებ, რომ ფული არ მაქვს და ჰარი პოტერის უკანასკნელ ჩვენებაზე ვერ წავალ. სამაგიეროდ ფეისბუქის ფან-ფეიჯზე ხმები დაირხა რომ იგეგმებოდა ივენთი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე ივენთზე მაინც წავსულიყავი, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი მოვკვდებოდი როდესაც მე სახლში გამოვბრუნდებოდი და ხალხი დარბაზში შევიდოდა. მთელი დღე მაინც ვჭოჭმანობდი და ბოლოს ჰარი პოტერის მეშვიდე ნაწილი გადმოვიღე და კითხვა დავიწყე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არც-ერთი ფილმი, არც მეშვიდე, არ სჯობს წიგნს ♥ ♥ უამრავი მომენტია გამოტოვებულ-გადასხვანაირებული და უამრავი ემოცია დებილი რედკლიფის მიერ გადმოუცემელი.

ივენთზე მაინც წავედი, რომელიც როგორც აღმოჩნდა ულამაზესი შოკოლადის ტორტითა და “გოგრის წვენებით” შემოიფარგლებოდა. იქ მისვლისას სასწაულებრივად სულ რაღაც 7-10 წუთში “ზეციდან მომევლინა” პრემიერის ბილეთი და სულ ხტუნვა-ხტუნვით და სიცილ-ხარხარით შევედი დარბაზში.

ჯადოსნური ბილეთი

ჯადოსნური ბილეთი

თავიდანვე იმ განწყობით ვიყავი რომ ყველაფერი ისე არ იქნებოდა როგორც წიგნშია და რომ ფილმი სულ სხვა მოვლენაა და წიგნი სულ სხვა, მაგრამ ამდენ ცვლილებასაც არ ველოდებოდი. მაგალითისთვის:

1. ჰარიმ ნაგინის მოკვლა დაუბარა არა ჰერმიონს და რონს, არამედ ნევილს და ნაგინი მოკვდა არა მაშინ როდესაც რონს და ჰერმიონს მოსდევდა, არამედ როდესაც ვოლდემორმა ყველას ამცნო რომ ჰარი მოკლა;

2. ჰარი და ვოლდემორი არსაიდან არ გადმოხტარან და ფრენა-ფრენით არ მოუვლიათ მთელი ჰოგვორტსი;

3. როდესაც ტყეში მივა ჰარი და ავადა კედავრათი “მოკლავს” ვოლდემორი და ჰარი უცბად კრინქროსზე მოხვდება წიგნში გარკვევით წერია რომ ჰარი შიშველია, ხოლო ის რაღაც მახინჯი არსება ძველმანებშია გახვეული, მაგრამ ფილმში პირიქით იყო, ჰარი დაბანილ-ჩაცმულ-გაპარსული და ის “არსება” შიშველ-ტიტველი;

4. ჰარი და ვოლდემორის უკანასკნელი ბრძოლა საერთო ოთახში მოხდა და დიდგულას ჯოხის ამბავიც სწორედ ვოლდემორს “გაუიასნა” და არა რონს და ჰერმიონს.

4. საფიქრელაში ფიქრები ცრემლების საშუალებით არ ხდება.

გამოტოვებული იყო:

1. ჯორჯს ორივე ყური ადგილზე ჰქონდა (!!!)

2. ტონქსის და ლუპინს რომ შვილი ჰყავდათ სულ დაიკიდეს;

3. გრინდელვალდის და დამბლდორის მთელი ისტორია;

4. დამბლოდრის ოჯახის (დის განსაკუთრებით) ისტორია;

5. არ შეიძლება საფიქრელა ყველა ფილმში იცვლებოდეს;

6. სნეიპის მოგონება უფრო გარკვევით უნდა ყოფილიყო, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ვისაც წაკითხული არ ექნება წიგნი ის ვერც გაიგებს რატომ ერჩოდა ჯეიმს;

7. ფილმში საერთოდ არ არის ნაჩვენები ის, რომ ჰარი იმ დიდგულას ჯოხით აღადგენს საკუთარს და მხოლოდ ამის შემდეგ იტყვის მასზე უარს.

ზურიუს სევერუს სნეიპი მკლავს

ზურიუს სევერუს სნეიპი მკლავს

საბოლოოდ ფილმი 1 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა, იდეაში 3D ფორმატის ფილმი საერთოდ არ იყო 3D და სათვალეს აუცილებლად მოვიხსნიდი ეკრანზე გადღაბნილად რომ არ ყოფილიყო სილუეტები. საბოლოო ჯამში  ვერ ვიტყვი ცუდი იყო-მეთქი რადგან დანარჩენ 6 ნაწილს ბევრად აღემატებოდა. ფილმში ასევე ბლომად იყო სასაცილო მომენტები, რომლებზე გულიაანდ ვიხარხარე. ემოციური მომენტები რომლებზეც ყველა არაპოტერომანსაც კი გული რომ უნდა აჩუყებოდა ფაქტიურად არ იყო (მაგალითად სნეიპის ისტორია), მაგრამ თავისუფლად ვიტყვი რომ მთელი ფილმის მსველობისას ვტიროდი. იმიტომ არა რომ ვიღაც მოკვდა, არც იმიტომ რომ რედკლიფი იყო ემოციური და “არაჩვეულებრივად” ასრულებდა როლს, უბრალოდ იმიტომ რომ დამთავრდა…

18 thoughts on “სათაურს არ დავწერ თორემ არ წაიკითხავთ ^^

  1. Mari

    აჰა, ასეც ვიცოდი, რომ იეტსი როულინგს დაიკიდებდა და თავის ფანტაზიებს შეტენიდა ფილმში😛
    ზურიუსი კიდე მგონი “ენგორჯიოს” გეუბნება და “პროტეგო” უთხარი დროზე, სანამ შენი ზომა ლიფი ჯერ კიდევ მოიძებნება😀

    Reply
  2. Zurriuss.Ge

    ძალიან კარგი განხილვაა, სიყ. მალადეც და გამიხარდა ძალიან, რომ ერთი ახლო ახლობელი მაინც იყავით🙂

    Reply
  3. გოჩა გაბოძე

    წყეულებო რა საყვარლები ხართ მაგ ფოტოზე ნუ ერთი განსაკუთერებით❤ ხო და შენ ეგ თქვი სასწაულებრივად ბილეთი როგორ აღოჩნდა შენს ხელთ ?

    Reply
    1. სიყვარულოვნა

      მოკლედ, ჯერ იყო და ვინმე ანას ეძებდნენ რომ იქნებ ჰქონდეს ზედემტი ბილეთიო და იმან მხოლოდ კედისთვის მაქვსო და თუ არ მოვა მოგცემთო და ბოლოს მოვიდა კედი.
      მერე იყო და გიორგი, ოხნაშვილი, მაძლევდა თავის ბილეთს. თვითონ ნანახი ჰქონდა დილით უკვე და გამოიმეტა ჩემთვის❤ საყვარელი ^^ ძალიან კეთილია. მაგრამ ამ დროს გამოჩნდა გიორგის ციდან მოვლენილი მეგობარი, რომელსაც სასწაულებრივად აღმოაჩნდა ზედემტი ბილეთი და გიორგის მისცა. ასე და ამგვარად აღმოვჩნდით დარბაზში ორივენი❤ :ჰეფი ენდ:

      Reply
  4. tamara

    ანუ სამგანზომილებიანის ნახვა რომ მინდა, მხოლოდ მაგიტომ არ წავიდე და ინტერნეტში ვუყურო?🙂

    Reply
  5. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ნამდვილად არ მეგონა,რომ შენც პოტერომანი იყავი. მომიტევე ამის გამო – )) რა დეტალურად დაგიმახსოვრებია შეცვლილ-გამოტოვებული ადგილები – )) მეც ცოტა ნაწყენი ვარ,მაგრამ ვთვლი,რომ ,,ამით ყველაფერი არ მთავრდება”.

    Reply
    1. სიყვარულოვნა

      და განსაკუტრებული რა უნდა იყოს? :დ ნუ იმის გარდა რომ შემთხვევით აღმოვჩნდი იმ ფილმზე რომელზე მიხვედრაც ოცნებად მქონდა ქცეული?

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s