პირობა

რამდენჯერ გითქვამთ სექტემბრიდან კარგად ვისწავლიო, დეკემბრიდან წიგნს ხელს მოვკიდებო, იქითა სემესტრში კომპიუტერისკენ არ გავიხედავ სანამ არ ვიმეცადინებო? უამრავჯერ? პირველი კლასიდან მაგას ამბობ? გამარჯობა, მეც შენი-ანი ვარ.

არ ვიცი რატომ ხდება ასე, მაგრამ თითქმის ყველა, 99% სემესტრის დასაწყისში კარგად სწავლობს, შუაში ურევს, იკიდებს, ბეზრდება, სემესტრის ბოლოს კი “ჩალიჩს” იწყებს ან იმისთვის რომ საშემოდგომო არ გამოჰყვეს ან იმისთვის, რომ საგანი არ შეეტენოს. ადამიანთა ხვედრითი წილია? თუ რატომ ხდება ასე? სამაგიეროდ დაპირებებს უხვად ვიძლევით, აი ნახავ მერე როგორ ვისწავლიო და ყველაფერი ისევ თავიდან იწყება.

მეც ჩემის მხრივ იმისთვის გავხსენი new post- ის ფანჯარა, რომ პირობა დამედო მესამე სეემსტრს კარგად დავასრულებდი და არც-ერთი საგანი არ შემეტენებოდა.

– კი, კი, როგორ არა. არ შეგეტენება. – დამცინის მეორე მე და ირონიულად მიყურებს.

მეცინება და ისევ პირობას ვუტრიალებ: “მე, ნათია დემეტრაშვილი, იგივე სიყვარულოვნა, ვდებ პირობას რომ ამ 3 წლის განმავლობაში აღარ შემეტენება საგანი. ნუ 2-ს გარდა”. 

ისევ მეცინება ჩემს თავზე და მაინც ჯიუტად ვიჯერებ ჩემივე პირობას და ამაყად ვაჭერ publish-ს.

ეს კი ჩემი 1 წლის სწავლის შედეგი.

3 შეტენილი საგანი

3 შეტენილი საგანი

 

7 thoughts on “პირობა

  1. tatushkina

    ეჰ…3წელია პირობას ვაძლევ ჩემს თავს,მაგრამ სულ ტყუილად ( წარმატებები ))

    Reply
  2. akunkula

    ეეჰ, მეც შენიანი ვარ🙂 წინა სემესტრში კი დავიგინე, არ შემეტენება არფერი მეთქი, მარა რათ გინდა🙂 3 განმეორებითი გამოცდა🙂 აქედან 1 ჩავაბარე, ორს იმედია მივასიკვდილებ 19-20-ში
    შენც წარმატებები და მეც🙂

    Reply
  3. vekoo

    კიდე ჯავახიშვილზე იტყვიან რამეს ბანძიაო, ნახე რა იქ რა ქულები გქონდა და აქ რა დაგემართა, არა რა, მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი😀

    შენ კიდე, რა იყო, იმეცადინე, ბოლოს მაგრად დაგგრუზავს ეს შერჩენილი საგნები

    Reply
  4. Mari

    ეჰ, მაგის გამოა 7 საგნის გავლა რომ მიწევს და დროის მდევარით დავრბივარ.😦 მაგრამ რაც არ უნდა პირობები ვდო, მაინც არ შევასრულებ, თუ ვინმე ჩემთან ერთად არ იქნება და არ გამაკონტროლებს, თორე დავიწყებ ისევ ბოდიალს😦
    ჰოდა, შენც ეგრე ქენი. ვინმე ჩააბარე ხოლმე ანგარიში, რა ლექციებს ესწრები და რას სწავლობ. საკუთარი თავი ზოგჯერ ძალიან ლმობიერად გვექცევა.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s