წუწუნი

სახლში საშინელი აურზაურია. მტვერში და ნაგავში ვზივარ. მძინავს იქ სადაც მომიხერხდება და ა.შ…

მინი რემონტი გვაქვს ორ ოთახში. მაგრამ ამ “მინი რემონტმა” გამოიწვია იმ ორი ოთახის დაცლა და ავეჯის, ტანსაცმელის, და ყველაფრის რაც იქ იყო დანარჩენ ორ ოთახში, გადანაწილება რამაც ბუნებრივია გამოიწვია დიდი არეულობა. საბედნიეროდ სამზარეულო ადგილზეა და ხელუხლებელი, სადაც ღამე, როცა ყველას სძინავს შემიძლია მოვკალათდე დივანზე და ლეპტოპი დავიდო მუხლებზე…

მძინავს საშინლად. სადაც მომიხერხდება, ანუ ძირს, ვშლი ლოგინს და ვწვები. სანამ დავიძინებ მინიმუმ 1 საათი ვცდილობ გემრიელად მოვკალათდე რომ როგორმე დავიძინო. უკვე 2 დღეა ძირს ვათენებ ღამეს და დღეს საშინლად მტკიოდა ყველაფერი. ეხლაც რომ მახსენდება, რომ ძირს მომიწევს დაწოლა, ლამისაა აქვე სამზარეულოში სადმე მივწვე, რბილად მაინც ვიქნები.

ერთადერთი + რაც ამ ყველაფერს მოჰყვება ჩემს ოთახში ავეჯის შეცვლაა, რომელსაც აგერ უკვე მერამდენე წელია მე და ჩემი და სულმოუთქმენლად ველოდებით. თუმცა პრობლემა რა თქმა უნდა არის. ჩემს დას თეთრი ავეჯი უნდა, მე მუქი. სად მაქვს თეთრის მოვლის თავი O.o

რემონტის ბრალია რომ ვეღარ ვახერხებ ვერაფერს. ვერც გარეთ გასვლას რადგან სახლში მუშაა და ყურადღება სჭირდება და საჭმლის გამზადება დღეში 2-ჯერ, და ძილს😐 ძირს წოლას კიდე რა უშავს, მაგრამ აი ყოველდღე დილის 9-საათზე ადგომა, თანაც როცა იდეაში საქმე არ მაქვს მკლავს!

ჩემი ცარიელი ოთახი

ჩემი ცარიელი ოთახი

 

 

პ.ს შეგიძლიათ ვინმე კეთილისმსურველმა 1 ღამე შინ დამიტოვოს❤

14 thoughts on “წუწუნი

  1. Di@

    ნათი, ჩემი და შენი ოთახი იმით განსხვავდება, რომ მე გორაკ-ბორცვები მაქვს, ალაგ-ალაგ =))

    Reply
  2. anna

    დალახვროს ეშმაკმა :დ რამ გადარია მარიამი, რა თეთრი!

    Reply
    1. სიყვარულოვნა

      ათვალიერებდა ავეჯს და თეთრი ძალიან ლამაზი იყოო ისაო ესაო… მე კიდე ყველაფერზე თანახმა ვარ ოღონდ ღია და გოგოშკური ფერები არ იყოს :ო

      Reply
  3. indievidi@yahoo.com

    უმრავი ხანია რემონტშია ჩემი სახლიც, მაგრამ შენგან განსხვავებით აზრზე არ ვარ როდის დამთავრდება:/

    Reply
  4. Zurriuss.Ge

    “სახლში საშინელი აურზაურია” – ყოველ პოსტს ასე უნდა ვიწყებდე🙂

    Reply
  5. Mari

    აუ, ძილის დაფრთხობაა ყველაზე ცუდი, დანარცენს აიტან ადამიანი. მე უკვე კედელზე მიყუდებულიც კი დავიძინებ, რო რამე😀😀😀

    Reply
  6. Sunshine

    თეთრი ავეჯია ყველაზე ადვილი მოსავლელი, მტვერი არ ეტყობა😀 მე მაქვს ოთახში ზოგი თეთრო ზოგი შავი და შავმა დამტანჯა გადაწმენდილი არაა ისევ მტვერი აქვს, თეთრი 3 კვირა რომ არ გადაწმინდო არ ეტყობა😀

    Reply
      1. Sunshine

        პრიალა მასალისგან თუ გააკეთებთ არაფერი დაეტყობა, მეც ასე მეგონა და სარკესავითაა სულ🙂 რომ მცოდნოდა შავს არ გავაკეთებინებდი

  7. chrichina

    ეგ საშინელი რემონტი მეც გამომიცდია და დასაძინებელ ადგილს ყველა დიდი გულმოდგინებით ვარჩევდით და ერთმანეთს ვასწრებდით დაწოლას ყველაზე კაი ადგილი მაინც ჩემ პატარა ძმას ხვდებოდა პატარაა იძინოსო

    Reply
    1. სიყვარულოვნა

      ჩემი ძმა თავის ოტახში წევს თავისაე ლოგინში და იდეალურადაა😐 უკვე დავამიღამე კიდეც ძირს წოლა :დ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s