80 თეთრი

რა უნდა ქნას მოკვდავმა სტუდენტმა რომელიც არ მუშაობს და მგზავრობას ლამის 3 თვეში ერთხელ ზრდიან? ჯერ იყო და ავტობუსების მგზავრობა გაიზარდა და ცოტახანში მარშუტის შემოკლება/გაუქმება მოჰყვება. ბევრი იჩხუბეს, ბევრიც დაიწერა მაგრამ შედეგი 0. რამდენიმე დღის წინ მარშუტკების ფასმა მოიმატა და 80 თეთრი გახდა. ხალხში მითივით არის გავრცელებული, რომ გაზრდილი გადასახედები მხოლოდ იმ მარშუტკებისთვის არის რომელიც შეიცვალაო და ახალი ყვითელი დასუფთავებული, კონდიცირებული მარშუტკებიაო. ნურას უკაცრავად, თბილისში ნელ-ნელა ყველა მარშუტკა გაძვირდა. ამ დროისთის გაძვირებულია 198, 122, 100, 147, 128, 135, 117, 150. ძველი მარშუტკის მძღოლები თავს იმართლებენ: “რა ვქნათ გვითხრეს გაზარდეთო და ვრზდითო”.

ხალხი პროსტესტს ჯერჯერობით მხოლოდ წუწუნით და ისევ 50-თეთრის გადახდით აპირებს მაგრამ კარგად იციან რომ პროტესტის ასეთ სახეს შედეგი არ ექნება. არც ქუჩაში გამოსვლას და “ძირს 80თეთრიანი მარშუტკები” უშველის საქმეს. იმისათვის რომ რაღაც შედეგი ვნახოთ ალბათ საჭიროა თვითნ მარშუტკის მძღოლები გაიფიცნონ, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ადვილად იპოვიან სხვა მძღოლებს, რომლებიც დიდი სიამოვნებით დასთანხმდებიან 40-ლარიან სამსახურს. ხომ იცით ქართველები ერთსულოვნები არასდროს ყოფილან.

გარდა იმისა რომ გაიზარდა გადასახადი და მოსახლეობა პანიკაშია, ფაქტობრივად უსამსახუროდ დარჩნენ მარშუტკის მძღოლები. ორი ვარიანტი აქვთ: 1. შეისყიდონ ახალი მარშუტკა რომელიც ბევრი ათასი ღირს და რომლის გაფუჭებასაც 3-5 წელში ვარაუდობენ, ან 2. იყვნენ დაქირავებული მძღოლები და ხელფასი ჰქონდეთ 40-ლარი. ერთი შეხედვით 40-ლარი ცოტა არაა, პირიქით ბევრიც კია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ მძღოლს უწევს მოუაროს მარშუტკას (ვისაც მანქანა ჰყავს ეცოდინება რა ჯდება მოვლა), უზრუნველყოს საწვავით და უმალ აღმოფხვრას ნებისმიერი პრობლემა რომელიც იჩენს თავს, + კვება და სიგარეტი და ისეთი პატარ-პატარა ხარჯები რომლებიც ყოველდღიურად მოულოდნელად იჩენს ხოლმე თავს.  ფაქტიურად გამოდის რომ 40-ლარიდან შინ წასაღებად 10-ოდე ლარი თუ დარჩება, რაც დამთანხმებით დქა ცოტაა როდესაც ოჯახი გყავს შესანახი.

ველოდებით როდის გახდება მარშუტკით მგზავრობა 1.20 ლარი და ავტობუსით 1 ლარი იქნებ მაშინ მაინც გავხდეთ ერთსულოვნები და გავაპროტესტოთ?!

13 thoughts on “80 თეთრი

  1. Mr. Nomad

    მე როგორც ვიცი, ძველი მარშუტკებისთვის მერიას არ უთქვამს, ფასები გაზარდეთო. პრინციპში, ვერც ეტყვი, ისინი ხომ კერძოა და არა სახელმწიფო. უბრალოდ მაგათ ისარგებლეს ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტზე ფასის ზრდით და იფიქრეს, ჩვენ რატომ არ უნდა მოვუმატოთო. თვითონაც მაიმუნობენ რა მე თუ მკითხავ🙂

    Reply
    1. სიყვარულოვნა

      ხო, დარწმუნებული ვარ არავის არაფერი უთქვამს. უბრალოდ” მოდი ბარემ მეტი დაგვრჩეს სანამ ჩვენც გადავუყვანივართ სხვა მარშუტკებზე”-პრინციპით მოქმედბენ.

      Reply
  2. anna

    სიგარეტში ფულს ვინც ხარჯავს დებილია :დ ვოტ ტაკ :დ

    Reply
    1. guest

      ნუ ხართ დარწმუნებულები. ფაქტია, 50 თეთრიანი ძველი მარშრუტები კონკურენციას გაუწევდა ახალს და არავინ იმგზავრებდა 80 თეთრიანით, როცა იქვე 50-იანი იარსებებდა. თქმა კიდევ ოფიციალურად არ ხდება, ისეც შეიძლება.

      Reply
  3. netochka3

    ყველაფერი,რომ ძვირდება,მაშინ ხელფასები მოუმატონ ხალხს…დღეში,სამსახურში,რომ მიხვიდე და წამოხვიდე საშუალოთ,როცა,რამოდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა გიწევს და ეს დანახარჯი 5-6 ლარს აღემატება,თან მთელი დღე მშიერი ,ხომ არ იქნები+კვება,რა გამოვიდა?კი არ მსახურობ,არამედ სეირნობ და ვიღაც შენს შრომას აბუჩად იგდებს….

    Reply
    1. სიყვარულოვნა

      ხო, ძალიან რთულია როდესაც აანაზლებ რომ დღეში 5-6 ლარი მხოლოდ მგზავრობაში გეხარჯება მაშინ როდესაც ეს დანახარჯი 3-ჯერ ცოტა უნდა ყოფილიყო წესით. და თ ესე გაგრძელდება უაზლოეს მომავალში მინიმალური დანახარჯი ყოველდღიური გაცილებით ბევრი იქნება, ხელფასი იგივე

      Reply
  4. tsotnee

    აუ, გეთანხმები რა… კარგი იქნება ბევრი შენნაირი, რომ იყოს (ეგ რაღაც, ისე გამომივიდა შენნაირი რა (ვერ ვიტან ერთფეროვნებას) შენნაირად რომ იფიქროს). მალე ალბათ მართლაც ეგრე იქნება. ალბათ ზოგიერთი “ჭკვიანი” შემოგედავება და გეტყვის, რომ კომფორტისა და სისწარაფისთვის ეს ძალზეც იაფია (იქნებ მე ცეგრე მეფიქრრა, რამოდენიმე ათასი, რომ მქონდეს ხელფასი და საკუთარი მანქანით დავგრიალებდე), მაგრამ ამ ქვეყანაში ეგეთი ძალზე ცოტაა, მაგრამ მიუხედავად უმრავლესობისა უმცირესობა მაინც “გვაჩმორებს” (აი, ესაა ის სიტყვა რაც ნამდვილად შეესაბამება მათ საქციელს ჩვენს მიმართ). იმედია ხალხი მალე გამოფხიზლდება…

    Reply
    1. სიყვარულოვნა

      მანქანა რომ გყავდეს მერე ბენზინის გაძვირებაზე იწუწუნებდი :დ ამ ქვეყანაში ძვირდება ყველაფერი მაგრამ ხელფასი იგივე რჩება+ ამას მასობრივი შემცირებები მიდის სამსახურებში

      Reply
      1. tsotnee

        მართალია. მე მეგონა რომ მარტო რუსებს ქონდათ იდეა – საქართველო ქართველების გარეშე და რავი … “ჩვენი სახელმწიფოს” კი მით უფრო მოწონს ეს იდეა. ვის რად უნდა კომფორტი თუ მის მისაგებად (მოსაწყობად) ფული არ აქვს ქართველს ან მეტიც ამ მომენტამდე შეიძლება ვერც მიაღწიოს (შიმშილით ამოხდეს სული). ვაი!!!

  5. Chiamaria

    და მართალიცაა. უთხრეს და გაზარდეს და ამაზე არავინ შემეწინააღმდეგოთ. მძღოლებია უაზროდ იჭყლიტებიან.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s