ნუ იქნებით მოტყუებულები

სახლში არეულობისა და დიდი რემონტიანობის გამო ყოველდღე 9-საათზე მიწევს ადგომა. ვინც ერთხელ მაინც ამდგარა ასე ადრე მწარედ მოეხსენება, რომ ეს დროის ის შუალედია როდესაც სიცოცხლე არსად არ ჩქეფს, მათ შორის არც ფეისბუქზე. მინიმუმ რამდენიმე საათი ტყუილად გადავდივარ გვერდიდან-გვერდზე და შემთხვევით ზოგიერთი მათგანიც შემომელაიქება ხოლმე. ერთ ერთი იყო “არა ფალსიფიკაციას/Say NO to Falsification”.  ფალსიფიკაციაზე ერთადერთი რაც მახსენდება ეს არის ცუდი ხარისხი + დაბალი ფასი. მაგრამ ღირს კი ფული ცუდ ხარისხად?

აქამდე ყოველთვის მესმოდა უცხოური ფალსიფიცირებული პროდუქტების სახელები, მაგალითად: Nokia და Nokla, Adidas და Adibas, Nike და  Nikle და ა.შ.

ფასიფიცირებული პროდუქტები

ფასიფიცირებული პროდუქტები

” falsification – რაიმე ნამდვილის, ჭეშმარიტის შეცვლა მცდარით, ყალბით; რისამე გაყალბება; რისამე ხარისხის გაუარესება (ამ მნიშვნელობით იხმარება, აგრეთვე, ფალსიფიცირება);
 falsificio-  ვაყალბებ”

ამ ბოლო დროს საქართველოს ბაზარზე აქტიურად გამოჩნდა ფალსიფიცირებული პროდუქტები, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ ინტერესს იწვევს მოსახლეობაში. მაგალითად ახალი ქართული შოკოლადი “შემიყვარე” ზუსტი ასლია “სნიკერსის”, ანალოგიურად “ბათუმი” “ბაუნტისა”  და მათი გაყიდვა/გასაღება აქტიურად მიმდინარეობს თბილისის მაღაზიებში.

შემიყვარე VS სნიკერდი, batumi vs baunti

შემიყვარე VS სნიკერდი, batumi vs baunti

თუმცა როდესაც უცხოური ფალსიფიცირებული კომპანიები ჩემში მხოლოდ ღიმილს იწვევდა საქართველოს ბაზარზე გავრცელებულმა ფალსიფიკაციამ უკვე დამაფიქრა. რა სარგებლობა მოაქვს გავრცელებულ ფალსიფიცირებულ პროდუქციას? იაფად ვყიდულობთ ბრენდების ყალბ “ტავარს” და ვგრძნობთ სრულ ბედნიერებას. სინამდვილეში უბრალოდ თავს ვიტყუებთ. თუმცა ტყუილიც არის და ტყუილიც, მაშინ როდესაც ჭამ “ბათუმს”  “ბაუნტის” მაგივრად, შესაძლოა სახლის კედლები უბრალოდ თავზე ჩამოგენგრეს. მიზეზი ფალსიფიცირებული ცემენტი იქნება, რომელიც ასევე გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე და მიმდინარეობს მისი გასაღება “ჰაილედბერგის” სახელით. ამ ბოლო დროს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით კუსტარული “ცეხები” ხშირად იყენებენ  ჰაიდელბერგცემენტის მსგავს სახელს და შეფუთვას. ამიტომ თუკი “შემიყვარე” გსიამოვნებთ, ფალსიფიცირებული ცემენტი უკვე პრობლემებს მოგიტანთ, ამიტომაც დააკვირდით რომ შეფუთვაზე “ჰაიდელბერგცემენტი” ეწეროს. კომპანიამ შექმნა საიტი, რომელიც ფალსიფიცირებული ცემენტის ქართულ ბაზარზე შემოსვლის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

განსხვავება არც თუ ისე ადვილი საპოვნელია, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის

განსხვავება არც თუ ისე ადვილი საპოვნელია, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის

გაუფრთხილდით საკუთარ თავებს და ნუ იქნებით მოტყუებულები.

Advertisements

21 thoughts on “ნუ იქნებით მოტყუებულები

  1. Mari

    რატომღაც მგონია, რომ მოტყუებული არავინაც არ არის. ყველამ მშვენივრად იცის რასაც ყიდულობს. ეჭვი მეპარება ვინმე ისეთი გულუბრყვილო იყოს, რომ ეგნოს 10 ლარად ნამდვილ ადიდასის მაისურს ყიდულობს 😀

    Reply
  2. anna

    მაისური ჯანდაბას, რაღაც დებილ ცემენტს რომ ყიდულობ სახლისთვის და ვერ ხვდები უცებ ?:| ჰმ !

    Reply
    1. Mari

      ჰო, აი ეგ სასინელებაა, მაგრამ “ბაუნტის” და “ბათუმის” გარჩევა მაინც ხომ ყველამ იცის 😀 😀

      Reply
  3. niniTo

    ძირითადად მაინც გააზრებულად ყიდულობენ ალბათ, ფულის დაზოგვის მიზნით (როგორც მარიმ დაწერა), მაგრამ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები, რომ მოსახლეობა მოტყუებულის ამპლუაში არ აღმოჩნდეს

    Reply
  4. natia121

    tqven ki martlebi xart mara vistvisac sityvaze 1 laric ki mnishvnelovania da feseulia is naklebbad edzebs xarisxs. kontrolis gaweva ki namdvilad mtavrobis valdebulebaa, mara vai rom amasac ar aketebs 😀 tumca yalb kompaniebs ra tqma unda chven vadzlevt ganvitarebis sashualebas 🙂

    Reply
  5. Mr. Nomad

    საინტერესო იცით რა არის? ჰაიდელბერგმა კარგად იცის ვინ და როგორ აყალბებს მაგათ ცემენტს, მაგრამ არ უჩივის. უფრო მეტი ფული უჯდება ვიდრე ახლა კარგავს. ამიტომ სარეკლამო კამპანიის დაწყებას აპირებენ, რომ მომხმარებელს დაანახოსნ რომელის ნაღდი ჰაიდელბერგი 🙂

    Reply
    1. სიყვარულოვნა

      აუფ, არ მგონია მე ეგრე რომ იყოს 😐 ჩემს პროდუქციას ვინმე რომ აყალბებდეს ხომ დავახურე თავზე ყველაფერი და რაც არ უნდ ადამიჯდეს მაინც ავუკრძალავ 😐

      Reply
      1. Mr. Nomad

        სანდო წყაროდან მაქვს ეს ინფორმაცია :))

  6. Mr. Nomad

    აი ახლა გავიდა ჰაიდელბერგის რეკლამა. არ მოტყუვდეთო :დ

    Reply
    1. სიყვარულოვნა

      ხო, მეც ვანხე ეგ რეკლამე ^^ და საიტი რომ გავლინკე იქაც დევს ვიდეო ^^ მშვენიერია რა გინდა, ხალხი ყურადღებას მიაქცევს, იმედია და არ ცამოენგრევათ კედლები

      Reply
  7. tamara

    სადღაც “ლუკა ოილის” ბენზინგასამართ სადგურს წავაწყდი, თბილისში არა, ოღონდ… მაგრად უნდა დაუკვირდე, რომ “ლუკოილი” არ გეგონოს!
    ჰოდა, ვიყოთ ფრთხილად! 🙂
    ეს “შემიყვარე” რა საცოდაობაა მაინც 🙂 🙂 🙂

    Reply
  8. cinikosi

    exla ukve vxedav reklamebs ჰაიდელბერგis reklamebs, da gvafrtxileben rom ar shevcdet. ravi me magalitad batumi da shemiyvare ar minaxavs arsad magazeibshi :))

    Reply
    1. სიყვარულოვნა

      აი ამ წამს ვუყურებ რეკლამას :დ

      ბათუმი და შემიყვარე მეც არ მინახავს ჯერჯერობით :ს არადა გასინჯვა მინდა

      Reply
  9. Pingback: ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბლოგერები გაერთიანდნენ « PRSchool

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s