“წუწაობა ფართი”

მაშინ როდესაც ძალიან, ძალიან ცხელა და ზღვაზე წასასვლელად ფული არ გაქვს, სოფელში ვერ მიდიხარ სახლში არეულობის გამო ორად ორი გამოსავალიღა რჩება: წუწაობა და ცივი საზამთრო. ვინაიდან ორივე ძალიან მიყვარს და თქვენ მხოლოდ საზამთროს წყალობთ მე წუწაობაზე ვისაუბრებ, რომელიც აგერ უკვე მეორე წელია აქტიურად იმართება ვაკის პარკში.

მე და ანნა

მე და ანნა

იდეის ავტორი ლობჟანიძე ყოფილა და პირველი წუწაობა ფართი 2010 წლის ივლისის ბოლოსკენ ჩატარდა თუ სწორად მახსოვს და როგორც ხდება ხოლმე ყველაზე მაშტაბური და ყველაზე მხიარულიც ეს აღმოჩნდა. შარშანდელი “ტრადიციად” ქცეული წუწაობა წელს გავაგრძელეთ და აგერ უკვე მეორედ შევესიეთ ვაკის პარკს.

ივენთი

ივენთი

 

წელს რატომღაც ბავშვები შჭარბობდნენ, ბავშვები რა ასე 13-17 წლის ასაკის ადამიანები და გართობითაც რატომღაც შარშან უფრო ვერთობოდი. ვწუწაობთ ყველაფრით: თოფებით, პარკებით, ბუშტებით, ბოთლებით და თუ იშოვით შლანგითაც კი. სპეციალურად ვიყიდე თოფი მაგრამ მივხვდი რომ ბოთლი მაინც სულ სხვაა.

საწუწაო თოფი

საწუწაო თოფი

 

საბოლოოდ ყველაფერი მაინც კარგად დასრულდა. არაჩვეულებრივად გავერთეთ და ლუდიც ვსვით. ლუდის სმის პარალელურად ვთამაშობდით სხვადასხვა თამაშებს და it was fun : )

მოწუწავენი

მოწუწავენი

4 thoughts on ““წუწაობა ფართი”

  1. journaliar

    სერიოზულ ორგანიზებას თუ გავაკეთებთ, შევძლებთ, რომ მომავალ კვირას ბევრად მეტი ხალხი მოვიდეს… ყველამ რო შევკრათ მეგობრების გარკვეული რაოდენობა… არ იქნება მგონი ცუდი… მაგალითად მე ასე 6–7 კაცის მოგროვებას შევძლებდი, თუ დანარჩებებიც იაქტიურებდნენ :)))

    Reply
    1. სიყვარულოვნა

      მომავალ კვრიას კიდევ უფრო გაძნელდება მგონი. ხალხი მიდი-მოდის 😐 თანაც ეს წუწაობა პატარა ბავშვების საქმე ჰგონიათ და სასაცილოდაც არ ჰყოფნით 😐

      Reply
    2. კახი

      კარგი იდეაა მიუხედავად იმისა რომ ჯერ წუწაობა ფართზე არ ვარ ნამყოფი 🙂 შემდეგ კვირას ვეცდები მეც ვიწუწაო ^^ თან რამდენი ხანია არ მიწუწავიაა 😀

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s