hostel

რითი შეიძლება სჯობდეს ჰოსტელში დასვენება სასტუმროში, კარავში, ნაქირავებ ბინაში ან ღია ცის ქვეშ დასვენებას? პასუხი არ მაქვს. უბრალოდ შევადაროთ.

წარმოიდგინეთ, ჰოსტელში ქირაობთ “კოიკას” და არა ოთახს. შესაბამისად ერთ ოთახში შესაძლებელია იყოთ 2,5,10 ადამიანი და 10-ვე განსხვავებული ეროვნების თუ აზროვნების. შანსი, იცხოვრო ტურისტთნ რთად ერთ ოთახში მხოლოდ ჰოსტელში გეძლევათ. სასტუმროში და ნაქირავებ ბინაში მოიძებნებიან ტურისტები, თუმცა მათთან კონტაქტის და გართობის გაცილებით მცირე შანსები გაქვთ, რადგან ყველანი თქვენს თქვენს ოთახებში თუ ნომრებში იქნებით.

ჰოსტელი გავს დიდ სახლს, სადაც ცხოვრობს ერთი დიდი ოჯახი. საერთო სამზარეულო და მეტი მხიარულება.

გაქვს შანსი გაიცნო რაც შეიძლება მეტი უცხოელი, იკონტაქტო მათთან და კიდევ ერთხელ დარწმუნდე, რომ ჩვენსა და ნებისმიერ ტურისტს შორის სხვაობა ძალიან დიდია.

მიხვიდე და იცხოვრო იქ რამდენხანსაც გინდა. 1 საათით, 1 დღით თუ ერთი კვირით. არავინ გეტყვით რომ ოთახს აქირავებენ იმ შემთხვევაში თუ იქ მინიმუმ 5 დღე დარჩებით. არავინ გეტყვით უარს იქირაოთ მხოლოდ ერთი “კოიკა” და არავინ მოგთხვს გადაიხადო მეორის ფულიც, ნაქირავებ ბინებში ხომ სწორედ ასე ხდება?!

ერთი შეხედვით განსხვავება ჰოსტელსა და ნაქირავებ ბინას შორის დიდი ოთახია სადაც ყველა ერთად ცხოვრობს, მაგრამ ჰოსტელსაც გააჩნია, boombullybeach ჰოსტელში არის ორი ბარი, გასარუჯი ტერასა, ბარბიქიუს ტერასა და ბევრი გასართობი და ეს ყველაფერი თავისთავად გულისხმობს რომ, ჰოსტელში გათენებული ღამე არ შეედრება სხვაგან გათენებულ ღამეს.

ხართ მოწყენილი, მარტო და დეპრესიული? ძალიან ადვილად დააღწევ თავს ყველა პრობლემას თუკი ჰოსტელში ისვენებთ, რადგან შენს გარშემო იქნებიან ისინი რომლებიც არასოდეს გეტყვიან უარს დალევაზე, გართობაზე, თამაშზე და თუნდაც “ბომჟაობაზე”. მოკლედ, ყველანაირად ეცდებიან რომ არასოდეს იყო მარტო, მაშინაც კი თუ დასასვენებლად მარტო წახვედით.

როდესაც ცხოვრობ ვინმესთან ერთად, თუნდაც რამდენიმე დღე, ისახება ძალიან ძალიან დიდი პერსპექტივა იმისა რომ მომავალში სწორედ ეს გაცნობილი ადამიანი დაგიდგეს გვერდზე, მაშინ როდესაც არ ელოდები.

თითოეულ ჩვენგანს მწარედ მოეხსენება რომ ჩვენ, ქართველები ბარგს მხოლოდ წინა ღამით ვალაგებთ, ამიტომაც შანსი – დაგრჩეს რაიმე გაცილებით დიდია. იმ დარჩენილი ნივთის ყიდვა აუცილებლად მოგიწევთ თუ კი ისვენებთ სასტუმროში, კარავში ან მითუმეტეს ღია ცის ქვეშ. მაგრამ ჰოსტელში ყოფნის დროს შესაძლოა გაგიმართლოდ და ის ნივთი თქვენს რუმმეითს აღმოაჩნდეს და იქნებ გათხოვოთ კიდეც.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არა-ერთხელ ვახსენე ეს არის ჰოსტელი სავსე ტურისტებით, რომლებთანაც წესით უნდა ჩამოგიყალიბდეთ კარგი ურთიერთობა, რომელიც მომავალში შესაძლოა მოგზაურობის დროს გამოგადგეთ. გექნებათ შანსი საზღვარგარეთ ყოფნის დროს დაუკავშირედეთ და ვინ იცის, იქნებ საკუთარი სახლიც შემოგთავაზოთ საცხოვრებლად, რაც დამეთანხმებით ძალიან დიდი შეღავათია უცხო ქვეყანაში ყოფნისას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ჰოსტელში არ დაგეხარჯებათ 35-ლარზე მეტი ერთ ღამეში და ჩათვალეთ რომ ეს ღამე დაუვიწყარი იქნება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s