Daily Archives: July 28, 2011

დასვენება დაუგეგმავად

ბავშვობიდან იმით ვტრაბახობ რომ 2 სოფელი მაქვს. 1 თბილისთან 30-წუთის სავალზე და მეორე მანგლისისკენ. როგორც კი თავისუფალი 3-4 დღე გამომიჩნდება აღაიანში მივდივარ და არაჩვეულებრივად ვისვენებ ხოლმე. ეხლაც ეგ პერიოდი იყო. გადავწყვიტე ორშაბათს წავსულიყავი და სამშაბათს საღამოს უკან დავბრუნებულიყავი. თუმცა…  მაშინ როდესაც მე მგონია რომ სამშაბათს ჩამომაკითხავს ან დედა ან მამა და თბილისში წამიყვანენ, მირეკავენ და მეუბნებიან რომ მეორე სოფელში წავიდნენ. O.o <– ამაზე ნაკლები სახე არ მქონია. გასაღები არ დაუტოვიათ თბილისის, არც ფული მქონია, არც შესაბამისი ტანსაცმელი, შამპუნი და პირადი ჰიგიენის ნივთები რომლებიც ესოდენ საჭიროა როდესაც იმყოფები სოფელში და თანაც გაურკვეველი ვადით.

იდეაში მინდოდა ჩემი გარუჯული სახე და მკლავები გამოჩენილიყო მაგრამ სინათლე მანათებს და არაფერიც არ ჩანს :შ

იდეაში მინდოდა ჩემი გარუჯული სახე და მკლავები გამოჩენილიყო მაგრამ სინათლე მანათებს და არაფერიც არ ჩანს :შ

რა შეიძლება გააკეთო ამ დროს? საბედნიეროდ ტელეფონში ინტერნეტი ჩართული მქონდა, ნოუთბუქიც გავაყოლე ხელს და საყვარელ თამაშს, ზომბებს, ვთამაშობდი. შიგადაშიგ ფეისბუქსაც დავხედავდი ხოლმე. მაგრამ მაგთიფიქსის მოდემმა გამაწამა და დამაწიწკნა ნერვები. შუადღის საათებში გასაოცარ გართობად შეიძლება ჩავთვალო ჭაში ჩაგდებული შლანგი რომლიდანაც “რაღაც მანქანებით” ამოდის წყალი და წუწავ ხალხს. ხალხს რა, ძირითადად ჩემს ორ დეიდაშვილს და და-ძმას. უფრო სწორედ, ისინი მწუწავენ მაშინ როდესაც მე ვცდილობ “ზაგარი” მივიღო და ამ ყველაფრის შემდეგ ვერთვები წუწაობის საყოველთაო საათში.

თუმცა წუწაობის მერე რთულია ბოლთა არ დასცე იქვე და არ იმეორო “ეხლა რა ვაკეთო, ეხლა რავაკეთო” როცა წინ ვერანაირ პერსპექტივას ერ ხედავ. ძილი იდეალურია. მაგრამ გაიღვიძებ და მერე? მერე ისევ ბოლთა, კარტი, ნარდი, დომინო და ამასობაში დაღამდება და დაიძინებ, მაგრამ უბედურება ის არის რომ ეს ყველაფერი არ იცი რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს.

საბედნიეროდ ჩემს ვიშ-ვიშს 4 დღეში მოეღო ბოლო და ეხლა ამ პოსტს თბილისში, ჩემს ოთახსში, ჩემივე ნოუთბუქიდან ვწერ და სიამოვნებისგან აღარ ვიცი რა ვქნა. მერე რა რომ ცხელა, ამ სიცხის ატანა მხოლოდ 1 დღეს მომიწევს და ზეგ ისევ სოფელში მივდივარ, ამჯერად მანგილისისკენ. დვალთა სამოთხეა მაშინ, როდესაც თბილისში ტემპერატურა 40გრადუსს აღწევს რადგან იქ საოცრად გრილა, მითუმეტეს ღამე.