დასვენება დაუგეგმავად

ბავშვობიდან იმით ვტრაბახობ რომ 2 სოფელი მაქვს. 1 თბილისთან 30-წუთის სავალზე და მეორე მანგლისისკენ. როგორც კი თავისუფალი 3-4 დღე გამომიჩნდება აღაიანში მივდივარ და არაჩვეულებრივად ვისვენებ ხოლმე. ეხლაც ეგ პერიოდი იყო. გადავწყვიტე ორშაბათს წავსულიყავი და სამშაბათს საღამოს უკან დავბრუნებულიყავი. თუმცა…  მაშინ როდესაც მე მგონია რომ სამშაბათს ჩამომაკითხავს ან დედა ან მამა და თბილისში წამიყვანენ, მირეკავენ და მეუბნებიან რომ მეორე სოფელში წავიდნენ. O.o <– ამაზე ნაკლები სახე არ მქონია. გასაღები არ დაუტოვიათ თბილისის, არც ფული მქონია, არც შესაბამისი ტანსაცმელი, შამპუნი და პირადი ჰიგიენის ნივთები რომლებიც ესოდენ საჭიროა როდესაც იმყოფები სოფელში და თანაც გაურკვეველი ვადით.

იდეაში მინდოდა ჩემი გარუჯული სახე და მკლავები გამოჩენილიყო მაგრამ სინათლე მანათებს და არაფერიც არ ჩანს :შ

იდეაში მინდოდა ჩემი გარუჯული სახე და მკლავები გამოჩენილიყო მაგრამ სინათლე მანათებს და არაფერიც არ ჩანს :შ

რა შეიძლება გააკეთო ამ დროს? საბედნიეროდ ტელეფონში ინტერნეტი ჩართული მქონდა, ნოუთბუქიც გავაყოლე ხელს და საყვარელ თამაშს, ზომბებს, ვთამაშობდი. შიგადაშიგ ფეისბუქსაც დავხედავდი ხოლმე. მაგრამ მაგთიფიქსის მოდემმა გამაწამა და დამაწიწკნა ნერვები. შუადღის საათებში გასაოცარ გართობად შეიძლება ჩავთვალო ჭაში ჩაგდებული შლანგი რომლიდანაც “რაღაც მანქანებით” ამოდის წყალი და წუწავ ხალხს. ხალხს რა, ძირითადად ჩემს ორ დეიდაშვილს და და-ძმას. უფრო სწორედ, ისინი მწუწავენ მაშინ როდესაც მე ვცდილობ “ზაგარი” მივიღო და ამ ყველაფრის შემდეგ ვერთვები წუწაობის საყოველთაო საათში.

თუმცა წუწაობის მერე რთულია ბოლთა არ დასცე იქვე და არ იმეორო “ეხლა რა ვაკეთო, ეხლა რავაკეთო” როცა წინ ვერანაირ პერსპექტივას ერ ხედავ. ძილი იდეალურია. მაგრამ გაიღვიძებ და მერე? მერე ისევ ბოლთა, კარტი, ნარდი, დომინო და ამასობაში დაღამდება და დაიძინებ, მაგრამ უბედურება ის არის რომ ეს ყველაფერი არ იცი რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს.

საბედნიეროდ ჩემს ვიშ-ვიშს 4 დღეში მოეღო ბოლო და ეხლა ამ პოსტს თბილისში, ჩემს ოთახსში, ჩემივე ნოუთბუქიდან ვწერ და სიამოვნებისგან აღარ ვიცი რა ვქნა. მერე რა რომ ცხელა, ამ სიცხის ატანა მხოლოდ 1 დღეს მომიწევს და ზეგ ისევ სოფელში მივდივარ, ამჯერად მანგილისისკენ. დვალთა სამოთხეა მაშინ, როდესაც თბილისში ტემპერატურა 40გრადუსს აღწევს რადგან იქ საოცრად გრილა, მითუმეტეს ღამე.

13 thoughts on “დასვენება დაუგეგმავად

    1. siyvarulovna Post author

      მადლობა❤ კარგად დავისვენებ, ქეითი და ანნაც მიმყავს და❤

      Reply
  1. ჯუნა

    რა კარგია….. სოფელი, სიგრილე, წუწაობა, უსაქმურობა და ბევრი ძილი….

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ნწუ ^^ არ ვარ მიჩვეული ეტყობა ჯერჯერობით იმდენად რომ მომინდეს. ეხლა ვცდილობ გავიხსენო ბოლოს როდის მოვწიე და ვერ ვიხსენებ :ო

      Reply
  2. Zurriuss.Ge

    ყველაფერს მაინც ის სჯობს, რომ დილას სიგრილეში იღვიძებ, მიირთმევ ნატურალურ პროდუქტებს ბუნებაში, 30 წუთში კი შუა ქალაქში ხარ, ბუღსა და მტვერში. საღამოს კი დაღლილი ისევ სოფელში იძინებ მშვიდად :ს

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      სჯობს კი :შ მაგრამ მაგისთვის მანქანაა საჭირო, თანაც 30 წუთის სავალზე მყოფი სოფელი დიდი სიგრილით ვერ გამოირჩევა. ეგეთი წყნეთი და კოჯორი მახსენდება.

      Reply
  3. anna

    არ მჯერა რომ ხვალ მივდივართ
    :ო
    არასდროს არ დამისვენია სხვის სოფელში და ორმაგად მიხარია :დდ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არც მე დამისვენია სხვის სოფელში :დ
      და აგერ ქეითს საერთოდ სოფელში არ დაუსვენია :დ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s