პირველი 3 დღე

უკვე მესამე დღეა სოფელში ვარ. დვალთას მხოლოდ მაშინ ვაფასებ როდესაც თბილისში საშინლად ცხელა და მე სოფელში საბან გახვეულს მძინავს. ყოველთვის როცა მეკითხება ჩემი და სოფელში არ გინდა? ვპასუხობ არას. არასდროს მინდება იმიტომ რომ აქ არის ფაქტიურად არაფერი. ჯერ კიდევ შარშან მინდოდა, რომ ჩემი სოფლისთვის ფოტოები გადამეღო და დამეთვალიერებინა თქვენთვის.

ჩემი ეზო და ჰამაკში მწოლიარე ანნა და თავზე მდგარი ჩემი ძმა

ჩემი ეზო და ჰამაკში მწოლიარე ანნა და თავზე მდგარი ჩემი ძმა

სოფელში სულ რამდენიმე “ღირსშესანიშნაობაა”.

პირველი და ყველაზე დიდი “ღირსშესანიშნაობა” მდინარე ალგეთია. რომელიც სოფლიდან ხუთიოდე კილომეტრში მდებარეობს და სადაც ფეხით წასვლა გმირობის ტოლფასია. სამაგიეორდ იქაურობა სამოთხეს გაქვს, საერთოდაც მთელი სოფელი სამოთხეს ჰგავს, წელიწადის ოთხივე დროს. მთებში მოჩუხჩუხე ცივი წყალი რომელიც საღამოობით ისე თბება რომ იქიდან ამოსვლა აღარ გინდა.

ჩახრიალა – რომელიც იდეაში პატარა ჩანჩქერია  და ჩახრიალა ვინ დაარქვა ნამდვილად არ ვიცი. ჩანჩქერიც პირობითაც ქვია, ძალიან ცოტა წყალი ეშვება კლდიდან, მაგრამ ერთხელ წასვლა ნამდვილად ღირს. მერე რა რომ მთელი ერთი საათი მზის გულზე გიწევს ბოდიალი და ძალიან ადვილი შესაძლებელია ან გველი შეგხვდეს ან მგელმა შეგჭამოს. მაგრამ დათვი, მელა და ტურაც ხშირად დაბოდიალობენ.

ქომოები – რომელიც მზის ჩასვლისას არის იდეალური. პატარ-პატარა გორებია, პრინციპში რაღა პატარა, და არსად ხე არ დგას. სამაგიეორდ სხვადასხვა ჯიშის უცნაური და ლამაზი მცენარეები ხარობენ რომლებსაც საშინელი სუნი აქვთ.

ფიჭვები – თუ ხდება სასწაული და აქაც ჩამოცხა ფიჭვები იდეალური თავშესაფარია. წარმოიდგინეთ ძალიან ძალიან ახლო-ახლოს დგას ბევრი ხე და გრილა. ალაგ-ალაგ კოდალას ხმა ისმის. თან იცი რომ სადღაც ტყის სიღრმეში რომელიმე მტაცებელი ცხოველი ბინადრობს მაგრამ შენ მაინც გკიდია, იმიტომ რომ სასწაულებრივად ცივი სიო გიბერავს გვერდებში.

ქვაჯარა – სახელი უცნაური აქვს. მაგრამ თავისებური ისტორია აქვს. სოფლის დასაწყისში არცთუისე პატარა გორა დგას და ამ გორის თავზე თვითმფრინავის ფრთა არის. უხსოვარ დროში, ერთ-ერთი ომის დროს სოფელს თვითმფრინავი ეცემოდა და დაცემის დროს პილოტებს გადარჩენა შეეძლოთ. მაგრამ პილოტებმა გამოიჩინეს გმირობა, სოფელს აარიდეს თვითმფრინავი და თავიც გაწირეს. ეს ფრთა ერთგვარი მემორიალია, იქვეა სიმბოლური საფლავიც და საღამოობით ბავშვები ხშირად ავდივართ და იქვე საფლავზეც ვწვებით ხოლმე.

სხვა არ ვიცი რითი გამოირჩევა დვალთა.მის თავიდან ბოლომდე მონახულებას ნახევარი საათი სრულიად ეყოფა იმდენად პატარაა. მაგრამ ვგიჟდები როდესაც სოფელს ზემოდან დავყურებ და ხეებში ჩაფლული სახლების სახურავები ჩანს. აი მაგ დროს ვხვდები, რომ აქაურობა ძალიან ძალიან მიყვარს და როგორი მოწყენილობითაც არ უნდა ვკვდებოდე ზაფხულში 1-2 კვირას მაინც გავატარებ აქ. ბოლოს და ბოლოს წიგნის საქკითხავად იდეალური ადგილია.

ამჯერად ალუკარდდათნ და ანნასთან ერთად ვარ. პირველად, მთელი 19 წლის განმავლობაში ჩამოვიყვანე ვიღაც. საცხოვრებლად არცთუ ისე კარგი პირობებია. წყალი არ არის და წყაროდან ვეზიდებით, დაბანითაც უკიდურეს გაჭირვებაში თუ დაიბან. ხალხიც არ არის. უფრო სწორედ არიან მაგრამ მე ვერასდროს ვერთობი. ალბათ იმიტომ რომ ისინი ჯერ კიდევ არ გაზრდილან და წლების განმავლობაში ერთი და იგივე სალაპარაკო თემა აქვთ. სწორედ ამ მიზეზების გამო არასდორს მიფიქრია ვინმე ჩამოყვანა. რატომღაც მეგონა ვერავინ გაძლებდა მსგავს პირობებში მაგრამ ანნა და ალუკარდი გამონაკლისები აღმოჩნდნენ და მგონი მოსწონთ კიდეც აქაურობა.ჩვენ, მე, ანა, ქეთი და ჩემი და ცალკე სახლში ვართ და მყუდროებას მხოლოდ ჩემი ძმა გვირღვევს მარადიული კითხვებით: “არ გინდათ უნო ვითამაშოთ?  დომინო არავის გინდაღთ?ნარდი? და ა.შ”.

ჩვენი სახლის შესასვლელი

ჩვენი სახლის შესასვლელი

გუშინ იმ ხუთი “ღირსშესანიშნავი” ადგილიდან ერთ-ერთზე, ალგეთზე ვიყავით და ქეითი საოცრად დაიწვა ^^ მართალია სულ ჩრდილში იყო და წყლიდანაც არ ამოსულა მაგრამ მან ეს მაინც შესძლო!

ალგეთზე

ალგეთზე

დღეს ქვაჯარის და ფიჭვების დალაშქვრას ვგეგმავ და იმედია გამოგვივა ^^

9 thoughts on “პირველი 3 დღე

    1. siyvarulovna Post author

      შენ ქუთაისიდან ვერ ჩამოგიყვანე და აქ წამომსვლელი ხარ? :ო

      Reply
  1. Zurriuss.Ge

    იეეეს, აი, ვიცოდი, რომ ძალიან მაგარი პოსტი იქნებოდა. ნუ, დიდი ვერაფერია, მარა თვითონ ასეთი “სოფლური” თავგადასავლების წაკითხვა მომენატრა ძალიან.
    მიხარია რომ კარგად ერთობით და ერთ თხოვნა მაქვს: ალუკარდს, თევზივით თუ არა, კუსავით ცურვა მაინც აწავლეთ :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ალუაკრდი ისეა შემწვარი კუსავით კი არა მდიანრისკენ გახედვაც არ უნდა :დ

      Reply
  2. Pingback: მე და ზაფხული « სიყვარულოვნას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s