ტყეში, სიგრილეში და სიცივეში

მგრილა მგრილა მგრილა…

არა თავს არ ვიმხნევებ, საბანში გახვეული ვწერ პოსტს ვორდში იმიტომ, რომ ინტერნეტი დავზოგოთ ყოველდღე 5-5 ლარი არ ვრიცხოთ*

დღევანდელმა დღემ დამწვრობებისა და არყებისა და ლუდების გარეშე ჩაიარა. მთელ დღეს მშვიდად განვისვენებდით ხან ჰაკაში წიგნით ხელში ხან კიდევ ლოგინებზე ჭორაობით ვიღლიდით ენებს. საღამოთი როცა მზე გადავიდა და ქეითს მიეცა შანსი გარეთ გასულიყო ფიჭვებისკენ წავედით.

ტყის დასაწყისი, ან დასასრული

ტყის დასაწყისი, ან დასასრული

მიუხედავად იმისა რომ მთელი დღის განმავლობაში გრილა, ფიჭვების ტყეში ყოფნას სულ სხვა მუღამუ აქვთ. წარმოიდგინეთ: შუაგულ ტყეში ზიხართ მხოლოდ სამნი, თუ გინდათ წევხართ და გარშემო არავინ არაა. ტყის უცნაური სუნი და სხვადასხვა ფრინველების უცნაური ხმები. ხეების მიღმა მზე ჩადის და საოცარი ფერი აქვს. მხოლოდ აქ არის შესაძლებელი მზეს გაუსწორო თვალი და მიხვდე რომ იდეალურად მრგვალია.

მზის ჩასვლა

მზის ჩასვლა

ტყეში, ხეებს შორის ძალიან ხშირად არის გაბმული ქსელები თავის ობობებიანად, რომელიც ალუაკრდმა აგერ უკვე მეორეჯერ გაარღვვია, მისი ბრალი არ იყო, ვერ დაინახა.

უმანკო ობობა რომელსაც არ ვიცი რა ბედი ეწია

უმანკო ობობა რომელსაც არ ვიცი რა ბედი ეწია

მე და ანნა

მე და ანნა

 

პ.ს არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ აღვნიშნო, ფეისბუქის ვოლის გადახედვისას უცნაური სიამოვნების და კმაყოფილების გრძნობა მიპყრობს, რომ თქვენ მანდ იხრუკებით და მე აქ მგრილა.

 

* შეგიძლიათ გამოიმეტოთ ზედმეტი 5 ლარი და ჩაგვირიცხოთ მაგტიფიქსზე ^^ მსურველს ნომერს პმ-ში ვეტყვით. მოგვმართეთ ან მე ან ანას და ან ქეითს.

3 thoughts on “ტყეში, სიგრილეში და სიცივეში

  1. Mari

    სიამოვნებით შემოგისახლდებოდით მანდ და 5 ლარსაც ჩაგირიცხავდით, 1 თეთრით რომ არ დავდიოდე ანგარიშზე😀

    Reply
  2. Zurriuss.Ge

    ფეისბუკის პმ-ში მომწერე, როგორ ხდება მაგი საქმე და ჩაგირიცხავთ😉
    პ.ს. იმდენს იყვირებთ, არ გვგრილაო, ერთხელაც იქნება, ლეონსიოიანად დაგადგებით :დდდ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s