ისევ იქიდან….

მეხუთე დღეა აქ ვართ და მესამე პოსტს ვწერ. მაგრამ ქეთის და ანას პოსტებს რომ ვკითხულობ მე სათქმელი აღარაფერი მრჩება ხოლმე და ჩემთის თუ ჩავიბურტყუნებ ორიოდე სიტყვას ხოლმე.

შაბათს ჩამოვედით, 30-ში. დავლაგდით, დავბინავდით, ლოგინები გავინაწილეთ, აღვფრთოვანდით სიგრილით და წავედით ჩვენს ახლობლებთან დასალევად. მამაჩემმა თვალები მიბრიალა: რა დროს შენი არაყიაო, ლუდსაც ყოველდღე სვამო და ბოლოს ქეითს და ანას დააბრალა, მაგათი ბრალი იქნება რომ გაფუჭდა და გალოთდაო. ამ ნასვამ მდგომარეობაში გადავწყვიტეთ რომ მეორე დღეს მდინარეზე წავსულიყავით.

კვირას, 31-ში ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ლოგინში ვიყავით ზემოთხსენებული ახლობელი დაგვადგა, ადექით მივდივართო. მოგეხსენებათ ჩემთან სოფელში წყალი ჭირს, ამიტომაც მდინარე იდეალური საშუალებაა დასაბანად. თავის მაინც. თქვენ აზრზე არ ხართ როგორ რბილდება და კარგდება თმა მდინარის წყლის მერე. იქიდან გათანგულები მოვედით და 7-საათზე ყველას გვეძინა. ორიოდე საათში გაღვიძება მე კი მოვახერხე მაგრამ ამათი ხმა არ გამიგია და გავიძურწე გარეთ. ვიფიქრე ბავშვებს ვნახავთქო მაგრამ ჩემი უბნის შესასვლელში შევყონდი ახალგაღვიძებულის დებილი სახით ვესაუბრებოდი ორიოდე ყმაწვილს. ამავე საღამოს აღმოვჩნდი “ბირჟაზე”. “ბირჟად” ეკლესიის ეზო აქვთ არჩეული, ალბათ იმიტომ რომ გარე განათება მხოლოდ იქაა, და დასაჯდომი ადგილების გაცილებით ბევრია. სამაგიეროდ ხალხია ცოტა და უაზრო. რომ მივდიოდი ვიცოდი რასაც ვაკეთებდი, მაგრამ ხომ იცით იმედი ბოლოს კვდებაო. თანაც, ვიღაც გოგოები ყოფილან ჩამოსულები, დაიტყლარჭებიან და ნერვებს მიშლიან😐 არ ვიცი რატომ მაგრამ ყველა ახალი სახე მაღიზიანებს ჩემს სოფელში, განსაკუთრებით ისინი ვინც “ჩვენი” ბიჭების ყურადღებას იქცევენ და საჭიროობენ. ამასობაში ქეთიმ გაიღვიძა და დამირეკა.

ორშაბათს დაპირებისამებრ ფიჭვებში წავიყვანე ბავშვები. ვპირდებოდი იქ სიგრილე იქნება-მეთქი და იყო კიდეც. ტყეში ღრმად არ შევსულვართ. იქვე ჩამოვსხედით და მაღალსაკაცობიო თემებზე ვბაასობდით. მზის ჩასვლა, ისეთი როგორიც აქ არის არსად მინახავს. სახლისკენ მიმავალ გზაზე ქეთის რამდენიმე, უფრო სწორედ ორი, მიტოვებული სახლი ვანახე და სწორედ აქ მისაყვედურა: რატომ არ გამახსენე რაიმე რიტუალებს ამოვიწერდი და გაგვეკეთებინაო.

სამშაბათი ეს ის დღე იყო როდესაც ყველაზე გვიან, 12-საათზე გავიღვიძეთ. უფრო სწორედ მიწისძვრამ გაგვაღვიძა. ეპიცენტრი აქვე, თეთრი წყაროს რაიონში ყოფილა. ამბობენ 3.7 ბალი იყოო, მაგრამ კარგად კი დაგვაფრთხო.ნაშუადღევს ალგეთს ვესტუმრეთ. მდინარეზე გაჭრილ საზამთროს მაინც სულ სხვა გემო აქვს. ღამით ქვაჯარისკენ ავედით. არ მიყვარს როცა იქ ხალხია, “ჩემს პონტში” ვეღარ ვარ, განსაკუთრებით კი ის “ახალი სახეები” არ მიყვარს. ასე მგონია რაღაც ჩემს ნაწილს ითვისებენ.

ოთხშაბათს ანუ დღეს, ძირითადად ჰამაკში გდებით და ორიოდე საათით ფიჭვებში გადასვლით შემოვიფარგლეთ, “საქმე” გქვონდა და… სახლში ნახევარი საათის წინ დავბრუნდი. ეს ღამე რაღაც ყველაზე გამორჩეული იყო. დაველოდეთ როდის დაიძინებდნენ ჩემები და სახლიდან გავიპარეთ. თავიდან არ ვიცოდი რას ვიზამდით მაგრამ ბოლოს თავი მიტოვებულ, დანგრეულ სკოლაში ამოვყავით. რომლისგანაც მხოლოდ კედლებიღაა დარჩენილი, ისიც დარწმუნებული ვარ დროებითია. ცეცხლი ენთო, მაგრამ ამ ცეცხლს ყველაზე ნაკლებად შეიძლება კოცონი ეწოდოს, სადღაც მოშორებით თავისთვის ბჟუტავდა. ვისხედით და ვდებილობდით. თითქოს არაფერი მაგრამ მაინც უზომოდ ნასიამოვნები ვარ. მერე რა რომ გაჭვარტლული, ბოლის სუნად აყროლებული და “დაკაპჩონებული” სიყვარულოვნა ვარ.

 

რაღაც დღიურის ჩანაწერებივით გამომივიდა. უბრალოდ მინდა რომ სულ ამ დღეებზე ვილაპარაკო და თითოეული წუთი დავიმახსოვრო და არასდროს დამავიწყდეს. ასე ერთ პოსტში ყველაფერს ერთად მოვუყარე თავი.

 

პ.ს ერთადერთი რაც აქ მაწუხებს მწერების რაოდენობა და ნაირსახეობებია. ყველა იკბინება და ყველა საშინელებაა. განსაკუთრებით ღამით, როდესაც სინათლე ანთია ოთახში კედლებზე აუცილებლად იხილავთ სხვადასხვა ჯიშის ღამის პეპლებს, კალიებს, თანაც ორნაირ კალიებს, მწვანეებს და ყავისფერებს თანაც მათ დახოცვა მე მიწევს, ე.წ ნემსიყლაპიებს და უცნაური ჯიშის კოღოებს.

სამშაბათს

13 thoughts on “ისევ იქიდან….

  1. anna

    აუ ასეც ვიცოდი რომ იბოღმებოდი ახალ გოგოებზე ;))
    მარა როდის აქეთ მიისაკუთრე “შენი” ბიჭები არ ვიცი :დ

    Reply
  2. vasasi

    აუ..

    მეც მინდა სოფელში…

    იმედია, შვებულების დროს მოვახერხებ რამდენიმე დღით ასვლას. სულ გაწერილი მაქვს ეს სამი კვირა.. :))

    პ.ს. ისე, ჩემი და შენი სოფელი რაღაც ძალიან ჰგავს ერთმანეთს: წყალი ჩემთანაც ჭირს, ფიჭვები ჩვენც გვაქვს..🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აუ ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, ოღონდ ზაფხულში 2-3 კვირით და ზამთარში 2-3 დღით. მეტს ვერ ვძლებ :დ

      Reply
  3. donne

    მთელი ვორდპრესი ერთად ყოფილხართ და ვიღას უწერთ ამ პოსტებს :d

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მთელ ვორდპრესსში თუ მე ანა და ალუაკრდი ვიგულისხმებით მაშინ კი, აქ ვართ და ბლოგსპოტელებს ვუწერთ :დ

      Reply
  4. katek84u

    ეეეე, თქვენ მოკლედ მაგრად ერთობით.
    ძალიან კარგი :))

    Reply
  5. katek84u

    აუ ჩემი ნიკი არ ილინკება :((
    მარტო სურათი😦

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s