თბილისში მინდა

რაღაცა  უცნაურად ვგრძნობ თავს. თითქოს ამიღეს ჩამდეს სადღაც და ეხლა ვზივარ და მემატიანესავით ყოველ დღეს და წუთს აღვწერ. უკვე 1 კვირა გავიდა რაც აქ ვართ. ასე მგონია საუკუნეა ჩამოვედი და ძალიან მომენატრა თბილისი. იდეალურად ვარ აქ. ხელს არავინ მიშლის, სახლიდან მივდივარ და მოვდივარ როცა მინდა, ვესწერვები და ვეიაზვები იმას ვისაც მინდა და საერთოდაც  კარგად ვარ, მაგრამ მაინც მინდა თბილისში, თუნდაც 2 დღით.

საღამოობით გარეთ გავდივართ ხოლმე, გავივლით გამოვივლით და ისევ სახლს და ზომბებს ვუბრუნდებით. არაფრობისგან დავიღალე. მაგრამ არც რაიმეს კეთება მინდა.

ბოლო ორი დღეა სასტიკად ცივა, იმდენად რომ გარეთ გასვლისას კანკალი და კბილების კაწკაწი მეწყება და მიუხედავად მაგისა მდინარეზე მაინც წავედით. მიყვარს მდინარე, ზღვა და ზოგადად წყალი. გიცდიათ გეცურათ მდინარის საპირისპიროდ? იდეალური საშუალებაა გასახურებლად მაშინ როდესაც გცივათ. თანაც შენს ძალებს ამოწმებ, საბედნიეროდ გამომივიდა და დავძლიე მდინარის დინება, მაგრამ მხოლოდ 10 წუთით, ძალა აღარ მეყო.

არ ვიცი სად, მაგრამ ალგეთი სადღაცას უხვევს და ტყის გადაჭრის შემდეგ ისევ ალგეთს მივადექით რომელსაც  საპირისპირო მიმართულება ჰქონდა და ცოტა არ იყოს უცნაური იყო. მაგრამ მშვიდად გავიხადეთ, ვიბანავეთ, გადავიღეთ ფოტოები და არ გვეშინოდა რომ ვინმე გამოივლიდა.

მდინარეზე, შამფურზე შემწვარ მწვადს არაფერი სჯობს, მითუმეტეს როცა იცი, რომ იქვე 1-2 ჭიქა არაყიც გელოდება ^^

მემგონი სექტემბრამდე აქ მომიწევს დარჩენა უკვე ისტერიკა და პანიკა მეწყება 😐 არ მინდა, აღარ მინდა, ვერ გავძლებ :შ

Advertisements

9 thoughts on “თბილისში მინდა

  1. Mari

    აჰა, ვიცოდი ვიცოდი, ვი-ცო-დი, რომ ცემ გარეე დიდხანს ვერ გაძლებდი 😀 😀 😀
    თბილისში კი არა, დაეტიე მანდ. ამომივიდა თვალებში მაზოლები, შენი ყურებით 😀 😀

    ჩემი ბუზღუნა… რომ ჩამოხვალ (და მეც რომ ჩამოვალ) მაგრად ჩაგეხუტები და დაგკბენ :* :* :*

    Reply
  2. Zurriuss.Ge

    გრინმარს ვეთანხმები: გულის სიღრმეში მეც იმავეს ვგრძნობდი, რომ ერთ “მშვენიერ” დღეს ეგ კარგი ცხოვრებაც მოგბეზრდებოდა. როცა ლაშიჭალაში გახდლით, სადაც გზა მდინარის ქვიანი კალაპოტია და მობილურიც მხოლოდ 1 წერტილში იჭერს, წამოსვლა არ მინდოდა. სიამოვნებით გავველურდებოდი კიდევ 1 თვეს.
    თქვენ არ გიყვართ ქალაქი იმ დონეზე, რომ მისგან სიამოვნებით დაისვენოთ თუნდაც 1 თვით.
    სხვა მხრივ კი ძალიან ძალიან მომენატრენით :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე კიდევ მგონია, რომ ძალიან რომ მიყვარს თბილისი, ან კიდევ ეს სიტუაცია არ მიყვარს 1 კვირაზე მეტხანს:ს

      Reply
  3. Chiamaria

    ჩვენ კიდევ გვშურს…
    გვშუურს მაგ სიცივის, მდინარის, მწვადის… ❤

    Reply
  4. anina

    მე მდინარეში ცურვა უფრო მომწონს, ვიდრე ზღვაზე 🙂 მაგრამ მიუხედავად ამისა, სექტემბრამდე რთულია სოფელში გაძლება, ალბათ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მდინარეში ცურვა ძალიან რთულია :/ მითუმეტეს როცა ადგილი არ გაქვს ხელ-ფეხი იქნიო 😐

      Reply
  5. anna

    საერთოდ არ მინდა თბილისში 😐 დამტოვეთ აქ საუკუნოდ და ხმას არ ამოვიღებ :დ თუ ტყუპებიც აქ იქნებიან რა თქმა უნდა :დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s