ისინი

გუშინ ანა პოსტს რომ წერდა თავის კომპლექსებზე და  ჩემებზე დავფიქრდი. აქამდე ყოველთვის იმას ვამბობდი კომპლექსები არ გამაჩნია-მეთქი. არც სანაპიროზე გასვლა მიტყდება საცურაო კოსტუმით და არც საცურაო აუზზე. არ მაწუხებს კომპლექსები ხალხთან ურთიერთობაში, არც მაშინ როდესაც ჩემს გვერდით ჩემზე ლამაზი გოგო დგას და ა.შ. მაგრამ არ არსებობს ადამიანი ვისაც ე.წ კომპელქსი არ გააჩნია და რაღაცის მაინც არ “უტყდება”. ღამე ვფიქრობდი, ნეტა მე რა კომპლექსები მაქვს-მეთქი და პირველი რაც გამახსენდა იყო მშობლებისთვის ჩემი მეგობრების გაცნობა.

ჩემთვის მეგობარი გაცილებით ძვირფასია ვიდრე რიგითი ბიჭი, თუნდაც მას შეყვარებული ერქვას. ამიტომ მშობლების აზრი ბიჭთან დაკავშირებით არ მაინტერესებს. აი მეგობრები სხვა ამბავია. ყოველთვის როცა ვინმეს ვაცნობ დედაჩემს ყოველთვის ერთი და იგივე კითხვები აქვს. ვინაა, საიდან არის, როგორი გოგოა, წესიერია? და ა.შ უსასრულოდ. თუ ოდნავ მაინც თვალში არ მოუვიდა ვინმე მერე ხაზსს უსვამს ყველა მის ნაკლს და მეუბნება რომ მასთან მეგობრობა არ გამომადგება და რომ მეც ისეთივე “ცუდი” გავხდები, როგორიც ჩემი მეგობარია. ორი ყურის პრინციპი არაჩვეულებრივად მოქმედებს ასეთ დროს. ყოველთვის ვამბობდი ხალხის აზრი არ მაინტერესებს-მეთქი, მათ შორის არც მშობლების მაგრამ რაღაცნაირად ძალიან დამთრგუნველია როდესაც მეგობარს არ გილანძღავს მაგრამ ალმაცერად უყურებს, თითქოს რაღაც დაეშავებინოს. მერე თავს უხერხუალდ ვგრძნობ ხოლმე და მირჩევნია სულ არ გაიცნონ ჩემებმა ჩემი მეგობრები. საბედნიეროდ დღესდღეობით ყველაფერი რიგზეა ❤

კიდევ არის რაღაც, ოღონდ ეს რაღაც კომპლექსად არ ითვლება. სახლში არასდროს მითქვამს რომ გეი მეგობრები მყავს. ადრე წამოცდა რომ გარეთ ერთ ბიჭთან ერთად ვიყავი და როგორც კი დედაჩემი შეტევაზე გადმოსვლას დააპირებდა და დამბობავდა კითხვებით ვინ არის და რამდენი ხანია მიყვარს მაშინვე მივაყოლე რომ გეია. ამ ამბავს კინაღამ შევეწირე. მამაჩემისთვის გეი მკვლელზე უარესი არსებაა, მისთვის ის გარყვნილი და ყველაფრის დამაქცეველია და შესაბამისად კი არ მაგრძნობინებს, პირდაპირ მეუბნება, რომ “მათნაირებთან” არ უნდა ვიმეგობრო. სწორედ ამიტომ ჩემთვის თემა “გეი” სახლში ტაბუდადებულია, იმიტომ რომ შედეგი არასდროს მოაქვს ლაპარაკს ჩემს მშობლებთან ამ საკითხთან დაკავშირებით.

არ ვიცი სხვა რა კომპლექსი მაქვს, ან რისი მიტყდება ან რა მეუხერხულება, საერთოდაც ვთვლი, რომ ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ და არ ვარ დამძიმებული ისეთი უცნაური რაღაცებისგან რასაც კომპლექსები ჰქვია.

11 thoughts on “ისინი

  1. Mari

    გეი მეგობრების ყოლის კომპლექსი სულ არ ამქვს და ვისაც მინდა იმას ვეტყვი. ჰო, კიდევ მეგობრებთან დაკავშირებით არანაირი კომპლექსი არ მაქვს.
    სამაგიეროდ, უბანში მოკლე კაბით გავლით კომპლექსი მაქვს 😀 😀 სულ მეშინია, ფეხი არაფერს წამოვკრა და არ გავიშხლართო ხოლმე 😀 კიდევ რაღაცეების შეცვლის კომპლექსი მაქვს. მოკლედ, ყურადღების ცენტრში მოქცევის კომპლექსი მაქვს რა..

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გეი მეგობრების ყოლის კომპლექსი მაქვსთქო არც მიტქვამს : )) უბრალოდ ჩემი მშობლები ამას ვერ იგებენ და შესაბამისად მეც არ ვაღიზიანებ ^

      Reply
      1. Mari

        ჰო რა.. მეც ეგრე ვიგულისხმე. ანუ, არ მაქვს კომპლექსი რომ დედაჩემი ვერ გაიგებს. თუ საჭიროა, ჩვეულებრივ ვეტყვი

  2. ვახო

    “ნუ განსჯით ადამიანს მეგობრებით. გახსოვდეთ, რომ იუდას კარგი მეგობრები ყავდა!”

    მიყვარს ეს გამოთქმა. თუმცა მე მსიამოვნებს, როცა ჩემი მეგობარი ჩემზე უკეთესია. ასე ხომ მისგან უფრო ბევრს ვისწავლი…
    🙂

    Reply
  3. გვირილა

    მართლა მაგარია, როცა მშობლებს შენი მეგობრები მოსწონთ. არც მე ვუსმენ ხოლმე, მაგრამ ყოველ დღე წუწუნის მოსმენაც მეზარება. თუმცა, სკოლის მერე აღარ გამიგია მათი წუწუნი მეგობრებთან დაკავშირებით და მშვენიერია პირდაპირ 🙂 მგონი ჩემზე მეტად უხარიათ ჩემი მეგობრების სტუმრობა და თქვენი სოფლის ამბებზე სულ მახსენდება ზამთარში ჩემს სოფელში სტუმრობა მეგობრებთან ერთად ^_^

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო კაი ხანია არც მე გამიგია, ან მგონი ვაფშე არ გამიგია, მაგრამ რატომღაც ყოველთის ვიძაბები ხოლმე გაცნობის პირველ დღეს სანამ ჩემები გაიცნობენ ^

      Reply
  4. Zurriuss.Ge

    აი, მე კი მეგობრების მშობლების საყვარელი სტუმარი ვარ… ნუ ბოლო მონაცემბით, საგანგაშო არაფერი შემინიშნავს 🙂 ნამდვილი “ლიუბიმჩიკი” ვარ, ალუკარდიც დამემოწმება. ჰოდა, თუ მაინცდამაინც გადავიჭრიან ვენებს, შეგიძლია, ჩემი თავი გააცნო და დასძინო, რომ ყველა მეგობარი ასეთივე ნიჭიერი და წესიერი გყავს :დ :დ :რადედამგამზარდა:

    Reply
    1. anna

      გაჩერდი გაჩერდი თუ ღმერთი გწამს, შენ ის ბიჭი არ ხარ, ჩემს პოსტზე რომ დააკომენტარე, მთლად იდეალური გასაცნობი არვარ მეგობრებისთვისო?:დ ხოდა რატომ ფიქრობ რომ მშობლებს დაეხატები გულზე?:დდ

      Reply
  5. Pingback: შეგვახედე სახლში და გააღე გარდერობი «

Leave a comment