დასრულდა ამბავი ესე

დღეს ბოლო დღეა.
ხვალ დილით (დილით რა, რომ გაიღვიძებენ ასე 2-3 საათზე) აქედან მიდიან. ალბათ მაგლისში გადაიყვანს მამაჩემი და იქიდან წავლენ. მანგლისში და მეც წავყვები, იქიდან გავაცილებ :შ

დილით აღარავინ გამაღვიძებს მშიაო და ადექი და მაჭამეო, არც არავინ მეწუწუნება ტუალეტში გამომყევიო. სამაგიეროდ არც არავინ დარეკავს ღამის 2 საათზე და არ გვთხოვენ ტყუპეპი ჩვენთან გამოდითო.დღეში მილიონჯერ აღარავინ იტყვის “აუ ნათიააა” ან “აუ ზუტააა”. სულ მარტო ვრჩები, შაბათამდე. რა ჯანდაბა ვაკეთო?  ბოლთა ვცე როგორც ქეითმა დამიბარა? თუ ანას დანაბარებს მივყვე და “მამიკოს” მივხედო?

12-დღე გავიდა დაახლოებით და ასე მგონია ჯერ კიდევ გუშინ იყო ის დღე როცა ჩამოვედით და ანა პირველად “შტეპსელს” ეცა და ინტერნეტი დაიჭირა.

ხშირად მსმენია, რომ მიუხედავად იდეალური მეგობრობისა და ბლა ბლა ერთად ცხოვრება არ გამოსდიოდათ. ჩვენ ეს შევძელით! მართალია 2 კვირით მაგრამ მაინც.

სანამ აქ ვიყავით, აღმოვაჩინე ანას მიდრეკილება ადამიანების და კალიების ხორცისკენ. საღამო არ გავიდოდა, რომ არ ეთქვა ზუტა შევწვათ და ვჭამოთო, ან კალიების სადილი მოვამზადოთო, ანდაც გიორგის კანჭი ავაჭრათ და ის დავღრნათო. სანამ აქ ვიყავით ქეითს ბევრი მიტოვებული სახლი და სასაფლაო ვანახე, თანაც ღამით. სამწუხაროდ რიტუალი ვერ ჩავატარეთ, დანა დაგვრჩა და თორნიკეც ვერ გავფატრეთ. ალუკარდმა დაწვა და კანის სამასჯერ გადაძრობაც კი მოახერხა ^^

არ მიყვარს გაცილებები და სენტიმენტები და ა.შ. სანამ ნიუ ფოსთის ფანჯარას გავხსნიდი თითქოს დალაგებული მქონდა თავში აზრები რა უნდა დამეწერა და ყველკაფერი მახსოვდა, ეხლა გახსნილი მაქვს და ვერაფერს ვეღარ ვიგონებ, პრინციპში ლამის ყოველდღე ვწერდი ჩვენს “თავგადასავლებს”.

რომ წავლენ მარტო ვრჩები. საბედნიეროდ წამოღებული მაქვს წიგნების დიდი მარაგი და თავს შევიქცევ მაგრამ მაინც საშინლად ვიქნები. თან წვიმებიც არ წყდება, მდინარეზე ვერ ჩავალ😐  აღარც ინტერნეტი მექნება პოსტებს ვერ დავწერ. წავედი თავს მაინც მოვიკლავ და ალგეთს გავაყოლებ ჩემს სხეულს და მერე იქნებ შაბათს ფართიზე გარიყოს ალგეთმა<3

5 thoughts on “დასრულდა ამბავი ესე

  1. anna

    რა იდიოტი ხარ :დ
    შემაცოდეთავი ამ წასვლის წინ, მაგრამ მაინც არ დავრჩები, არც მოდემს არ დაგიტოვებ და იყავი ასე! იქნებ მერე მაინც დამაფასო და შეეშვა ბეიბიებს @ :@

    Reply
  2. Zurriuss.Ge

    გამორეკე ეგ საძროხეთი, მანდედან. ხომ ხედავ, ხელს გიშლიან საშემოდგომოს ჩაბარებაში :დდ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s