ბოლო პოსტი

სიტუაცია ჩვენს ოთახში, საღამოს 11 საათი.

ქეთი: აუ თმა გავიშალო და გავისწორო თუ გავიშალო და ბოლოები დავიხვიო?
მარი: გაისწორე, დახვეული თმას ამოკლებს

თორნიკე: მარი მორჩი?
მარი: ა, უი, კი… (ჩემი დეიდაშვილი ჩვენს ოთახშია, 4 გოგოსთან ერთად და როცა გამოცვლა გვინდა თვალებს ვახუჭვინებთ და გვერდზე ოთახში გასვლა გვეზარება, თუმცა მარიამს ავიწყდება რომ უთხრას ვსო, გამოიხედე და ხშირად თორნიკე თვალდახუჭული მოთმინებითა თვისითა ელოდება).

 

ქეთი: აუ რა სტრანია მეჯვარეობა, რამე უნდა გავაკეთო? არ ვიცი რა უნდა გავაკეთო.
მარი: აუ არ ვიცი
ანა: სხვათაშორის ადრე მეჯვარეები მთელს ქორწილს ხელმძღვანელებოდნენ ხოლმე და ეხლა დიდი დიდი საჩუქარი იყიდო.
ქეთი: ეგ ხო, უკვე ვუყიდე, უფრო სწორედ დედაჩემმა უყიდა.
ქეთი: აუ ამ „ბრეტელებმა“ შემჭამა, ვაფშე ვინ მოიგონა, რა მეტიჩრობა იყო. გვეარა ლეღვის ფოთლით და ვყოფილიყავით.
თორნიკე: მოვა ეგ დროც.

ამ დროს ქეითი მაცხრება თავს და ცდილობს წაიკითხოს რას ვწერ და მიწუნებს ფლეილისტს, რომელიც რაღაც მანქანებით აღმოჩნდა ჩემს კომპიუტერში და აზრზე არ ვარ რა სიმღერებია. მერე ნახულობს ვორდის ამ ფაილს და მეუბნება რომ სულ გამოვყლევდი :დ ამ დროს ანა უხმობს და აკითხებს თავის პოსტს.

 

ტყუპები და ზუტა არიან აივანზე, ალბათ შემოცვივდნენ იმისთვის, რომ გვითხრან გოჩამ დაიძინა და ჩვენთან გამოდითო.

 ***************************************************************************************************************************

4-ის ნახევარია და ალბათ კიდევ დიდხანს ვისხდებოდით არჩილთან და გიორგისთან დედაჩემს, რომ არ დაერეკა სად ხართო. ბოლო ღამეა და შედარებით განსხვავებული გამოვიდა მაგრამ მაინც ბორინგ იყო. ხან ბოთლს ვატრიალებდით, ხან ჩმმს ვთამაშობდით და ხან თრუს ორ დეარს. მაგრამ რთულია ითამაშო თრუს ორ დეარ ხალხთან, რომლემბიც სათანადოდ გახსნილები არ არიან.

სახლში ვართ, ლოგინებში. გვერდზე ალუკარდი და ანნა ფეისბუქს ჩაკირკიტებენ და ველოდები როდის დამითმობენ ინტერნეტს, რომ ეს ყველაფერი ბლოგზე გადავიტანო.

 

6 thoughts on “ბოლო პოსტი

  1. კახი

    სათაური რა ცუდად ჟღერს :დ დაინტრიგებულმა ჩავიკითხე პოსტი, მოველოდი რაღაც მწვავე ინფორმაციას, რაიმე სერიოზულს მაგრამ მთლიანობაში მომეწონა ^^❤

    Reply
  2. Zurriuss.Ge

    მე უფრო დამკა, კარტი (არ ვიცი, მარა მაინც) და მსგავსი თამაშები მევასება, ვიდრე რომელიმეს პირადი ცხოვრების დეტალების გაგება. თუ უნდა, მაგის გარეშეც გეტყვის, თუ არ უნდა, იქაც ვერ ათქმევინებ :პ

    Reply
  3. An Na

    გული მაქვს მოკლული … სად დარჩა ჩემი გული ღმერთმა იცის…

    Reply
  4. გვირილა

    მოდღიურო ამბავია და კაია. ვაფშეტა, მომწონს დღიურის სტილი, დავიწყო უნდა წერა. კიდე, მიყვარს როცა თითქოს უმნიშვნელო დეტალებს ასახავენ, არადა რეალურად მნიშვნელოვანია, პროსტა არ ვიმჩნევთ რატომღაც.

    Reply
  5. anna

    ისე, ტყუპებს გავხსნით ^^
    რამდენიმე დღეში პროგრესი იყო უკვე :დ დამაცადეთ :>

    Reply
  6. ირმის ნახტომი

    “ჩემი დეიდაშვილი ჩვენს ოთახშია, 4 გოგოსთან ერთად და როცა გამოცვლა გვინდა თვალებს ვახუჭვინებთ და გვერდზე ოთახში გასვლა გვეზარება” – ჰაჰა, ზუსტად ჩვენთანაც ;დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s