სამმაგი წუწუნი და არც ერთი გამოსავალი

“რა საშინელებაა, ნეტავ აქედან როდის წავალ, ყელში ამოვიდა უკვე ყველაფერი. ზომბებში მეათე სლოტი ვიყიდე და თამაში მესამედ დავხურე!

როგორ მომბეზრდა ჰამაკში წოლაც, წიგნების კითხვა და მდინარეზე სიარულიც! მომავალ წლამდე არც წიგნებს გავეკარები და არც სოფელში გამოვყვები ჩემებს.

….ნეტავ ახლა თბილისში თუნდაც რამდენიმე საათით გადამახედა, ბავშვები მანახა და ისევ დამაბრუნა… ნუთუ ასეთი ძნელია?

ანა ახლა ქეთისთანაა , ერთობიან , ინტერნეტი აქვთ, გათენებამდე ჭორაობენ და მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემზე ასჯერ უკეთეს პონტში არიან, აქ კიდევ წესიერი ბიჭიც კი არავინაა რომ გავერთო, fuck!

იმ ფართიზე მაინც გავეშვი ჩემებს! ცოტას გავერთობოდი მაინც და ერთი დღით მოვშორდებოდი აქაურობას! რაც აცივდა, ნასკები და ჟაკეტი არ გამიხდია ფეხიდან, ესაა ზაფხული? სიგრილეს ვნატრობდი, სიცივეს კი არა!

მომაშორეთ აქედან!”

***

“წარმომიდგენია ახლა ნათია რა კარგადაა სოფელში. ძალიან მინდა მის ადგილზე ვიყო: სიცივეში, თბილ საბანში გახვეული დავიძინებდი და წვიმის ხმას მოვუსმენდი ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი წიგნით ხელში.

საღამოს, როცა ყველა დაიძინებდა, ჩუმად გავიპარებოდით გარეთ და ტყუპებს შემოვუსხდებოდით აივანზე. გამთენიისას დაბრუნებულებს მეორე დღისით შუადღემდე დაგვეძინებოდა და საუზმის ნაცვლად სადილს გეახლებოდით.

მდინარეც მომენატრა. ნაწვიმარი და ატალახებულიც კი. მწვადებს შეწვავდა ახლა იქ კაცი.. მერე რა რომ არ მიყვარს, მაინც სიამოვნებით შევჭამდი.

რამდენი ხანია ცხენიდან არ გადმოვვარდნილვარ.. არა, მაინც რა ყოჩაღად გადმოვვარდი, გენიოსი ვარ! ნეტავ ახლა ტყუპი ვის ასეირნებს?

წამიყვანეთ ვინმემ სოფელში!”

***

“ეჰ, ნეტავ ახლა დვალთაში ვიყო, ბოლოსდაბოლოს იმ მიტოვებულ საწყობს მოვინახულებდი.. მეზიზღება ამ დროს თბილისი, დეპრესიაში მაგდებს და ყველა დადებით ემოციებს მიქრობს! სოფელში რა მყუდროება იყო, ზუტას მაინც გააწვალებდა კაცი…

ნეტავ მიტოვებულ სახლებს წვიმა არაფერს დაუშავებს? მომავალ წლამდე იმედია გაძლებენ და არ ჩამოინგრევიან..

ჩემი წუწუნას სტატუსის დაბრუნება მომენატრა, ბოლოსდაბოლოს თბილისში მწარედ დაწვას და ორი კვირა ბუზღუნს ვერ მოვახერხებ.

ახლა ალბათ იქ წვიმს. ნეტავ ჰამაკში ჩამაწვინა და წვიმაში წიგნი წამაკითხა. წიგნი დასველდებოდა თორემ რა მაგარი იქნებოდა , ავვვ❤

ნათიას და-ძმა როგორ არიან ნეტავ ტროლი დის ხელში?

სოფელში რომელიმე მიტოვებული სახლის ყიდვა მინდაა!”

***

ასე ოცნებობენ ისინი , უფრო სწორად ასე ვოცნებობთ ჩვენ, მაგრამ არც ერთი არ ვართ იქ , სადაც ყოფნა გვინდა😀

 

5 thoughts on “სამმაგი წუწუნი და არც ერთი გამოსავალი

  1. Mari

    მოვითხოვ, სასწრაფოდ დამიბრუნონ ნათია!
    შენ კიდე, ნეტა არ დარბოდე აქეთ-იქით, “გიჟი ქალაქს მიდიოდაო…” ეგრეა შენი საქმე😀😀

    Reply
  2. გვირილა

    რა საყვარლები ხართ ^_^ ალუკარდის ოცნებები მომეწონა მე🙂
    მალე ჩახვალ კაცო თბილისში, მაგაზე ნუ დარდობ შენ, მერე უკან წამოსვლა არ ინატრო ოღონდ🙂

    Reply
  3. spamwriters

    სოფელში რომელიმე მიტოვებული სახლის ყიდვა მინდაა! << ეს მე ნამდვილად მინდა🙂

    გაუძელით ამხანაგებო🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s