როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, როდესაც ბენზინი არ გაქვთ?

როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ როდესაც მანქანაში ბენზინი გაგითავდათ და საჭესთან ნასვამი ზის? მხოლოდ დუმილის შენარჩუნება თუ შეგიძლიათ.

ჯერ კიდევ დილით ვწუწუნებდი თბილისში მინდა მეთქი და ბოლო 3 კვირის განმავლობაში პირველი საღამოა როდესაც ფეხზე წინდა არ მაცვია და ტანზე ჟაკეტი. თბილისში ვარ. მაგრამ თუ ჩამოვაღწევდი არ მეგონა.

ჩემი სოფელი არც თუ ისე შორს არის, 50+ კილომეტრია (სადღაც 60-მდე მგონი), 1სთ და 20 წთ სავალი გზა და ჩვენ მხოლოდ 5- ლიტრა ბენზინი გვისხია “ბაკში”. სხვა გზა არ არის, უნდა დავკმაყოფილდეთ და ვიმედოვნოთ, რომ პირველივე შემხვედრ სოფელში “ბენზინ-კალონკა” თუ არა ღვთისნიერი მაინც იქნება ვინც ბენზინს ყიდის.  “იმედი ბოლოს კვდებაო” იყო ჩვენი ამბავი.

სანამ სოფლიდან “ტრასამდე” გავაღწევდით საჭესთან მე ვიჯექი. სულ დამვიწყებია რა კარგი ყოფილა მანქანის მართვა, თუნდაც ნივის და თუნდაც იმ საშინელ გზაზე. მერე რა რომ მხოლოდ მესამეთი მოვზოზინებდი და შესაბამისად ბენზინსაც უფრო მეტს ვწვავდი, მთავარია წარმატებით ვმართე მანქანა და ცოცხლები ვართ.

მამაჩემი საოცარი სისწრაფით მიდიოდა, საოცრად მკვეთრ მოძრაობებს აკეთებდა და ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი რომ ნასვამი კაცი საჭესთან საშინელებაა. დაახლოებით 10 წუთში დავფარეთ ნახევარი საათის სავალი გზა და სოფელ ორბეთს მივაღწიეთ, ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა ბენზინი არავის ჰქონდა, არც გასაყიდი და არც გასათხოვებელ-გასაჩუქებელი. შემდეგი სოფელი პანტიანი იყო, ჩვენდა საუბედუროდ იქამდე მხოლოდ აღმართებია, მაგრამ მაინც შევუდექით “გოგოლგოთას” იმ იმედით, რომ იქ მაინც ვიშოვიდით 1 ლიტრა ბენზინს. შენც არ მომიკვდე😐 ბენზინი კი არა, გამარჯობა რომ გვითხრეს ლამის მადლობა გადავუხადეთ.

პანტიანს გავცდით და ბენზინიც გაგვითავდა. “ბაკი” იმდენად დაცარიელდა, რომ მანქანა არც კი იქოქებოდა. დასახლებას გამოვცდით, ბნელა და ჩვენს ბედათ მანქანაც კი არ დადის. ან დადიან მაგრამ ზრდილობიან უარს გვეუბნებიან 1 ლიტრა ბენზინზე, ზოგიც “უშლანგობას” იმეზეზებს. ღვთისნიერი ადამიანი ჯერ კიდევ არსებობს თურმე. შორი ახლოს ნივით ორი ზორბა კაცი დასუნსულებდა, მოვიდნენ დაგვხედეს, ამათვალიერ-ჩამათვალიერეს და ბუქსირით ჩაბმა ჩემოგვთავაზეს. რა თქმა უნდა დავთანხმდით.

წინ დიდი აღმართ-დაღმართი გველოდა. როგორც აღმოჩნდა ჩამქვრალზე “ტორმუზები” ძნელად, ან საერთოდ არ იჭერს. ზემოთ აღვნიშნე, რომ  ბენზინი ბოლო წვეთამდე გათავებულია და მანქანას ვერ ვქოქავთ. ტროსი საოცრად მოკლეა, მანქანა ჩვენგან ორ ნაბიჯზეა და დაღმართზე ძალიან იოლი შესაძლებელია დავეჯახოთ, რადგანაც მუხრუჭი არ იჭერს. გაგვიმართლა და შვებით ამოვისუნთეთ. წყნეთამდე მშვიდობით მივაღწიეთ, ჩავასხით ბენზინი და 20 წუთში სახლში ვიყავი.

რამდენიმე გულწრფელი რჩევა:

1. მანქანაში აუცილებლად გეგდოთ პატარა “შლანგი”, ბოთლი, და კიდევ უკეთესი იქნება თუ იმ ბოთლში ბენზინი იქნება და აუცილებლად ბუქსირი.  “შლანგი” დაგჭირდებათ ბენზინის “ამოსაკაჩავებლად” ვინმეს ბაკიდან, რათა მერე თქვენთან ჩაასხათ.
2. შეეცადოთ ბენზინი გაგითავდეთ დასახლებულ ადგილას და არა ყველაფრისგან მოწყვეტილ არემარეში.
3.  არ უნდა შეგცხვეთ გამლელი მანქანების გაჩერება და 1 ლიტრა ბენზინის თხოვნა. მერე რა რომ არ მოგცემენ. თქვენი ვალია გაუღიმოთ და მხოლოდ გულში შეაგინოთ.

კარგია თბილისში, ჩემს ოთახში და რაც მთავარია აბაზანააა გადასარევი❤

9 thoughts on “როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, როდესაც ბენზინი არ გაქვთ?

  1. Mari

    მე, როგორც თავზეხელარებული აქლემი, ავდგებოდი და ფეხით გავუდგებოდი გზას იქამდე, სანამ არ დავიღლებოდი და გმირულად არ დავეცემოდი. მაგრამ, სხვა შემთხვევაა, როხა საბურავი სკდება, მიწაზე კოჭებამდე თოვლი დევს და ფეხებს ვეღარ გრძნობ😀😀
    ხვალისთვის მევრი ბენზინი მოიმარაგეთ, თორემ ტრაქტორით ან ურმით მოგიწევთ გზის გაგრძელება😀😀

    Reply
  2. ლინა

    “მერე რა რომ არ მოგცემენ. თქვენი ვალია გაუღიმოთ და მხოლოდ გულში შეაგინოთ.” ჰა ჰა ჰა.მაგარია.ვიხალისე.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არ იყიდებოდა არსად:/ და გამლელი მანქანებიდან რა აზრი ჰქონდა, არაფერი არ გვონდა რითოტაც ამოვიღებდით ბენზის

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      აბა ისე კაცო მაგის თავი ვის აქვს :დ ჩვენი გაგვჭირვებია:დ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s