მოპარულს სხვა გემო აქვსო

მოპარულ სიმინდს სხვა გემო აქვსო – გამიგია და თქვენც გექნებათ ყური მოკრული ამ ფრაზისთვის.

ერთი შეხედვით და დიადი განმარტებით ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქურდია და სწორედ ამ დევიზს მიჰყვებოდა მამაჩემი, როდესაც ბავშვობაში მოპარული სიმინდის ჭამას გვიკრძალავდა, მოპარვაზე საუბარი აღარ არის. თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ბოლოს ხელი ჩაიქნია.

იმისათვის რომ სიმინდის მოპარვის იდეა გაჩნდეს საჭიროა:

ასე 10-ოდე ადამიანი, წრიულად მდგარი/მსხდომი, რომლებიც საუბრობენ რა თქმა უნდა დებილობებზე და ისეთ საკითხებზე, რომ „საუბრები ჭეშმარიტ ღმერთზე“ გაცილებით უპრიანი იქნებოდა.  ერთ-ერთი კრეტიული ახალგაზრდა რომელიც წამოაყენებს იდეას მოდი სიმინდები მოვიპაროთ. და რა თქმა უნდა სოფლის ბოლოში სიმინდის ყანები ❤

ასე იყო მაშინაც, ოღონდ 10-კი არა 9-ნი ვიყავით და ვმუსაიფობდით არაფერზე. ერთ-ერთმა ტყუპმა (მგონი) თავისთვის ჩაილაპარაკა სიმინდები მოვიპაროთო. დანარჩენებიც არ დაზარდნენ და ყველანი გაიკრიფნენ სიმინდის ყანაში. ტაროები ჯერ კარგად დამწიფებული (არ ვიცი სიმინდის ტაროზე როგორ ითქმის მწიფე ) არ იყო მაგრამ მაინც „გადავძოვეთ“ იქაურობა.

ტაროს გამოთავისუფლება ფუჩეჩისგან ^^

როგორ მოვიპაროთ სიმინდი:

იდეა გაჩნდა, ხალხიც დაუზარელია, ისღა დაგრჩენიათ სოფლის ბოლოში, ან იქ სადაც სიმინდი გეგულებათ, ფეხაკრეფით მიხვიდეთ და გზაში მხოლოდ საჭიროებისათვის აამოძრაოთ ენანი თქვენი.  როდესაც ყანაში გადახვალთ შეეცადეთ არ აანთოთ გამანათებელი საშუალებები, არც სიგარეტი. პატრონები შესაძლოა იქვე ცხოვრობდნენ, ან სულაც ყანაში ეძინოთ და კისტის თოფის სროლაზე არ დაგზარდებიან. ტაროები შეარჩიეთ დაკვირვებით. არ გჭირდებათ ჭერ კიდევ დაუმწიფებელი და უმარცვლო ტარონი, მაინც ვერაფერში გამოიყენებთ. მოიცადეთ 1 კვირა და ის ტაროც მზად იქნება მოსაპარად. არ იღოროთ და არ წამოიღოთ საჭიროზე მეტი, მაინც გადაყრა მოგიწევთ (ფაქტებია ბოლოს და ბოლოს). ყანიდან ფრთხილად გამოდით, არ დატოვოთ თქვენი რაიმე ნივთი.

ყველაზე პრობლემატური ცეცხლის დასანთები ადგილია. ამიტომ ვისარგებლე შემთხვევით, რომ სახლში მარტო ვიყავი და ცეცხლი ჩემს ეზოში დავანთეთ. შეშა საიდანღაც მოვაგროვეთ, ფიჩხის ნაწილი გამხმარი ხეებიდან ავიღეთ, ნაწილი ძირიდან, ნაწილი სახლებიდან და პატარა კოცონი დაინთო, რომლის გარშემოც ვისხედით და ვიჭვარტლებოდით.

საიდანღაც მოთრეული ხის გამხმარი ტოტის დამტვრევას ვცდილობ

ცეცხლი ჩაქრობის პირას იყო, ნაკვერჩხალი გაჩნდა და სიმინდიც დაიყარა. ყველა თავის ტაროს უვლიდა და ყველა თავისთვის ირჯებოდა. კაი გარჯა კი სჭირდება სიმინდის შეწვას 😐

ყველაფერი ჰეფი ენდით დასრულდა, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ღამით ბოლის სუნით აყროლებულმა დავიძინე და არანაირი საშუალება არ მქონდა წყალი გადამევლო. სამაგიეროდ წინ დიდი დილა მელოდა ❤

პ.ს არ დაგავიწყდეთ რომ ცეცხლს წყალი დაასხათ, თუ არ გინდათ რომ ყველაფერი გადაგეწვათ.

Advertisements

16 thoughts on “მოპარულს სხვა გემო აქვსო

  1. Mari

    ცოდვა გამხელილი ჯობიაო და მეც მომიპარავს სიმინდი, ოღონდ არ ვიცი სხვა გემო ჰქონდა თუ არა 😀 ერთხელ, გურიაში, ბავშვები გადავიპარეთ ყანაში, სიმინდი გვინდოდა და ჩვენი ჯერ არ იყო კარგან მოსული, ჰოდა მეზობლის ყანაში გადავძვერით და იქიდან მოვტეხეთ რამდენიმე ტარო. ოღონდ, შეწვა არ ვიცოდით და აგიზგიზებულ კოცონში დაგვეწვა სულ 😀 😀
    კარგი პოსტი იყო :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვაიმე საბრალო სიმინდის ტაროები :ს ნაკვერჩხალზე უნდა დაყარო და მერე ადგე ტავზე და უნიაო და აბრუნო ხოლმე ^^

      Reply
      1. Mari

        ჰო, მაგრამ 8 წლის რომ ხარ, ცოტა ძნელია მაგდენის მოფიქრება 😀 😀

  2. Mallorie

    ბავშვობაში სულ სიმინდებზე დავძვრებოდით ხოლმე..
    ამ წელსაც ორჯერ ვიყავით..
    ისეთი გემრიელი იყო…
    მოპარულ სიმინდს მართლა სხვა გემო აქვს.. ^^

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჩემთან გემრიელი არ იყო, იმიტომ რომ მარცვალი არ ჰქონდა და როგორც ვთქვი მწიფე არ იყო :დ

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      მიყვარს სიმინდი ცეცხლზე მაგრამ ამჯერად არ გაგვიმართლა :ს გემრიელი არ იყო :ს

      Reply
  3. Chiamaria

    სიმინდი :შ როგორ მომინდა, ამ პოსტმა მომანდომა ძალიან.. მოპარული და შემწვარი სიმინდი… მინდორში დანთებული ცეცხლი, სახლიდან ხელსახოცით წაღებული მარილი და ტელეფონის ფლეილისტს აყოლილი სიმღერები…
    წამიყვანეთ სოფელში ვინმემ..

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დღეს ჩამოვედი და ასე 1 კვირაში ისევ წავიდოდი სიამოვნებით ^^

      Reply
  4. ადო

    ლოოლ, შარშან წინ ერთ-ერთ სოფელში ასე სიმინდის ქურდობისთვის ლამის დაგვაკავეს 😐

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო ნუ ქურდობა ქურდობაა. ჩვენთან კი არ გიჩივლებენ მაგრამ თუ წაგასწრეს კისტის თოფს გესვრიან ^^

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s