დილა წარსულიდან

კარზე საშინელი ბრახუნია, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… ვფხიზლდები და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ კარი არ უნდა ჩავკეტო და დაე შემოვიდეს ყველა ვისაც უნდა. ფეხშველა და ნახევრად შიშველი მივიწევ კარისკენ და გულში მწარედ ვაგინებ ვინც არ უნდა იყოს.

– გეძინა?

– კი

– კაი მერე მოვალ

– უკვე გავიღვიძე, გულშიც გაგინე ჩემი გაღვიძებისთვის და შეგიძლია შემოხვიდე.

– მარტო ხარ?

– კი.

ამ დროს ლოგინისკენ მივემართები ისევ და სულ არ მაინტერესებს შემოვიდა თუ არა. თუმცა დარწმუნებული ვარ უკან მომყვება და ვერ ბედავს რამის თქმას. იცის,  როცა მაღვიძებენ საშინლად ავი ვხდები. ისევ ლოგინში ვძვრები, თბილია, არ გაციებულა და ლამისაა ჩამეძინოს.ბალიშის ქვეშიდან ტელეფონს ვიღებ, ეკრანს დავხედე და 7 ზარი დამხვდა, მისგან, ვინც ახლა ფრთხილი ნაბიჯით მოიპარება ჩემს ოთახში. 7-ჩემი ბედნიერი რიცხვია.  საწოლის მოპირდაპირე მდგომ დივანზე ჯდება და მიყურებს. ვგრძნობ მზერას, მაგრამ არ მინდა ვაგრძობინო, არ ვიმჩნევ და თვალები დახუჭული მაქვს. ცოტაც და დამეძინება, მაგრამ ფეხზე დგება და წასვლას აპირებს. არ მინდა რომ წავიდეს და ვეუბნები რომ გვერდზე მომიწვეს და ჩემთან ერთად დაიძინოს.

გვერდზე მიწვება, იმის მაგივრად რომ დაიძინოს საუბარს მიწყებს. არ მინდა ლაპარაკი, არ ვუსმენ, მხოლოდ ჩახუტება და ჩუმად ყოფნა მინდა. მინდა ვიგრძნო რომ ისევ მე მეკუთვნის და რომ არაფერი შეცვლილა 4 წლის განმავლობაში.ვითომ არც ყოფილა ეს 4 წელი. სიტყვები ბუნდოვნად მესმის: “სიყვარული”, “მეგობრობა”, “წყენა”, “ტკივილი”, “ცრემლი”… შინაარს ვერ ვწვდები და თავს ბალიშიდან ვწევ. ზურგზე წევს, თვალები ჭერისკენ აქვს მიპყრობილი, სიგარეტს ეწევა, ღრმად დაარტყა ნაფაზი და ბოლო სიტყვებს მეუბნება: “აღარასოდეს ვიქნებით ისე როგორც მაშინ, აღარასოდეს შემიყვარდები ისე როგორ მაშინ”.

 

 

-ვიცი

-და მაინც მოელი ჩემგან რამეს?

-არა

-აბა რატომ შემომიშვი სახლში?

-მომენატრე, – და ვკოცნი.

აზრზე რომ მოვედი ის ფეხზე იცვამდა და კარისკენ მიდიოდა.

-ნახვამდის. – დავადევნე სიტყვები

-მშვიდობით, – მიპასუხა და იმის მერე აღარ მინახავს.

….

ვიცი გავა დრო და ისევ ვნახავ, ისევ ვეტყვი რომ მომენატრა, რომ ძველი დრო მინდა დაბრუნდეს, რომ ნაწყენი ვარ იმიტომ რომ არ დამიჯერა და ისევ მეტყვის რომ არაფერი გამოვა და ისევ დამემშვიდობება.

9 thoughts on “დილა წარსულიდან

  1. Jessie

    ეჰ..რა სევდიანია.. იცი ..მეც მქონდა ამსთი სიტუაცია..ნუ თითქმის მასეთი :(( დრო თითქოს კურნავს ან გავიწყებინებსო..არანაირად.. გავიწყებინებს იმ მომენატამდე სანამ ნახავ და რო ნახავ ისევ გახსენდება ყველაფერი თვიდან😦

    Reply
    1. Mari

      დრო არ არის ის, რაც გავიწყებს, თორემ დაუვიწყებელი არაფერია😛

      Reply
  2. nancygaladriel

    “გვერდზე მიწვება, იმის მაგივრად რომ დაიძინოს საუბარს მიწყებს. არ მინდა ლაპარაკი, არ ვუსმენ, მხოლოდ ჩახუტება და ჩუმად ყოფნა მინდა.” ზუსტად.ნაცნობი სიიტუაციაანამდვილად.ზედმეტი სიყვარულის და რომანტიკის ბრალია ბგონებ(ჩემსშემთხვევაში).მომეწონა,მარტო მე არ მაწუხებს ეგ ანუ ^^

    Reply
  3. rockermeloman

    ეს კარგი იყო, ნაღვლიანი და სევდიანი არ ჩანს ჩემთვის, ცუდი მით უმეტეს, ეს ცხოვრებაა, რა ვიცი, მგონი ასეთი ურთიერთობებიც აუცილებელია ცხოვრება რომ შედგეს

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s