აწ უკვე სტუდენტებს!

აწ უკვე სტუდენტების და ჯერ კიდევ 3 დღის წინანდელი აბიტურიენტების აჟიოტაჟზე ჩემი თავი მახსენდება შარშანდელი.

საბედნიეროდ მშვიდად შევხვდი ჩემს გასტუდენტებას, მშვიდად მოვიძიე ინფორმაცია უნივერსიტეტზე, რომელიც არ აღმოჩნდა ინტერნეტში, მივედი რეგისტრაციაზე მარტო (!) და დავიწყე სწავლა ყოველგვარი დახმარებების გარეშე და თქვენც მაგას გირჩევთ! თანაც მე ეს ყველაფერი 2-ჯერ გავიარე. პირველად თავართქილაძეში სადაც ყველაფერი მზამზარეული დამხვდა და მეორედ ჯავახიშვილში, სადაც ყველაფერი ჩემი გადასაწყვეტ-მოსაგვარებელი იყო.

მოკლედ, ჩემს გარშემო ძალიან ბევრი აბიტურიენტია რომლებიც დღეში ალბათ 10-15 კითხვას სვამენ მხოლოდ იმის შესახებ თუ სად/როდის/როგორ/რანაირად/რატომ უნდა მივიდნენ რეგისტრაციისთვის, აინტერესებთ როდის იწყება სწავლა, ვერ გაუგიათ რა არის კრედიტი და რისთვისაა საჭირო და თავიანთი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას სხვების დახმარებით ცდილობენ. ბულშით! არ გამოადგებათ.

როდემდე უნდა იყოთ სხვებზე ჩამოკიდებულები? როდემდე უნდა მიგყვებოდეთ თქვენი უფროსი და, მეგობარი, ახლობელი და უკიდურეს შემთხვევაში დედა, მამა, ბებია და სანათესაო რეგისტაციაზე გასავლელად და ხელშეკრულების გასაფორმებლად?

ყველაფერი ძალიან ძალიან მარტივია. თქვენ უკვე სტუდენტი ხართ და მოხვდით რომელიღაცა უნივერსიტეტში. პირველ რიგში რასაც აკეთებთ ეს არის ამ უნივერსიტეტზე ყველანაირი ინფოს მოძებნა (აუცილებელი არაა დაარსების ისტორია გაიზუთხოთ). შემდეგ ცდილობთ გაარკვიოთ როდის იწყება რეგისტრაცია და რა გჭირდებათ რეგისტრაციისთვის, როდის ფორმდება ხელშეკრულება და სხვადასხვა ადმინისტრაციულ წვრილმანებს, რომელშიც წესით დაგეხმარებათ უნივერსიტეტის საიტი, თუკი საიტზე ვერაფერს იპოვით ფორუმები, გუგლი, მოკლედ, სადღაც რაღაც აუცილებლად იქნება. ბოლო-ბოლო ფბ-ზე სტატუსი დაწერეთ ამა და ამა უნიში ვინ ხართ-თქო და ვინმე გამოგეხმაურებათ და დაგაკვალიანებთ.

რეგისტაციის და ხელშეკრულების დადების შემდეგ გაიგეთ როდის იწყება სწავლა. საგნების არჩევა რთული არ არის. მთავარია იცოდეთ რა გჭირდებათ. გქონდეთ კარგი უნარი ცხრილის დაგეგმვისა და everything will be ok. ინტერნეტში ყველაფერია, აბსულუტურად ყველაფერი. რომელია სავალდებულო, კრედიტების რაოდენობა, მისამართები, აუდიტორიების განლაგება.

საკუთარი თავის რწმენა როდემდე არ უნდა გქონდეთ? როდემდე უნდა გეშინოდეთ თქვენით მიიღოთ გადაწყვეტილება და პასუხიც თქვენვე აგოთ? როდემდე იქნებით სხვაზე ჩამოკიდებულები? დიდები ხართ უკვე, სტუდენტები და სრულწლოვანი ადამიანები.

ამ ყველაფრის გასაკეთებლად არ გჭირდებათ დედა, მამა, ბებია, ბაბუა, მეგობარი, და-ძმა. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და იყავით დამოუკიდებლები.

უკვე სრულწლოვნები ხართ და დროა ისწავლოთ დამოუკიდებლად აზოვნება და გადაწყვეტილებების მიღება. ნუ შეგეშინდებათ შედეგის.

13 thoughts on “აწ უკვე სტუდენტებს!

  1. cuga93

    გეთანხმები, უკვე კარგა ხანია დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებებს და კარგადაც გამომდის. რეგისტრაციაზეც მარტო ვაპირებ წასვლას, მიუხედავად იმისა რომ თბილისი ცუდად ვიცი… მირჩევნია დავიკარგო და გზა ჩემით გავიგნო🙂 წარმატებებს გისურვებთ პირველკურსელებო🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არ დაიკარგები ^^ თუ დაკვირვებით და ყურადღებით იქნები ქუჩებში

      Reply
  2. გაგა

    ” სრულწლოვანი ადამიანები.”-ამაში არ გეთანხმები.17 წლის ვარ🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მაშინ მალე იქნები :დ ან მაშინ პრეტენზია აღარ გქონდეს იმაზე რომ დამოუკლიდებელი ხარ :დ

      Reply
  3. გაგა

    ხო,თბილისი ცუდად კი არა,საერთოდ არ ვიცი🙂 ამიტო,პირველად მირჩევნია ვინმე მიმყვეს🙂 ერთხელ სარაჯისშვილის მაგივრად,მარჯანიშვილზე მივედი🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ერთია როცა ადგილი არ იცი და ვერ მიგნების გამო მიგყვება ვინმე და მეორეა როდესაც უბრალოდ მარტო მისვლის ტრაკი არ გაქვს და მაგიტომ მიგყავს ვიღაც. აი მეორე ვარიანტი უკვე მარაზმია, და სრული დამოკიდებულება ვიღაცაზე.

      Reply
  4. teennewson

    როცა სტუდენტი ხარ უკვე ნიშნავს, რომ დამოუკიდებლად უნდა ისწავლო ცხოვრება, თუ ისევ დედიკოს კალთას მიეკერები ვერაფერსაც ვერ მიაღწევ…. მშვენიერი პოსტი იყო აწ უკვე სტუდენტებისთვის….

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, იმიტომ რომ თუ საძირკველს დედიკო ჩაგიყრის, კედელს შენ ვერ ააშენებ

      Reply
  5. Mari

    ასეთი პოსტი უნდა დავწერო სპეციალურად მომავალი მაღლიველებისათვის. ის კიდევ გვაქვს რაღაც შინაური თავისებურებები😀😀

    Reply
  6. Pingback: უნივერსიტეტის პირველ დღემდე | გრაფინიას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s