Monthly Archives: September 2011

Protected: მე

This content is password protected. To view it please enter your password below:

ღამით, მატარებელში

წლებია მატარებლით აღარ მიმგზავნრია, მითუმეტეს კი ღამის მატარებლით. სწორედ ამიტომ, როდესაც აღმოჩნდა, რომ დღის მატარებელი მოუხსნიათ და “იძულებულები” გავხდით ღამის მატარებლით გვემგზავრა უცბად თვალები გამინათთდა და ბედნიერება ვიგრძენი.

სანამ ე.წ ვაგზალზე წავიდოდით ბათუმს ვათვალიერებდით, აღელვებულ ზღვას გადავხედეთ, ფოტოები გადავიღეთ, დათოს და ბათუმს დავემშვიდობეთ და წავედით.

უკანასკნელი ფოტო ბათუმში, ამ წელს

მატარებელი სადგურში 15 წუთში ჩამოდგა, ჩვენც ავბარგდით და ჰოი საოცრებავ, ჩვენი კუპე ლამის tუალეტის გვერდზეა. სამნი ვიყავით, მე ანა და გაბო და სულის კაწკაწით ველოდებოდით ვინ იქნებოდა მეოთხე. მატარებელი ისე დაიძრა არ გამოჩენილა და აი გავიფიქრე უკვე, რომ მთელი კუპე ჩვენს განკარგულებაშია-მეთქი, რომ კარი შემოაღო. მგონი აქ ვარო, ჩანთა შეაგდო ზევით და გავიდა. ჰო, ერთი შეხედვით არაუშავდა… სამაგიეროდ კუპე იყო ძალიან კარგი, რბილი სავარძელებით და უკვდავი ქართული ესტრადით.

მე და გაბო

ლუდი და სასუსნავი მომარაგებული გვქონდა, შესაბამისად პირველი 1-2 საათის გაყვანა არ გაგვჭირვებია, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ 1-მა ბოთლმა ექსტრამ მე და ანა შეგვათრო. დაახლოებით ამ დროს ატყდა შიშველი “რომაელების” ვაგონიდან ვაგონში სიარული და რქიანი კუების მოძებნა. რა მოწიეს ან დალიეს ნამდვილად არ ვიცი.

ის, ის იყო მოწყენას ვაპირებდი,თან პმ-ზეც აღარ მპასუხობდნენ, რომ უნო გაგვახსენდა. ჩვენი მეოთხე ადამიანიც დაუბრუნდა კუპეს, არ დამეზარა, ავუსხენი წესები და დავიწყეთ. მეგობრები შემოჰყვნენ და “ვა უნოო”, გაიკვირვეს, და კიდევ უფრო ჩვენ გავიკვირვეთ “ვა იცით?”. იცოდნენ! პირველი შემთხვევა ამდენი ხნის განმავლობაში, რომ უნოს თამაში არაბლოგერმა იცოდა. აღმოჩნდა, რომ რაგბის მოთამაშეები ყოფილან და წაგებული თამაშის შემდეგ თბილისში ბრუნდებოდნენ. რა ცუდია როდესაც ახალბედა გამწარებს უნოში! 2 კარტს 2 კარტზე მაღებინებდა, სხვლას სვლაზე მატოვინებდა… და ამ ყველაფრის შემდეგ ცდილობდა კარგი ურთიერთობა ჰქონოდა ჩემთან,თამაშის შემდეგ ხელი ხელზე მოეკიდა და მოსაწევადაც კი ერთად გავსულიყავით : )

….

მისი სახელიც არ მახსოვს, ალბათ გიორგი, ყველას გიორგი ერქვა, მთელ გუნდს მგონი!

მიყვარს ექსტრემალურ სიტუაციებში ახალი ნაცნობები, რომლებსაც მეორე დღეს ვერსად გადააწყდები ^_^

 

 

პ.ს კიდევ სიამოვნებით ვიმგზავრებდი ღამის მატარებლით, ოღონდ ამჯერად სულ სხვა სიტუაციაში. მთელი კუპე მხოლოდ ორს რომ გეკუთვნით…

ნათია

ეს ჩემი რიგით მესამე გესტ პოსტია . რიგით მეორე კი ნათიას ბლოგზე.

თემა?

რომ არა სექტემბერი, რომ არა ბათუმი , შესაძლოა დამეწერა გესტ პოსტი ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე, თმის მოვლასა და ა.შ, მაგრამ ახლა სექტემბერია, მე და ნათია ბათუმში ვართ და ფაქტიურად ჩვენი ურთიერთობის წლისთავს აღვნიშნავთ. შესაბამისად, ჩემი პოსტიც ჩვენს ამბავს ეხება.

ჰო, მე მეგობრებისადმი უცნაური დამოკიდებულება მაქვს. გარკვეული დროის შემდეგ ყველა მათგანი ყელში ამომდის და თავს მაბეზრებს. ჩემი ბრალი არაა მეგობრებო, უბრალოდ საბოლოოდ ინტერესთა სხვადასხვაობა იჩენს ხოლმე თავს და ჩვენი მეგობრობაც მთავრდება ხოლმე, მარტივად რომ ვთქვათ, ვიკიდებ და ვემშვიდობები, ამიტომაც არ მყავს ბავშვობის, სკოლის, უნივერსიტეტის მეგობრები.

როგორ მოხდა ყველაფერი? ამის მოყოლას არ დავიწყებ, შეგიძლიათ აქ ნახოთ, უბრალოდ ჩვენს მეგობრობასთან ჩემს დამოკიდებულებაზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას.

სულ რაღაც ერთი წელი გავიდა და რაღაცებს ვიხსენებ ხოლმე, რაც ერთად გადაგვხვდენია თავს. განსაკუთრებით მე მემართებოდა ათასი უბედურება და უცნაური ამბავი. საერთოდ, როცა გასაჭირში ვვარდები და არ ვიცი რა ვქნა, დასახმარებლად არავის არ მივმართავ, არც ერთ მეგობარს. არ მინდა ხოლმე იმედი გამიცრუვდეს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდე ხოლმე, რომ მეგობრები მხოლოდ მხიარულებასა და გართობის დროს არსებობენ ჩემთვის. ნათიას შემთხვევაში პირიქით აღმოჩნდა: არც მისთვის მითხოვია გვერდში დგომა და დარდის გაზიარება. საჭირო არც იყო. ყოველთვის ერთად ვიყავით, ყოველთვის. ვერც კი ვიხსენებ რამე დამჭირვებოდეს და ნათია ჩემთან არ ყოფილიყოს. არ მახსოვს რამე კარგი მომხდარიყოს და ნათია ჩემთან არ ყოფილიყოს.

ბათუმში

დედაჩემს არაფერს ვუყვები თითქმის ჩვენს მეგობრობაზე, თუ თვითონ არ მისვამს შეკითხვებს.

“ანა ვის წერ?” მეკითხება ხოლმე, როცა გაღიმებულს დამინახავს ლეპტოპთან ან მობილურით ხელში.

“ნათიას” – ვეუბნები მე.

“შენი მეგობრებიდან ყველაზე ახლოს ნათიასთან ხარ არა? არასდროს გითქვამს მასზე რამე ცუდი, საყვედურის მსგავსიც კი” – დასძენს.

მერე ვიხსენებ ხოლმე, რას დაუწყვეტია გული ჩვენი მეგობრობის განმავლობაში და ნერვები მეშლება, არც კი  გვიკამათია, არათუ გვიჩხუბია 🙂 რისიც ყველაზე მეშინოდა, ანუ ერთად დიდი ხნის მანძილზე ცხოვრების, წელს, ზაფხულზე სოფელში მშვენივრად გავართვით თავი ქეთისთან ერთად. მართალია ეს დიდი ხანი სულ რაღაც ორი კვირა გაგრძელდა, მაგრამ ამ ორი კვირის მანძილზეც კი ყველაფერი იდეალურად იყო.

თვეებს ვითვლი ხოლმე რომ რაც შეიძლება მეტი გასახსენებელი გვქონდეს. მალე ვიცი წლებს დავითვლი ^^

ვრცელი პოსტების წერას ვერ ვიტან და ესეც სასწრაფოდ უნდა დავამთავრო, თორემ ვგრძნობ, როგორ ემსგავსება ჩემი ნაწერი მეგობრობის დღიურებში გაკეთებულ ჩანაწერებს , ჩემი ხისტი ბუნება კი მეუბნება რომ სასწრაფოდ უნდა შევწყვიტო წერა , მეც რა გაეწყობა, დავემორჩილები, ისღა დამრჩენია ყველას ვუსურვო ჩემნაირი მეგობარი ყავდეს 🙂

ბათუმიდან

ყოველთვის ვამბობდი ბათუმი არ მიყვარს და იქ ვერ დავისვენებ-მეთქი, მაგრამ თუ გული გულობს ქადა ორი ხელით იჭმევა და დილის ექს საათზეც მშვენივრად გაიღვიძებ ბათუმში წასასვლელად.

ბიაფზე ვერ წავედი თავის დროზე, ფული არ მქონდა. სამაგიეროდ იმ ერთ კვირაში მოვახერხე და 3 დღისთვის საჭირო ფულის დაგროვება შევძელი და ეხლა ამ პოსტსაც იქიდან ვწერ.

22-ში დილის 7-საათზე დიდუბის ავტოსადგურიდან გამოვედი და 2 საათზე ბათუმში ვიყავი, აი 3-ის 5 წუთზე კი ზღვაში ვნებივრობდი. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ნეტავ სადმე ზღვის პირეთში რომ ვცხოვრებდე მაშინაც ასე ძალიან მეყვარებოდა ზღვა-მეთქი? მაგრამ ალბათ მეყვარებოდა, მე ხომ წყალში თავს ისე ვგრძობ როგორც თევზი. ბანალური შედარებაა, მაგრამ ფაქტია.

სანამ წამოვიდოდი amindi.ge-ს თვალი შევავლე და გულის გასახეთქად მხოლოდ წვიმა დამხვდა. სამაგიეროდ იქ ანნა მელოდებოდა და წვიმაც დავიკიდე და სიმწრით შეგროვებული ფულიც და მაინც წავედი.

press cafe-ში ორიოდე წუთის წინ

იცით რა მომენტი მაქვს, ბედნიერებისთვის რომ ყველაფერი გაქვს, მაგრამ არა ყველა 🙂

ზღვა +
ველოსიპედით ზღვის ნაპირზე სეირნობა +
კარგი ამინდი +
ანნა +
ცოტა ხალხი სანაპიროზე +
თბილი წყალი +
ნარუჯი +

მაგრამ როგორც ვთქვი აქ ის ხალხი არ არის ვინც მინდა რომ იყოს.

ბლოგი ჩვენი არსობისა

თავდაპირველად იყო ბლოგი.  ყველას არ ქონდა ეს ბლოგი და ბლოგი იგი იყო პირადი. რატომ გაჩნდა სოც.მედიის არსებობა საჭირო? გიო ამბობს, რომ მასმედიამ მოკლა ადამიანი და დატოვა ფაქტი. სწორედ აქედან.  ჩვენ ვიხედებით ერთმანეთის ე.წ. ცხოვრებაში ცენტრიდან, ვიღიმებით, ხელს ვაქნევთ, ნერწყვს ვყლაპავთ. ქართული ბლოგოსფერო რა თქმა უნდა პირადია, (მისი ონლაინ დღიურობაც მოგვეხსენება) ისიცაა რომ ამ სფეროს ექზისტენციალიზმს ვერ დასწამებ.  პოსტის თემის მიუხედავად ალბათ ამ პირობებშიც შეიძლება სათქმელის ისე კონტექსტუალიზება, რომ მე, რიგითი ვიგინდარა შენს თავს გადახდენილი ამბით დამაინტერესო. კონტექსტუალიზება ისე, რომ ვთქვათ საჭმლის ჭამა, ჭამაზე მეტი იყოს და მოფსმა იყოს ისე ტკბილი, როგორც ორგაზმი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს “პოსტი” საკამათოა,   მიუხედავად იმისა, რომ ეს “პოსტი” არ შეიცავს სურვილს ვინმესთან პოლემიკაში შესვლის, შენ დაკომენტარების გარდა ერთად ერთი რამ დაგრჩენია, გადმოხვიდე ჩემთან და ბლოგის შესახებ  წაიკითხო.