რას ვერ/არ ვაკეთებ

ალბათ ბევრ რამეს.

მაგალითად იმას რომ ენას კბილი უნდა დავაჭირო. არა, ჭორიკნობას და ამბის მიტან-მოტანას არ ვგულისხმობ. უბრალოდ როცა ვხედავ რომ ვიღაცას ლურჯი თმა არ უხდება მივდივარ და ვეუბნები რომ არ გიხდება, სამაგიეროდ მას სწყინს. ვიღაცა რომ შეცდომას უშვებს მივდივარ და ვეუბნები რომ არასწორია, და მას რა თქმა უნდა სწყინს. როცა რაღაც არ მომწონს ხმამაღლა ვამბობ, ვაკრიტიკებ და ადრესატსს წყინს. ალბათ იმის ბრალია, რომ ზედმეტად პირდაპირი ვარ და ამის გამო N-რაოდენობით ჩხუბი და დავიდარაბა გადამიტანია. მაგრამ მაინც ვერ დავაჭერ ენას კბილს. გვიან ვხვდები, რომ ჩემი ცხვირი სხვის საქმეშია ხოლმე.

ჯერ კიდევ ვერ ვუმკლავდები მამაჩემის აკრძალვებს. დროებითია რა თქმა უნდა. სამსახური მინდა, საკუთარი ფულით და საკუთარი ხარჯებით გაცილებით იოლია ცხოვრება, გაცილებით ადვილად შევეწინააღმდეგები მამაჩემს და გაცილებით კომფორტულად ვიცხოვრებ.

ვერასდროს ვამბობ უარს შოკოლადზე,ნაყინზე, Fისტაშკაზე, ახალ თხილზე და ახალ კაკალზე, მეგობრების ნახვაზე და ელვისში წასვლაზე.
ვერასდროს ვკმაყოფილდები ზღვით და ზოგადად წყლით. თუნდაც აუზი იყოს.
ვერ ვიძინებ შიშველი, ქვედასაცვალი მაინც უნდა მეცვას.
ვერ/არ ვამბობ უარს კოცნაზე.
ვერ ვქსოვ/ვქარგავ/ვკერავ. არა და ქარგვაც ვიცი ქსოვაც. უბრალოდ მეზარება😐

ვერ ვხატავ, ვერ ვმღერი და ვერ ვცეკვავ. ხანდახან, კი არა ყოველთვის ვოცნებობ იმაზე რომ ან ხმა, ან სმენა მაინც მქონოდა.
ვერ ვივიწყებ ადამიანებს რომლებიც ჩემს ცხოვრებაში იყვნენ. ბაღის მეგობრები არ ითვლება. მაგრამ, “დაჟე”  ბაღიდანაც  მახსოვს ერთი ბიჭი ^^
ვერ ვთამაშობ ისეთ თამაშებს რასაც ფანტაზია სჭირდება, იმიტომ რომ არ მაქვს.

მეტს ვერ ვიხსნებ:/

ჰოდა, ვინაიდან ეს ტეგ-თამაშია ვთაგავ ადოს

26 thoughts on “რას ვერ/არ ვაკეთებ

  1. shoka♥

    pirvelze getyvi. dzalian kargi chveva gaqvs, shennairi adamianebi aucilebelic ki aris am qveynistvis, magram mtavaria rogor etyvi raimes, tu zedmetad damamcireblad da damcinavad etyvi gechxubebian aba ras izaven😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მართალი ხარ ჰო :დ ტაქტს გააჩნია :დ მაგრამ ტაქტიც იდეაში ნორმალური მაქვს ხოლმე :დ ჩვეულებრივი ტონით ვეუბნები რასაც ვფიქრობ :დ

      Reply
  2. Mari

    ჰოო.. დასაწყისი მეცნო. მეც ეგრე ვარ. თუ ვინმეს ვარცხნილობა არ მომეწონა, პირდაპირ მივალ და ვეტყვი, რა იყო, სოკოს პაროდიას აკეთებ-მეთქი?😀 ნუ, მთლად სენსავიტად არ მიყვარს წიხლის დაჭერა.
    ჰო… დანარჩენზე რა გითხრა.. რაც მინდა, ყველაფერი მეხერხება, მაგრამ რას არ გავაკეთებდი, მაგეების ჩამოთვლა რომ დავიწყო, ეს ბლოგი არ ეყოფა მგონი😀😀

    Reply
  3. spamwriters

    :)) მე “არას” თქმა მიჭირს. სხვებისთვის კი არ, საკუთარი თავისთვის🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აუ ეგეც ჰო :დ “არას” თქმა ყველაზე რთულია :დ საკუთარი თავისთვის თორე სხვას ეტყვი ადვილად :დ

      Reply
  4. Agasfer

    ხოდა.. ძილს რაც შეეხება… საშინელი დისკომფორტი მაქვს, როცა საცვლებით ვიძინებ :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვიცოდი რომ მოიფიქრებდი და გაიხდიდი❤ დედას ნიჭიერაააააა ^_^

      Reply
  5. Mr. Nomad

    “ვერ/არ ვამბობ უარს კოცნაზე.” – აბა იმ დღეს სად გაიქეცი? :დ

    Reply
      1. siyvarulovna Post author

        აწი როცა დააპირებთ მითხარით თორე ჩემით ვერ ვხვდები ხოლმე :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s