როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება

უნდა დამეწერა დიდი ტუტორიალი იმის შესახებ რომ დაფინანსების მოსაპოვებლად საჭიროა …. და ეჭვი არ მეპარება რომ არაჩვეულებრივად იცით როგორც გავაგრძელებდი, მაგრამ….

აბიტურიენტობა არც ისეთი მძიმე აღმოჩნდა როგორც წარმომდგინა. ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო უნივერსიტეტების არჩევა იყო, თანაც შეზღუდული ვიყავი, დედამ გამაფრთხილა მხოლოდ ის უნივერსიტეტები ჩაწერე სადაც გადასახადი 3000 ლარამდეაო. პირველი ჯავახიშვილი ჩავწერე, მეორე თავართქილაძე და მერე გავიჭედე. ყველა კარგი უნივერსიტეტი ძვირი იყო, თუმცა რახან საკუთარი თავის იმედი და რწმენა, რომ პირველში ან მეორეში მოვხვდებოდი, დანარჩენ ხუთზე ბევრი არ მიფიქრია.

მეორე კურსზე ვარ უკვე და ვსწავლობ იქ სადაც მინდოდა, და დაფინანსებაც მაქვს 50% თუმცა, ეხლა, როცა ჩემი და აბარებს და მის ფაკულტეტზე მხოლოდ 100%-იანი დაფინანსებაა და იმედი ნაკლებად რომ მოიპოვებს, ცოტა რთულდება ყველაფერი. ფაქტიურად დედაჩემს მოუწევს წელიწადში 1125+2250=3375 ლარი გადაიხადოს. ამას + გზის, ქსეროქსების, წიგნების, კვების და ა.შ გადასახადი, რომელიც წლის ბოლოს ბევრ ათასს აღწევს. საშუალო სტატისტიკური მოქალაქისთვის, რომელსაც ასევე საშუალო სტატისტიკური ხელფასი აქვს, რთულია იხადოს წლიურად ბევრი ათასო. ჰო, დამავიწყდა, ძმაც მყავს რომელიც ემზადება ინგლისურში, რუსულში და დადის სკოლაში რა თქმა უნდა.

ხშირად მსმენია, რომ  კონკურსი სადაც ხმის მიცემა ან ლაიქია საჭირო მარაზმია, მაგრამ თუკი ეს ეხება სწავლის დაფინანსებას why not? ცდა ბედის მონახევრიაო ხომ გაგიგიათ? საქართველოს ბანკის ინიციატივით, სტუდენტებს გეძლევათ საშუალება გადაიღოთ 1 წუთიანი ვიდეო  avi ან mov ფორმატში, სადაც უნდა აღწეროთ რატომ არის სწავლა თქვენთვის მნიშვნელოვანი, ატვირთეთ ვიდეო  istudy.ge-ზე,დააგროვე ყველაზე მეტი ხმა და მიიღე დაფინანსება.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უკვე ირიცხებიან საქართველოს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში, [nea.ge]ბაკალავრიატსა ან მაგისტრატურაზე. კონკურსის პირობებს შეგიძლია გაეცნოთ ამ ლინკზე.

მაშინ როდესაც ოჯახში ბევრი ბავშვია, ან თუნდაც ერთი, და როდესაც სწავლას ვიღაც ან რაღაც გიფინანსებს ძალიან დიდი შეღავათია, მითუმეტეს რომ ამ დაფინანსებისთის ფაქტიურად მხოლოდ 1 წუთი დახარჯეთ, და ჰო, ის წუთები როდესაც ვიდეო საიტზე იტვირთებოდა. კონკურსი პირველ სექტემბერს დაიწყო და მასში ჩართვა ნებისმიერ დროს, დასრულებამდე შეგიძლიათ, კონკურსი კი 30 სექტემბერს, ღამის 12 საათზე დასრულდება. სანამ ვიდეოებს ჩაწერთ თვალი გადაავლეთ საჩვენებელ ვიდეოებს:

და

წარმატებებს გისურვებთ ყველას, მათ შორის ჩემს დასაც და ვინ იცის იქნებ მეც ჩავწერო ვიდეო, მერე რა რომ არავიდეოგენური ვარ ^^ დაფინანსება ყველას უნდა🙂

14 thoughts on “როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება

  1. Mari

    ახლა დავაკვირდი და რა იოლი შესანახი ბავშვი ვარ. სწავლაში მე არ მიხდიან, ჭამა მე არ მინდა (თუ ძალით არ მაჭამე), სახელმძღვენელოებზეც არ მაქვს პრობლემა, ინტერნეტში ვპოულობ. ზატო, ზოოპარკში მიყვარს სიარული და აწი ეგ დამიჯდება ძვირი…😛

    Reply
  2. gijmaj

    ახლა რაც დევს, იმ 5 ვიდეოდან ყველაზე ნორმალური ია ბოლქვაძის ვიდეო იყო: მოკლე და კონკრეტული. დანარჩენები ისეთი გაწელილები რომ ლამის ჩამომეძინა სანამ ვუყურებდი :)))

    Reply
  3. Lord Vader

    ჰმ…
    ისე ჯონ დილინჯერის პოსტია ამავე თემაზე – როგორ მოვიპოვოთ დაფინანსებაო.
    ძაან მუშა რეცეპტია. გამოცდილი🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ^^ კარგია როცა მხოლოდ 1 წუთს ხარჯავ და სწავლას გიფინანსებენ ^^

      Reply
  4. Pingback: ბლოგერების დახასიათება მათი ავატარების მიხედვით « Nomad's Blog

  5. mariam

    ra idiotobaaa:@ videoti dafinanseba agar gamigia.dafinanseba da kai cxovreba tu ginda ketilic unda inebo da iswavlo.hmm es ra usamartlobis zeimia…

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s