გამოიცანი რატომ “სიყვარულოვნა”

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ინტერესდება იმით თუ რატომ მქვია სიყვარულოვნა. არც თუ ისე გრძელი ისტორია აქვს ჩემს ზედმეტ სახელს, მაგრამ…

გადავწყვიტე,რომ ის ვინც დაახლოებით მაინც გამოიცნობს ან ყველაზე საინტერესო ისტორიას მოიფიქრებს თუ რატომ მქვია სიყვარულოვნა, ვაჩუქო წიგნი, სერგეი დოვლატოვის ჩემოდანი, რომელზეც ანინამ თავის დროზე პოსტი დაწერა. თქვენი მოსაზრებები თუ ისტორიები დაწერეთ აქ, კომენტარის სახით. 2 დღეში, ანუ 10-სექტემბერს, საღამოს 10 საათზე გადავხედავ ყველას და რომელიმეს ამოვარჩევ ^^

ჩემოდანი

პ.ს ამ “კონკურსში” არ გაბედოთ და არ მიიღოთ მონაწილეობა იმათ ვინც უკვე იცის ჩემი სახელის ისტორია. თორემ ჩაშლით ყველაფერს❤

32 thoughts on “გამოიცანი რატომ “სიყვარულოვნა”

  1. Anna

    ალბათ იმიტომ,რომ საყვარელი ხარ და ყველა გიყვარს ♥
    სიყვარულს აფრქვევ,როგორც იტყვიან ხოლმე :დ ^_^

    Reply
  2. კახი

    მამაშენს ძალუძს უსაზღვრო სიყვარული და მიტომ?? :დ ოვნას-პონტში?? :დ ან თვითონ შენ ხარ სიყვარული (შენის აზრით) და იმიტომ ან რა ვიცი აბა :დ ველოდები პასუხს🙂❤

    Reply
  3. Mari

    მე ვიცი ყველაფერი, მაგრამ ცოცხალი თავით არ დავძრავ კრინტს და არავის ვეტყვი, რომ ეგ სახელი შენი გარდაცვლილი ძაღლის პატივსაცემად შეგარქვა შენმა ბაბუანაცვალმა😀😀😀

    Reply
  4. Imerikeli

    ალბათ ყველაფერი შემოდგომის ერთ წვიმიან საღამოს მოხდა. წვიმიან ამინდში სახლისკენ მიმავალ გზას ჩქარი ნაბიჯით მიუყვებოდი. წვიმის ყოველი წვეთი გაღიზიანებდა. სახეს ხელებით ფარავდი. გრძელი გაშლილი სველი თმა საცხოვრებლად ქალაქში ახლადგადმოსულ ყმაწვილს უყურადღებოდ არ დარჩენია. ზღვის ქოლგით ხელში😀 უკან აგედევნა, დიდი ხნით გზდია, ბოლოს კი გაბედა და როგორც იქნა მოგაძახა: “ჰეი, სიყვარულოვიჩ ქოლგის ქვეშ შემოდი არ გინდა? სახლამდე მიგაცილებ” ამ დროს შენ მიუბრუნდი და შეჰყვირე: “სიყვარულოვიჩ კი არა სიყვარულოვნა შე სოფლელო.”😀 აი იმ დღიდან მოყოლებული მოგსდევს ეგ სახელი.😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      :დ :დ :დ :დ :დ შე სოფლელო მომეწონა :დ

      ტაკ, ჯერჯერობით ყველაზე კარგი ისტორია :ნოდ:

      Reply
  5. siyvarulovna Post author

    ნამდვილ ისტორიას რომ გამოიცნობთ მაგის ილუზია არ მაქვს ^^
    უბრალოდ თქვენი ფანტაზია მაინტერესებს❤

    Reply
  6. Ta =)

    ფორუმზე ვიღაცა გეძახდა მგონი მაგას :დ თუ სადღაც გეძახდნენ და მაგიტომ (ადრე მაქვს პოსტი წაკითხული და არმახსოვს კარგად)

    Reply
  7. Devi

    ვიღაც ახლო ადამიანი გეძახდა და მერე ბლოგისთვის ნიკნეიმის არჩევისას ეგრევე ეგ მოგადგა იდეად…

    Reply
  8. goga

    როცა ფენიქსის ორდენში წაიკითხე რომ საიდუმლოებების დეპარტამენტში არის ოთახი რომელიც მუდამ დაკეტილია და იქ იმალება ერთდროულად ყველაზე ძლიერი და ყველაზე კარგი რამ-სიყვარული შენ მიხვდი რომ ის ის იყო და შენ შენ იყავი : )))) და მერე ნამდვილ ისტორიას გავიგებთ ისე ? წიგნის მოგების შანსი არ მაქვს ისტორია მაინც ვიცოდე : ))))

    Reply
    1. ჭინკა

      ქეით, მითხარი ნამდვილი ისტორია მე დავწერ მიახლოებით და წიგნს გაჩუქებ :დ მთავარია ნათიამ არ გაგვიგოს (ჩურჩული)

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        :ვერვხედავ: :დდდ

        ნწ, მოიფიქრე მაკა რამე და რა იცი რა ხდება:დ

  9. Eva Obolashvili

    ალბათ შენს მამიკოს ეძახიან სიყვარულს, შენ კი მისი შვილი, ანუ სიყვარულოვნა გამოდიხარ :):):) ყველაზე სულელური პასუხია არა :):):) სამაგიეროდ რეალობასთან ახლოა :):):)

    Reply
      1. siyvarulovna Post author

        კი რეალობასთან ახლოსაა მაგრამ ბანალნა :დ რამე უფრო საინტერესო მინდა წავიკითხო :შ

  10. ketusi

    მოდი მე ჩემს ვარიანტებს დავწერ(ოღონდ არანაირი ’ისტორია’)
    არ გენანება ადამიანებისთვის სიყვარულის და სითბოს ჩუქება,თუ ამას იმსახურებენ,ალბათ.
    და ალბათ სულ სიყვარულის ძიებაში იყავი,რადგან ზედაპირული გრძნობები არ გიყვარს.
    (ერთი მეორეს არ გამორიცხავს,თან)

    Reply
  11. Ibi

    Albat es ukavshirdeba romelime bichs, titkmis isetive situacia iyo, rogoric ”zgva”-ze ^^ albat ert-ertma bichma ”shegarkva” )) (shriptistvis mapatie, teleponit var xD)

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      შიფტს გაპატიებ მაგრამ ბიჭი და ზღვა რა შუაში იყო :შ ენივეი ^^ მადლობა, რომ ცადე ^^

      Reply
  12. Pingback: რატომ “სიყვარულოვნა” « სიყვარულოვნას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s