რატომ “სიყვარულოვნა”

გუშინ წინ, როდესაც კიდევ ერთხელ დაინტერესდნენ თუ რატომ მქვია სიყვარულოვნა, გადავწყვიტე პაწაწუნა კონკურსი მომეწყო და მისთვის, ვინც ყველაზე საინტერესო ისტორიას მოიფიქრებდა ჩემს სახელთან დაკავშირებით, მეჩუქებინა დოვლატოვის “ჩემოდანი”. საკმაოდ საინტერესო და კარგი წიგნია საბჭოთა კავშირის დროინდელ ამბებზე.

ყველა კომენტარი ერთმანეთს ჰგავდა და სახელის შინაარსის გაშიფვრას იწყებდნენ. როდესაც სიყვარულოვნა დავირქვი საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება “ვნა”-სთვის, იქამდე სანამ არ მიმაქცევინეს. ამიტომ აქვე გეტყვით რომ მე სიყვარულის შვილი არ ვარ. არც უსაზღვრო სიყვარულს და სითბოს ვაფრქვევ, მითუმეტეს კი ყველა არ მიყვარს. უბრალოდ დამთხვევაა. ხშირად მეუბნებიან ახალგაცნობილები, რომ სახელი ძალიან კარგად მაქვს შერჩეული.

რაც შეეხება კონკურსს, ყველაზე საინტერესო და განსხვავებული კომენტარი მაინც “Imerikeli“-ს იყო, იმედია მეთანხმებით:

იმდია მეთანხმებით, რომ ყველაზე საინტერესო იყო

 

იმერიკელ, როდესაც მოახერხებ შემეხმიანე ფეისბუქზე (http://facebook.com/siyvarulovna), მითხარი რომ შენი წიგნი მაქვს და აუცილებლად დაგიბრუნებ, რა თქმა უნდა ელვისში : )

რაც შეეხება “სიყვარულოვნა”-ს ისტორიას:

ერთ არც თუ ისე მზიან და ღრუბლიან დილას, სადღაც 2007 წლის თებერვალში პირველად დავრეგისტრირდი eva.ge-ს ფორუმზე სადაც დავირქვი “love is all we need”. იქვე იყო ერთი გოგო, თუ სწორად მახსოვსს ცქნაფო, რომელმაც პმ-ში პირველად მომმართა სიყვარულოვნათი და კითხვაზე თუ რატომ სიყვარულოვნა ასეთი რამე მიპასუხა:
– იმხელა სახელი გაქვს, სანამ მაგას დავწერ მოკლედ სიყვარულოვნა დაგიძახო მირჩევნიაო.
2010 წლის იანვარში, როდესაც პირველად შემოვდგი მაუსი wordpress-ზე გამახსენდა, რომ მთელი 18 წლის განმავლობაში არ მქონია არც-ერთი ზედმეტ სახელი და პირველი რაც იყო გამახსენდა “სიყვარულოვნა”.  მისი ფუძე რომ რუსულიდან (ოვნა) მომდინარეობდა ყურადღება არც მიმიქცევია, ამაზე ცხვირი მხოლოდ ბლოგის დარეგისტრირების დროს დამადებინეს.

ასე და ამგვარად შემერქვა სიყვარულოვნა, გეფიცებით არანაირი კავშირი არ მაქვს სიყვარულთან და არც მე ვყვარობ ყველას.

9 thoughts on “რატომ “სიყვარულოვნა”

  1. Imerikeli

    მოკლედ სიყვარულოვნა რადგან “ჩემოდნის” გულისათვის ქუთაისიდან ვერ ჩამოვალ, მითუმეტეს რომ არ ვიცი შიგნით რა დევს მინდა რომ ჩემი წიგნი სახსოვრად დაიტოვო და წინ მიაწერო დიდი ასოებით “სახსოვრად გიორგისაგან.” არ გაასაჩუქრო, არ გაანათხოვრო და გაუფრთხილდი საკუთარი თავივით ! 😀 და კიდევ რომ გათხოვდები მზითვებში წაიღე. იცოდე ღირსეულ ოჯახში შედი რომ წიგნი თვალსაჩინო ადგილზე გამოდო. დაე პირველმა შენ დაარღვიე ვეფხისტყაოსნის მზითვად ტარების ტრადიცია 😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰმმ, მოდი ასე მოვიქცეთ :დ ჯერ არაფერს არ დავაწერ, იყოს როგორც არის და თვალისჩინივით გავუფრთხილდები. ქუთაისში ვგეგმავ ჩამოსვლას, ჰოდა თუ მოვაბი თავი და ჩამოვედი ჩამოგიტან იქ. გაწყობს?

      Reply
  2. MrsMarch

    აუ კარგი იყო, ნამდვილი ისტორიაც და იმერკელის ხო საერთოდ: ))) ეხლა მივხვდი რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, მეც ეგ მომეწონა ^^

      იყო იქ სინამდვილესთან მიახლოებული პასუხებიც მაგრამ მაინც ეს ვარჩიე : )

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s