რატომ?

1. რატომ არ იწყება რეგისტრაცია იმ დროს, რაც მითითებული იყო საიტზე?

2. რატომ არასდროს პასუხობენ უნივერსიტეტის “ცხელ ხაზსს” როდესაც ვრეკავთ?

3. და თუ პასუხობენ რატომ არიან აგრესიულები და რატომ გვეჩხუბებიან?

4. რატომ არის ყველა უნივერსიტეტი დანგრეული და სავალალო მდგომარეობაში?

5. რატომ ღირს სწავლა ასეთი ძვირი?

6. რატომ არიან კორუმპირებული ლექტორები?

7. რატომ სჯობს ვიზუალით ბევრი საჯარო სკოლა თსუს? და თუნდაც ბევრ სხვა უნივერსიტეტს?

8. რატომ არის ყველაფერი გაუგებარი?

9. რატომ უნდა შევარჩიო ლექტორები ფრთხილად, რიგში დგომით და დაკვირვებით?

10. რატომ არ არის ყველაფერი მოწესრიგებული?

მინიმუმ ეს 10 კითხვა გამახსენდა რომელიც ბოლო 1 კვირის განმავლობაში მოვისმინე პირველკურსელებისგან და მათზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: გაიზ, ეს საქართველოა!

p.s თუმცა ღმერთმა უწყის როგორ ხდება ეს ყველაფერი საქართველოს საზღვრებს მიღმა. სამაგიეროდ ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, იქ გაცილებით კარგი შენობებია ^_^

40 thoughts on “რატომ?

  1. razmua

    შეეჩვევიან მალე ეგენიც და აღარ ექნებათ პრეტენზიები

    Reply
  2. razmua

    სანამ შეეეგუებიან უფროს კურსელებს გაგიბურღავენ ტვინს :დ :დ

    Reply
  3. ketusi

    რატომ სჯობს ვიზუალით ბევრი საჯარო სკოლა თსუს? და თუნდაც ბევრ სხვა უნივერსიტეტს?—მადლობა თქვან რომ ჯერ კიდევ არის უმაღლესი სასწავლებლები😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ზუსტადაც, არა და თსუს- პირველი, მეორე, მერვე კორპუსები ნორმალურია. ილიაც კარგია. თავართქილაძეც ნორმალური იყო სანამ არ დახურეს :დ და საერთოდაც, რა მნიშვნელობა აქვს რას გავს ვიზუალით შენობა, მთავარია ხარისხი სწავლის :დ მაგრამ ეგეც რომ არ არის მოწოდების სიმაღლეზე :შ

      Reply
  4. teennewson

    კი მთავარი ხარისხია.. მაგრამ ჯავახიშვილი ერთ-ერთი მოწინავე და პირველი უნივერსიტეტია საქართველოში…. ამიტომ შენობაც შესაფერისი უნდა ქონდეს….

    Reply
  5. მეანდერძე

    euuf სად შევდგი ფეხი… ე.ი თვითმმართველობის არსებობას არ აქვს ხო მანდ აზრი, არაუშავს 1-ელკურსელები მოვაგვარებთ :))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თვითმმართველობა? ეჰ :დ თსუ-ს თვითმმართველობა პატარა სახელმწიფო მმართველობაა :დ

      Reply
  6. countess

    მეგობარს გავყევი სეუში რეგისტრაციაზე და იქ ყველაფერი მოწესრიგებულია, შენობა ხომ საერთოდ მაგარი აქვთ😀
    რატომ? იმიტომ რომ ეს ჯავახიშვილია!
    პ.ს. მეც ჯავახიშვილის პირველკურსელი ვარ და უკვე ვხვდები რა შარში გავყავი თავი :///

    Reply
      1. countess

        კიიიიი მეც მაგრად მომეწონა❤ პროსტა ჯავახიშვილზე ძვირია :დ

      2. siyvarulovna Post author

        არც ისე ძვირია : ) პროსტა 300 არაგველზე როა შორია :ს ნუ ჩემგან შორია :დ

  7. მეანდერძე

    ილიაშიც უკეთესი სიტუაციაა თან წიგნები აქტიურად ითრგმნება ქართულად… უი ეგ კიდევ ცალკე პრობლემა! რატოომ???? :))

    Reply
  8. teennewson

    კი სეუ მართლაც კარგი უნივერსიტეტია…. მარა საკამოდ დაბალი ქულებით მოხვდნენ წელს ბავშვები.. სწავლის ხარისხს კი, როგორც ვიცი არ უჩივიან… მეც პირველკურსელი ვარ ჯავახასი და იმდედია არ ვინანებ პირველი, რომ დავწერე…..

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, მეც ვინც ვიცი ყველა დაბალი ქულით მოხვდა:/ ეტყობა აკრედიტაცია ჯერ ეხლახანს რომ გაიარა არ ენდობიან მაინც ბავშვები.

      Reply
  9. Kate

    “შეეჩვევიან” არ არის პასუხი. სიტაუცია უნდა გამოსწორდეს.

    მაგისტრატურა დავამთავრე და დოქტურანტურის გაგრძელება მინდოდა და 9000 ლარი ღირს. ესაა ცხოვრება???

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არაა ეგ ცხოვრება🙂 ჰოდა ბრძოლა ამათ არ უნდათ და ხმის ამოღება და:/

      Reply
  10. Butterfly

    მართალია საზღვარგარეთ კარგი შენობები აქვთ,მაგრამ გადასახადზე ვერ დაგეთანხმები-იქ გაცილებით ძვირია ვიდრე აქ…ეს დანამდვილებით ვიცი…დაჟე ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანში(რომელსაც ქართველები რატომღაც დაბალი დონის ქვეყნად აღიქვავენ) ორჯერ და სამჯერ მეტი ღირს უმაღლესში სწავლა…

    Reply
  11. Mari

    ეს საქართველოა და ამით ყველაფერია ნათქვამი😐
    აბა, ჩადი ბრატისლავაში, რავარი გასისინებული უნივერსიტეტები აქვთ😀😀😀

    Reply
  12. selfanarchy

    “სამაგიეროდ ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, იქ გაცილებით კარგი შენობებია ^_^”
    –არამარტო შენობები. .)))))

    Reply
  13. Mr. Nomad

    1. რატომ არის ყველა უნივერსიტეტი დანგრეული და სავალალო მდგომარეობაში? – ყველა არა, კერძო უნივერსიტეტები შესანიშნავ ფორმაში არიან🙂

    6. რატომ არიან კორუმპირებული ლექტორები? – იმიტომ, რომ არაპროფესიონალები არიან🙂

    7. რატომ სჯობს ვიზუალით ბევრი საჯარო სკოლა თსუს? და თუნდაც ბევრ სხვა უნივერსიტეტს? – იმიტომ რომ მაგ საჯარო სკოლების უმრავლესობა კერძოა და შესაბამისად, კერძო პირი უკეთ ზრუნავს საკუთარ ქონებაზე, ვიდრე სახელმწიფო.

    სხვა დანარჩენ კითხვაზე პასუხი კი ისაა, რომ ჩვენი განათლების სისტემა ტრაკშია! ვოტ ტაკ

    Reply
      1. Mr. Nomad

        ვგონებ კი😦 ესენი სულ სხვა მიმართულებით მიექანებიან, არადა სულ სხვა რამაა საჭირო :შ

  14. ნათია

    უი, ლექტორები კიდევ კორუმპირებულები არიან? :დ

    Reply
  15. ნათია

    1.როდის აქეთია, რაც საქართველოში თავის დროზე ხდება ყველაფერი? :დ
    2.,,ცხელი ხაზი” ფორმალურად ჰქვია, ისე კი ,,მკვდარი ხაზია” ეგ :დ
    3.იმდენს თუ რეკავ, რომ მკვდარსაც კი აცოცხლებ, გაბრაზებული იქნება აბა როგორ!🙂
    4.ფული უნდა მაგას, ფული;
    5.იმიტომ რომ სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა შეივსოს :დ
    6.ასეთები კი, მგონი რომ, აღარ უნდა იყვნენ;
    7.ჰო, ეგ მეც ძალიან არ მომწონს, სკოლას რომ ამტავრებ, მერე უნივერსიტეტში აბარებ და ისეთი შთაბეჭდილება გრჩება რომ ძალიან, ძალიან ცუდ სკოლაში მოხვდი :შ
    8.არ ვიცი :დ
    9.არა, ამას რას ერჩი, ეს ასეც უნდა იყოს მგონი🙂
    10.ყველაფერი მოწესრიგებული სად არის ნეტა ეგ ადგილი მანახა…🙂

    Reply
  16. :) ))

    bratsii xo xedavt reformebi bagebidan iwyebaa da unimdecc mivleen daiicadeet “D martaliiiaa mashiin ukvee me agar viswavlii unishi magram maincc “D

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, მეც აღარ ვისწავლი :დ ეგ კი არა პირველი კორპუსის დასრულებას თუ მოვესწრებოდი ეგეც არ მეგონა :დ

      Reply
  17. გვირილა

    მეგობრებო, აირჩიეთ ილიაუნი ^_^

    ისე, მართლა, ამ მხრივ იქ ყველაფერი წესრიგშია, კანცელარიაშია ცოტა უჟმური ხალხი, თორემ სხვა ყველგან სულ ღიმილით გემსახურებიან. არგუსია კიდე და ქსეროქსებზე სირბილი არ გვიწევს. ცხელი ხაზზეც ყოველთვის პასუხობენ, დაჟე მობილურები აქვთ საიტზე დეპარტამენტების ხელმძღვანელებს და მასე შეიძლება დაუკავშირდე. მეილით ვეკონტაქტებოდი ვაფშე შარშან, ისე, რომ დღესაც არ ვიცი როგორია ის კაცი სახეზე. ჩემთვის საჭირო ყველა ინფორმაცია მივიღე სამაგიეროდ.

    კიდე ბიბლიოთეკაა კაი და ბუფეტი (ვაფშეტა, ბევრ კაფეს არ ჩამოუვარდება!).

    მოვრჩი ახლა უფასო რეკლამას😀

    რაც შეეხება შენს პასუხს ყველა ამ კითხვაზე, ყველაზე მეტად არ მომწონს მსგავსი ფრაზები – “ეს ხომ საქართველოა, რა გიკვირთ”… დიახაც, მიკვირს და არაა პასუხი ეს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მარტო საქართველოში არ ხდება მსგავსი რაღაცეები და მეორეც, რაღაცნაირი პასუხია, უსიამოვნო…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      უსიამოვნო პასუხია კი🙂 მაგრამ მხოლოდ ეგ პასუხი მაქვს ხოლმე🙂

      Reply
  18. bex

    სეუს შემთხვევაში არცერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ ვეთანხმები,საბედნიეროდ )

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s