დე…

ელიმ დაწერეო და ვწერ…

“დე,

ბოლო ლამის 2 წელია თითქმის ყოველ საღამოს გესმის ჩემგან რომ მივდივარ მეგობრების სანახავად, და კითხვაზე ვინ მეგობრების გპასუხობ, რომ ბლოგერების. ადრე არ ინტერესდებოდი, თავშიაც ქვა გიხლიაო, მაგრამ მერე რამდენჯერმე მკითხე რა არის ბლოგიო, ვუხსნიდი მარტივად და გასაგებ ენაზე, რომ ეს არის ინტერნეტში ჩემი, საკუთარი გვერდი, სადაც “როილას იქ დავდგამ სადაც გამისწორდება” სიტუაცია მქონდა. რაზე წერ დედიკოო რომ მეკითხებოდი გპასუხობდი, რომ ყველაფერზე, თუნდაც აი გუშინ სად და როგორ ვიყავი-მეთქი. ისევ ალმაცერეად გადმომხედე და მითხარი, რომ ნეტა ალაოდ (მგონი ესე მითხრა) არ იყოო. ვერ გამიგე რა”მუღამს” ვუჭერდი საჯაროდ ჩემი ყველაფრის მოყოლას.

მერე დრო გავიდა, ხან სად ვიყავი როგორც ბლოგერი ხან სად, იქ კინოო, იქ სოციალური მედიის დღეო, იქ ბილაინის მიერ ყაზბეგში წაყვანაო, კვარიათში ჯორჯიან ბლოგინგ დეიზო, უფრო დაინტერესდი, რას წერ მანახეო და მე ისევ გიპასუხე, რომ არაფერს საინტერესოს-მეთქი და შემეშვი. სინადვილეში არ მინდოდა რომ ჩემს სამყაროში ფეხი შემოგედგა.

შენ არც კომპიუტერის ჩართვა იცი, თავი რომ დავანებოთ რომელიმე ინტერნეტ ბრაუზერის გახსნას და მასში ჩემი ბლოგის ლინკის შეყვანას. რომ მეთქვა ასე და ასე უნდა შეხვიდე-მეთქი მაინც ვერ შეხვიდოდი, ისევ მე დამიძახებდი, მოდი აბა მანახე რეებს ბოდიალობ ინტერნეტშიო, მე გამიტყდებოდა. იმიტომ არა რომ რამე მაქვს დასამალი (მამენტ მაქვს კიდეც), უბრალოდ იმიტომ, რომ არ მიყვარს როდესაც ვინმე ჩემი თანდასწრებით ჩემს ბლოგს კითხულობს. არ მიყვარს როდესაც ვინმე მიყურებს პოსტის წერის დროს, ვიძაბები და სულ სხვა რაღაცებზე ვიწყებ ფიქრს.

რომ დაგსვა, შეგიშვა ჩემს ბლოგზე და გაგიხსნა თითოეული პოსტი მოთმინება არ გეყოფა, რომ წაიკითხო რამდენიმე მაინც და ჩემზე იმაზე მეტი გაიგო ვიდრე იცი, სინამდვილეში კი ალბათ არაფერიც არ იცი. ჩემს ბლოგზე აღმოაჩენ, რომ თურმე არც ისეთი უწყინარი პეპელა და მშვიდობის მტრედი ვარ როგორიც გგონივარ. ბიჭისთვის, რომ ნაკოცნი მქონდა, თან არა 1 ბიჭისთვის, მე გითხარი, გალეწილი მთვრალი, რომ ვიყავი თორემ შენით მაგას ვერც იფიქრებდი. კიდევ იმას აღმოაჩენ რომ ვეწევი, იმას რომ ჩემთვის ინსტიტუტი, ქალიშვილობის, არაფერს ნიშნავს, იმასაც რომ ძალიან ბევრს გატყუებთ… დე, სინამდვილეში შენ ეს ყველაფერი იცი, იცი რასაც ვფიქრობ სხვადასხვა საკითხებზე, გუშინაც ხომ ვიკამათეთ პირსინგზე, ტატუზე და სექსზე და ბოლოს იმას დააბრალე რომ ცუდ წრეში ვტრიალებ, არა და სინამდვილეში არგუმენტები არ გქონდა.

მაგრამ, შემიძლია ჩემი თითოეული ნაწერი ვუარყო და გითხრა, რომ მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია და იმისთვის მჭირდება რომ ასე თუ ისე პოპულარული ვიყო.

დე, შენ მშვენივრად იცი რა ჩიტიც ვბრძანდები და ამისთვის ჩემი ბლოგი სულაც არ გჭირდება, უბრალოდ თვალებს ხუჭავ ბევრ რამეზე.

დე ძალიან მიყვარხარ”.

34 thoughts on “დე…

  1. ჰექსე

    ყველაზე ცუდი კითხევბი:
    1) რა არის ბლოგი?
    2) ვინ არიან ბლოგერები?
    3) და თქვენ საერთოდ რა სასტავი ხართ?
    მაბნევს ეს კითხვები, უფრო სწორედ მეზარება ახსნა
    რამე ვიდეოპოსტი ჩაწეროს ვინმემ სადაც მარტივადაც იქნება ყველაფერი ახსნილი და თან რამე ახალი სექტის შთაბეჭდილებასაც არ დავტოვებთ, თორემ უკვე არანორმალური ვგონივარ ხალხს, ამდენი ფბ ფრენდი? კაკ ეტა ვაზმოჟნა?

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თან მარტო ერთხელ კი არა აიიი 3-4 კვირაში ერთხელ :დ და რამდენჯერაც არ უნდა აუხსნა ვერ იგებენ :დ ასე რომ მარტივად ვეუბნები, ინტერნეტში გაქვს შენი გვერდი და წერ რასაც გინდა და როგორც გინდა :დ ასე იგებენ ხოლმე

      Reply
      1. ჰექსე

        ჩემი არაბლოგერი ახლობლების უმრავლესობას არ ესმის რატომ უნდა გყავდეს მეგობრებში ადამიანი, რომელიც შენი უახლოესი მეგობარი, ბავშვობის ძმაკაცი, ბავშვის ნათლია ან კარის მეზობელი არ არის. იმის გაფიქრება კი რომ შესაძლოა სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად წახვიდე სადმე და იქ ძალიან მაგრად გაერთო და ამ სრულიად უცხო ადამიანებთან გქონდეს ძალიან ბევრი სასაუბრო თემა საერთოდ შოკში აგდებთ,. ინტერნეტში კი საერთოდ რას და რატომ უნდა წერდე მაგის ახსნას ნუღარ დამაწყებინებთ. ამიტომ ძალიან ბევრთან ჩემი ბლოგერობა დამალული თემაა. ნუ მეტყვით ახლა სოც. მედიის განვითარებაზე არ ზრუნავო, ნერვებს ვუფრთხილდები.

  2. M.K.

    ჩემი თანდასწრებით ჩემს ბლოგს რომ კითხულობენ, იგივე მემართება : ))

    Reply
  3. nancygaladriel

    თითქმის იგივე მაქვს სათქმელი დედაჩემისთვის…უბრალოდ,მეშინია რაღაც–რაღაცები რომ გაიგოს,მეშინია იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და არ მინდა ის დაემართოს,რაც მაშინ დაემართება როცა გაიგებს რომ ვთქვათ ვეწევი,ან ქალიშვილი არ ვარ და ა.შ.
    პირსინგზე გართულება არ აქვს,მამას ერთად ვატყუებთ ვითომ არმაქვს :დ
    მოკლედ,ძალიან კარგი პოსტია.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, ვიცი რომ გული საშინლად, აი საშინლად ეტკინება და უფრო მაგიტომ ვუმალავ და არა იმიტომ რომ აი გაბრაზდება ან მსგავსი რამეები

      Reply
      1. nancygaladriel

        ზუსტად…ხშირად მინდა დაველაპარაკო ბევრ რამეზე,გავაცნო ჩემი თავი კარგად,მაგრამ მერე უკან ვიხევ სულ..
        სამაგიეროდ ძალიან,ძალიან გვიყვარს დედიკოები :დ ^^

    2. siyvarulovna Post author

      ძნელია დალაპარაკება ჩემს შემთხვევაში. აი რამდენჯერ მომდომებია რომ აი დავსხდეთ ვილაპარაკოთ, მოვუყვები ყველაფერს… მაგრამ მერე რეაქციებს რომ წარმოვიდგენ ეგრევე ვივიწყებ😐 არც მინდა რომ ოდესმე გაიგოს. ვიცი ეწყინება

      Reply
  4. shoka♥

    როგორ მინდა ერთხელ მეც შეგხვდეთ თქვენ ბლოგერებს და კარგად გავერთო თქვენთან.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      შეგხვდი მერე🙂 კარგად გართობას ვერ დაგპირდები :დ მაგრამ ხომ შეგხვდები? :დ

      Reply
      1. shoka♥

        😀 არაა არ დამპირდეთ, მე ისედაც ვიცი რომ გავერთობი, ძალიან მაინტერესებთ თითოეული როგორები ხართ ცხოვრებაში🙂 მაგრამ მე ხომ რუსთავში ვცხოვრობ და თქვენ უმეტესობა თბილისელები ხართ. ამიტომ ვიკავებ თავს ამდენხანს თორე ტქვენ როცა მოგინდებათ მაშინ შეგიძლიათ ერთმანეთთან შეხვედრა და აბა მე მკითხეთ :დდ მაგრამ როგორმე მაინც უნდა მოვახერხოო და გნახოთ :დ

    2. siyvarulovna Post author

      რუსთაველი მერე რა:/ მარშუტკები თიტქმის ყველა კუთხედან გადის რუსთავისკენ :პ ასე რომ ეგ მიზეზი არაა ^_^

      Reply
  5. eli melmon

    მაგარი იყო ძაან : )) მომეწონა : )) რა ჩიტიც ვბრძანდები კაი იყო :დდ

    Reply
  6. Apple Butaphory

    გულახდილობა ეტყობა..ეტყობა რომ შელამაზების გარეშეა დაწერილი..ეტყობა რომ ერთი ამოსუნთქვით დაიწერა და ეტყობა რომ დაიწერა ის რასაც გრძნობ და რაც არის..კიდევ ეტყობა რომ გიყვარს დე :))))♥

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მიყვარს დე❤ ძალიან თან.

      და ჰო, გულახდილია და ერთი ამოსუნთქვით დაწერილი ^^

      Reply
  7. მეანდერძე

    კაი ხანია ესეთი გულახდილი და გრძნობიანი პოსტი არ მინახავს :)) ეჰ, რამდენ რამეს ვუმალავთ ყველანი დეებს…

    Reply
  8. eli melmon

    სიიყვარულიო :დ ხედავ შენააა?? :დ სრული ბუმი მოახდინე :დდ

    Reply
  9. ketusi

    კარგი იყო ,სიყვარულოვნა,მომეწონა გულახდილობა.

    დედებს რაც სეეხება,კი,,ბევრი რამ არ იციან და ცუდია,რომ უახლოესი ადამიანი ყველაზე ’შორეულია’.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ალბათ იმიტომ არ იციან რომ არ ცდილობენ გაუგონ.
      ყველა დედა ხომ ერთნაირი არაა🙂

      Reply
  10. Mari

    “არ მიყვარს როდესაც ვინმე ჩემი თანდასწრებით ჩემს ბლოგს კითხულობს. არ მიყვარს როდესაც ვინმე მიყურებს პოსტის წერის დროს, ვიძაბები და სულ სხვა რაღაცებზე ვიწყებ ფიქრს.” – მეც ეგრე ვარ.
    ისე, ახლა წარმოვიდგინე, დედაშენი რომ კითხულობდეს შენს ბლოგს და გული გადამიქანდა. ნუ, დედაჩემს არც წარმოვიდგენ ჩემს ბლოგზე, თორემ ინსულტი დამემართება.😀😀

    Reply
  11. Jason Evans

    ძაან მაგრადაა დაწერილიიი!!!! მომწონს უზომოდ :***

    Reply
  12. გრაფინია

    ეს მაინც წააკითხე დედაშენს❤
    დედაჩემმა იცის კომპიუტერთან მუშაობა და იმედია მაუსი არ აუცდება და არ შევა ჩემს ბლოგზე :დ მამენტ მე არც სექსზე მიწერია, არც ქალიშვილობის ინსტიტუტზე და არც ვეწევი :დ მაგრამ მაინც სხვა პონტია🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s