ადგილი, სადაც სახლის შემდეგ ყველაზე დიდ დროს ვატარებ

წარმოიდგინეთ: სწავლობთ თსუ-ში, გქონდათ ბევრი უაზრო და ცოტა აზრიანი ლექცია/სემინარი, ხართ საშინლად დაღლილი, ისე გშიათ რომ თვალებიდან ძლივს იხედებით, თუმცა მაინც არ გინდათ სახლში დაბრუნება და დარჩენილი დროის ძილში გატარება. მიუყვებით მელიქიშვილს და ცდილობთ სადმე დანაყრდეთ და + გაატაროთ სასიამოვნო დრო. პირველი რაც შეგხვდებთ იქნება 2-ლულა. საშინელ, სტაფილოსფერში გადაწყვეტილი, მუდამ ბევრი ხალხით და ყაყანით, პაწაწუნა ტუალეტით და თვითმომსახურებით. არის ვაიფაი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჭედავს, იქ არ ეწევიან.

აგრძელებთ გზას და შემდეგი კვების ობიექტი ელვის ამერიქან დაინერია.

შედიხართ და თავს უკვე კარგად გრძნობთ. უყურებთ საჭმელს და ისე ირჩევთ რა გშიათ, პიცა გინდათ? კი ბატონო, საკმაოდ გემრიელი პიცა აქვთ სოკოთი და ლორით, სალათები? არც ეგაა პრობლემა. ხორცი მოგშივდათ? უარს არ გეტყვიან. ფასთ ფუდი გინდათ? აირჩიეთ: ჰამბურგერი, ჩისბურგერი, ჰოთ-დოგი, სენდვიჩები და თან ყველაფერი ნაირ-ნაირი. დესერტი გინდათ? კი ბატონო, ნამცხვრები, ცხელი შოკოლადი, ნაყინი სხვადასხვანაირი, მაგრამ მე მაინც კარამელის თხილით მიყვარს, ან შოკოლადის.

აიღებთ სასურველ სასუსნავს და ადიხართ მეორე სართულზე. გხვდებათ დიდი დარბაზი წითელ და შავ ფერებში გადაწყვეტილი. დასხდებით სადაც გინდათ, თუ გინდათ დატკბით ქალაქის ხედით, თუ გინდათ კუთხეში მიჯექით და თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში. ვაიფაია, რომელიც საკმაოდ ნორმალურად მუშაობს. არავინ გეტყვით, რომ მიირთვით და თუ შეიძლება წაბრძანდით. რაც მთავარია: მუდამ სისუფთავეა! ყველგან, ტუალეტიც მუდმივად დალაგებული და შეიძლება ითქვას, იქ ყოფნაც კი სასიამოვნოა. რაც მთავარია, მუსიკა – ყველას რატომღაც ჰგონია რომ მუდმივად ელვისს გვასმენინებენ, არა მეგობრებო! სამაგიეროდ ეკრანებზეა მუდმივად ელვისი და უკვე საკუთარი ოჯახის წევრიც კი მგონია.

სავარძლები საოცრად კომფორტული, ერთადერთი მინუსი რაც ხშირად მაწუხებს ესაა “შტეფსელების” რაოდენობა, სულ სამ ადგილასაა, ერთ-ერთი მე და ანას უკვე დაკავებული გვაქვს.

ელვისი – ადგილი სადაც სახლის შემდეგ ყველაზე დიდ დროს ვატარებ, საკუთარი ჩუსტებიც კი მაქვს😀  მომწონს გარემო, სიტუაცია და საერთოდაც, ყველაფერი მომწონს! ნუ ფასების გარდა😀 ცოტა არ იყოს ძვირია🙂

38 thoughts on “ადგილი, სადაც სახლის შემდეგ ყველაზე დიდ დროს ვატარებ

  1. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ისე კარგად გაქვს დაწერილი პოსტი,რომ მომინდა კიდეც მანდ წასვლა :დ

    Reply
  2. ketusi

    ხო, კარგია ელვისი,სულ რომ არ იცოდე როგორია,ამ პოსტის წაკითხვის მერე მაინც უნდა წახვიდე კაცი🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ქეთ შემ რომ გნახე ჰაგ დეიზე, მაშინაც ელვისიდან ახალი გამოსული ვიყავი ;დ

      Reply
      1. ketusi

        კაი ეხლა,ნუ მაშურებ,თორე ეხლავე გავიქცევი,მსია სასტიკად

  3. Jason Evans

    მმმ…ვაიმე მომშივდა😀 მართლაც კარგია ელვისი მაგრამ მე ჯერ ჩუსტები არ მაქვს მანდ😀

    Reply
  4. Kate

    ეჰ აღარც კი ვიცი, რამდენი წელია მათი კლიენტი ვარ. საკმაოდ დიდი ხანია.

    გრამატიკული შეცდომები შეასწორე (თუ გინდა)🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გადავიკითხავ და შევასწორებ :დ რომელიღაცა გრუპაში ვლაპარაკობდი ელვისსზე, მილანძრავდნენ და ბარემ პოსტი მივუძღვენი ელვის სისწრაფით :დ

      Reply
      1. Kate

        😀😀😀😀😀
        გოგო, ხომ არ გეწყინა შეცდომებზე რომ მიგითითე???

      2. siyvarulovna Post author

        უიმე კარგი რა :დ არ მწყინს მე ეგეთები. და თან რომ გადავიკითხე რამდენი ის იყო😐 ჯე რმარტო ლათინური ასოები იყო ალაგ-ალაგ :დ

      3. Kate

        ხო, ეგენი განსაკუთრებულად მომხვდა თვალში :S
        უბრალოდ მე იმდენად აცრილი ვარ გრამატიკულ შეცდომებზე, რომ.😦

      4. siyvarulovna Post author

        მესმის კაცო და რომ მხვდება ხოლმე თვალში მეც ვეუბნები სხვებს🙂 ასე რომ არ მწყენია ^^ პირიქით, აკი ქენი რომ მითხარი, თორემ მე ვერ შევამჩნევდი :დ

  5. anna

    ლოლ :დ
    ჰმ, უკვე დაწერილი რომ არ მქონდეს, დაწერდი მეც ;დ

    Reply
  6. Mari

    ელვისი კი არა და თსუ-ს გუდ ფუდი მომენატრა. თუმცა ელვისიც მიყვარს, როცა ბლოგერები ვართ ერთად.

    Reply
      1. Mari

        რა აზრი აქვს წვენს სად დავლევ :)) მთავარია ხალხი😀

  7. ჰექსე

    ისეა დაწერილი, შეკვეთილს ჰგავს :)))
    აქ “ჰგავს” ყველაზე მთავარი სიტყვაა :))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, უბრალოდ მართლა ძალიან მიყვარს ელვისი და გუშინ როდესაც მილანძღავდნენ ავდექი და ბარემ პოსტიც დავწერე :დ

      Reply
  8. Jason Evans

    ისე შენ ისე ადიდებ ელვის ფდფაქტიურად რეკლამა გამოგდის დააა წესით მაგაში ფულიც უნდა გადაგიხადონ😀

    Reply
  9. Gio Rgashvili

    არ მიყვარს, როცა იმაზე მეტს ვიხდი, ვიდრე ღირს – ამ არგუმენტით არ შევდივარ მანდ.

    Reply
  10. buchashvili1

    ზატოო 1 პიცა 5 ლარი დამიხეთქეს : დ არადა რა მაგრად გამოიყურებოდა იფფ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ერთი პიცა 5 ლარი? გამორიცხულია :დდდ აჭარბებ მთელი ლარნახევრით :დ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s