ბათუმიდან

ყოველთვის ვამბობდი ბათუმი არ მიყვარს და იქ ვერ დავისვენებ-მეთქი, მაგრამ თუ გული გულობს ქადა ორი ხელით იჭმევა და დილის ექს საათზეც მშვენივრად გაიღვიძებ ბათუმში წასასვლელად.

ბიაფზე ვერ წავედი თავის დროზე, ფული არ მქონდა. სამაგიეროდ იმ ერთ კვირაში მოვახერხე და 3 დღისთვის საჭირო ფულის დაგროვება შევძელი და ეხლა ამ პოსტსაც იქიდან ვწერ.

22-ში დილის 7-საათზე დიდუბის ავტოსადგურიდან გამოვედი და 2 საათზე ბათუმში ვიყავი, აი 3-ის 5 წუთზე კი ზღვაში ვნებივრობდი. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ნეტავ სადმე ზღვის პირეთში რომ ვცხოვრებდე მაშინაც ასე ძალიან მეყვარებოდა ზღვა-მეთქი? მაგრამ ალბათ მეყვარებოდა, მე ხომ წყალში თავს ისე ვგრძობ როგორც თევზი. ბანალური შედარებაა, მაგრამ ფაქტია.

სანამ წამოვიდოდი amindi.ge-ს თვალი შევავლე და გულის გასახეთქად მხოლოდ წვიმა დამხვდა. სამაგიეროდ იქ ანნა მელოდებოდა და წვიმაც დავიკიდე და სიმწრით შეგროვებული ფულიც და მაინც წავედი.

press cafe-ში ორიოდე წუთის წინ

იცით რა მომენტი მაქვს, ბედნიერებისთვის რომ ყველაფერი გაქვს, მაგრამ არა ყველა🙂

ზღვა +
ველოსიპედით ზღვის ნაპირზე სეირნობა +
კარგი ამინდი +
ანნა +
ცოტა ხალხი სანაპიროზე +
თბილი წყალი +
ნარუჯი +

მაგრამ როგორც ვთქვი აქ ის ხალხი არ არის ვინც მინდა რომ იყოს.

11 thoughts on “ბათუმიდან

  1. Mari

    თვითონ ზღვა მიყვარს, რაღაც მისტიური ადგილი მგონია, მაგრამ იმის წარმოდგენაზე, რომ იქ უამრავი ხალხია, ხმაური, სიმინდი და მთელი ამბები, ყოველგვარი სურვილი მეკარგება, რომ იქ წავიდე დასასვენებლად. მარტო ზღვა მიყვარს, ირგვლივ თოლიების გარდა რომ არავინ ჭაჭანებდეს… უჰ გადავეშვი ოცნებებში…

    Reply
      1. siyvarulovna Post author

        ხალხი არაა, სიმინდები იშვიათად ^^ თოლიები ოხრად. მოკლედ იდეალური სანაპიროა<3

      2. Mari

        აუ, ნათ, თოლიას გადაუღე რა ფოტო და ვოლზე მისახსოვრე, ქ თ ხოოოვ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s