ნათია

ეს ჩემი რიგით მესამე გესტ პოსტია . რიგით მეორე კი ნათიას ბლოგზე.

თემა?

რომ არა სექტემბერი, რომ არა ბათუმი , შესაძლოა დამეწერა გესტ პოსტი ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე, თმის მოვლასა და ა.შ, მაგრამ ახლა სექტემბერია, მე და ნათია ბათუმში ვართ და ფაქტიურად ჩვენი ურთიერთობის წლისთავს აღვნიშნავთ. შესაბამისად, ჩემი პოსტიც ჩვენს ამბავს ეხება.

ჰო, მე მეგობრებისადმი უცნაური დამოკიდებულება მაქვს. გარკვეული დროის შემდეგ ყველა მათგანი ყელში ამომდის და თავს მაბეზრებს. ჩემი ბრალი არაა მეგობრებო, უბრალოდ საბოლოოდ ინტერესთა სხვადასხვაობა იჩენს ხოლმე თავს და ჩვენი მეგობრობაც მთავრდება ხოლმე, მარტივად რომ ვთქვათ, ვიკიდებ და ვემშვიდობები, ამიტომაც არ მყავს ბავშვობის, სკოლის, უნივერსიტეტის მეგობრები.

როგორ მოხდა ყველაფერი? ამის მოყოლას არ დავიწყებ, შეგიძლიათ აქ ნახოთ, უბრალოდ ჩვენს მეგობრობასთან ჩემს დამოკიდებულებაზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას.

სულ რაღაც ერთი წელი გავიდა და რაღაცებს ვიხსენებ ხოლმე, რაც ერთად გადაგვხვდენია თავს. განსაკუთრებით მე მემართებოდა ათასი უბედურება და უცნაური ამბავი. საერთოდ, როცა გასაჭირში ვვარდები და არ ვიცი რა ვქნა, დასახმარებლად არავის არ მივმართავ, არც ერთ მეგობარს. არ მინდა ხოლმე იმედი გამიცრუვდეს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდე ხოლმე, რომ მეგობრები მხოლოდ მხიარულებასა და გართობის დროს არსებობენ ჩემთვის. ნათიას შემთხვევაში პირიქით აღმოჩნდა: არც მისთვის მითხოვია გვერდში დგომა და დარდის გაზიარება. საჭირო არც იყო. ყოველთვის ერთად ვიყავით, ყოველთვის. ვერც კი ვიხსენებ რამე დამჭირვებოდეს და ნათია ჩემთან არ ყოფილიყოს. არ მახსოვს რამე კარგი მომხდარიყოს და ნათია ჩემთან არ ყოფილიყოს.

ბათუმში

დედაჩემს არაფერს ვუყვები თითქმის ჩვენს მეგობრობაზე, თუ თვითონ არ მისვამს შეკითხვებს.

“ანა ვის წერ?” მეკითხება ხოლმე, როცა გაღიმებულს დამინახავს ლეპტოპთან ან მობილურით ხელში.

“ნათიას” – ვეუბნები მე.

“შენი მეგობრებიდან ყველაზე ახლოს ნათიასთან ხარ არა? არასდროს გითქვამს მასზე რამე ცუდი, საყვედურის მსგავსიც კი” – დასძენს.

მერე ვიხსენებ ხოლმე, რას დაუწყვეტია გული ჩვენი მეგობრობის განმავლობაში და ნერვები მეშლება, არც კი  გვიკამათია, არათუ გვიჩხუბია🙂 რისიც ყველაზე მეშინოდა, ანუ ერთად დიდი ხნის მანძილზე ცხოვრების, წელს, ზაფხულზე სოფელში მშვენივრად გავართვით თავი ქეთისთან ერთად. მართალია ეს დიდი ხანი სულ რაღაც ორი კვირა გაგრძელდა, მაგრამ ამ ორი კვირის მანძილზეც კი ყველაფერი იდეალურად იყო.

თვეებს ვითვლი ხოლმე რომ რაც შეიძლება მეტი გასახსენებელი გვქონდეს. მალე ვიცი წლებს დავითვლი ^^

ვრცელი პოსტების წერას ვერ ვიტან და ესეც სასწრაფოდ უნდა დავამთავრო, თორემ ვგრძნობ, როგორ ემსგავსება ჩემი ნაწერი მეგობრობის დღიურებში გაკეთებულ ჩანაწერებს , ჩემი ხისტი ბუნება კი მეუბნება რომ სასწრაფოდ უნდა შევწყვიტო წერა , მეც რა გაეწყობა, დავემორჩილები, ისღა დამრჩენია ყველას ვუსურვო ჩემნაირი მეგობარი ყავდეს🙂

9 thoughts on “ნათია

  1. Mari

    ერთი ჭკუისანი ხართ და მაგაშია თქვენი მეგობრობის საიდუმლო. იშვიათა მინახავს ასე “გადაბმული” ადამიანები, თქვენ რომ ხართ. მაგარი ის არის, რომ ეგ ამბავი დროს არ მოუტანია, არც შეჩვევაა და არც რამე სხვა მიზეზი არსებობს😀 თქვენ ერმანეთი იპოვნეთ😀

    Reply
  2. Ibi

    რა კარგია ესეთი მეგობარი რომ გყავს❤
    გაგიმართლათ ^^

    Reply
  3. Di@

    ვეთანხმები მარის კომენტარს!🙂 დიდხანს ასე ბედნიერად!🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s