ღამით, მატარებელში

წლებია მატარებლით აღარ მიმგზავნრია, მითუმეტეს კი ღამის მატარებლით. სწორედ ამიტომ, როდესაც აღმოჩნდა, რომ დღის მატარებელი მოუხსნიათ და “იძულებულები” გავხდით ღამის მატარებლით გვემგზავრა უცბად თვალები გამინათთდა და ბედნიერება ვიგრძენი.

სანამ ე.წ ვაგზალზე წავიდოდით ბათუმს ვათვალიერებდით, აღელვებულ ზღვას გადავხედეთ, ფოტოები გადავიღეთ, დათოს და ბათუმს დავემშვიდობეთ და წავედით.

უკანასკნელი ფოტო ბათუმში, ამ წელს

მატარებელი სადგურში 15 წუთში ჩამოდგა, ჩვენც ავბარგდით და ჰოი საოცრებავ, ჩვენი კუპე ლამის tუალეტის გვერდზეა. სამნი ვიყავით, მე ანა და გაბო და სულის კაწკაწით ველოდებოდით ვინ იქნებოდა მეოთხე. მატარებელი ისე დაიძრა არ გამოჩენილა და აი გავიფიქრე უკვე, რომ მთელი კუპე ჩვენს განკარგულებაშია-მეთქი, რომ კარი შემოაღო. მგონი აქ ვარო, ჩანთა შეაგდო ზევით და გავიდა. ჰო, ერთი შეხედვით არაუშავდა… სამაგიეროდ კუპე იყო ძალიან კარგი, რბილი სავარძელებით და უკვდავი ქართული ესტრადით.

მე და გაბო

ლუდი და სასუსნავი მომარაგებული გვქონდა, შესაბამისად პირველი 1-2 საათის გაყვანა არ გაგვჭირვებია, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ 1-მა ბოთლმა ექსტრამ მე და ანა შეგვათრო. დაახლოებით ამ დროს ატყდა შიშველი “რომაელების” ვაგონიდან ვაგონში სიარული და რქიანი კუების მოძებნა. რა მოწიეს ან დალიეს ნამდვილად არ ვიცი.

ის, ის იყო მოწყენას ვაპირებდი,თან პმ-ზეც აღარ მპასუხობდნენ, რომ უნო გაგვახსენდა. ჩვენი მეოთხე ადამიანიც დაუბრუნდა კუპეს, არ დამეზარა, ავუსხენი წესები და დავიწყეთ. მეგობრები შემოჰყვნენ და “ვა უნოო”, გაიკვირვეს, და კიდევ უფრო ჩვენ გავიკვირვეთ “ვა იცით?”. იცოდნენ! პირველი შემთხვევა ამდენი ხნის განმავლობაში, რომ უნოს თამაში არაბლოგერმა იცოდა. აღმოჩნდა, რომ რაგბის მოთამაშეები ყოფილან და წაგებული თამაშის შემდეგ თბილისში ბრუნდებოდნენ. რა ცუდია როდესაც ახალბედა გამწარებს უნოში! 2 კარტს 2 კარტზე მაღებინებდა, სხვლას სვლაზე მატოვინებდა… და ამ ყველაფრის შემდეგ ცდილობდა კარგი ურთიერთობა ჰქონოდა ჩემთან,თამაშის შემდეგ ხელი ხელზე მოეკიდა და მოსაწევადაც კი ერთად გავსულიყავით : )

….

მისი სახელიც არ მახსოვს, ალბათ გიორგი, ყველას გიორგი ერქვა, მთელ გუნდს მგონი!

მიყვარს ექსტრემალურ სიტუაციებში ახალი ნაცნობები, რომლებსაც მეორე დღეს ვერსად გადააწყდები ^_^

 

 

პ.ს კიდევ სიამოვნებით ვიმგზავრებდი ღამის მატარებლით, ოღონდ ამჯერად სულ სხვა სიტუაციაში. მთელი კუპე მხოლოდ ორს რომ გეკუთვნით…

29 thoughts on “ღამით, მატარებელში

  1. ketusi

    უფ, თუ მგზავრობაა მე ღამის მატარებელი მირჩევნია.
    კარტს მგონი მარტო მატარებელში ვტამაშობ🙂

    Reply
  2. კახი

    “მიყვარს ექსტრემალურ სიტუაციებში ახალი ნაცნობები, რომლებსაც მეორე დღეს ვერსად გადააწყდები” მეც :დ ბოლომდე რომ ატრაკებ მაგ დროს და წინ რომ არ იყურები, მაგარია :დ

    Reply
  3. shoka♥

    ამ წელს გურიაში ღამის მატარებლით წავედით მე და ჩემი ძმა, კუპეში მარტო ჩვენ ვიყავით,ვაიმე ეს რაიყო! ჩემი ძმა ეგრევე მიწვა და დაიძინა მეკიდე მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს! მეშინოდაა პირველად ვიყავი დაა :დ სამაგიეროდ მერე დილით ვეღარ მაღვიძებდნენ ვერც ჩემი ძმა და ვერც ის ქალი, აი აქეთ იქით რომ დადის ხოლმე მატარებლის დერეფნებში და რომ ამოწმებს რაღაცეებს :დდდ თქვენ რაკარგ “პონტში” ყოფილხართ..

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      პრავადნიცა ჰქვია მაგ ქალს :დდ

      რისი გეშინოდა?
      მე ბავშვობაში დავდიოდი ხოლმე მატარებლით, მერე ვეჩნად მანქანით და რამდენი წელი მინდოდა ღამის მატარებელი, ჰოდა აი! ოცნება ამიხდა🙂

      კი, კარგ პონტში ვიყვაით ნამდვილად. მთელი ღამე უამრავი რამ მოხდა ^^

      Reply
  4. Mallorie

    სულ პირველ სურათში მესამე(შენ, ანა და…) გოგო ვინაა?
    ძააალიან კარგი გარეგნობა აქვს.. ^^

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მარიამ პაიჭაძეა ^^ ფუ, ბლოგი არ ვიცი მისი თორემ დაგილინკავდი. გარეგნობა ჰო და ისე უნდა ნახო შენ რა კარგი ვინმეა❤

      Reply
    2. MusicMary

      ვაიმე გავწითლდი, გავმწვანდი და დამედო შუქნიშნის სამივე ფერი :დ მადლობა ^^

      ჩემი ბლოგი არ იცი ნათია, ხო? კააააარგი! :დ

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      უჟასს არა, მაგრამ სხვა რამ უნდა ყოფილიყო და ბოლოს ერთი ჩვეულებრივი ღამე მატარებელში აღვწერე ^^

      Reply
  5. Ibi

    მიყვარს ექსტრემალურ სიტუაციებში ახალი ნაცნობები, რომლებსაც მეორე დღეს ვერსად გადააწყდები ^_^

    მევასები რა :დ:დ

    მომენატრა ღამის მატარებელი❤

    Reply
  6. Gocha Gabodze

    სახელი არც შენ გახსოვს ხო🙂 ერთი კვირაა თავს ვიმტვრევ და ვერ გავიხსენე ნუ ჩემს შემთხვევაში ნიკიც საკმარისია . შენს შემთხვევაში ის რომ რეგბისტია . ისე გიორგი კი არა მგონი გოჩა ერქვა სამივეს🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ბიჭო არა :დ ერთს გელა ერქვა :დ ერთს გოჩა :დ ამას არ მახსოვს, მგონი გიორგი :დ და გიორგი კიდე ერთს ერქვა :დ აი იმას საფრანგეთში რომ სწავლობა და უნო რომ იქ ისწავლა :დ ეგ რომ იყო შემოსული გეძინა შენ :დ

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      თამაშია🙂 სპეციალური კარტით, რომელსაც აუცილებალდ გასწავლი თუ კი ოდესმე გაგიცნობ ^_^

      Reply
  7. vekoo

    e.i. ginda mwared vifantazioro? regbisti bichi, xeli xelze, mosawevad calke gasvla, ………. bevri sami wertili, mere bolos saxelic ar maxsovso….

    erti kitxva maqvs, es yvelaferi pirdapir tvaletis gverdze moxda?😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გააჩნია რომელ ყველაფერს გულისხმობ :დ რაც ჩამოთვალე კი :დ რაც გამოტოვე არა :დ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s