Daily Archives: October 1, 2011

პოსტი რეიტინგისთვის

ცოტა ხნის წინ თინ ნიუსის ბლოგზე პოსტი დავწერე სათაურით “იდეალური ქალი ლოგინში და სხვა სიკეთეები” და ვიღაცამ შეიცხადა “პოსტი რეიტინგისთვისო”?

ვერ ვხვდები რატომ აღიქმება ცუდ ტონად რეიტინგისთვის დაწერილი პოსტი, მაშინ როდესაც ყოველ 2 წუთში ერთხელ შერბიხართ top.ge-ზე და ამოწმებთ მერამდენე ადგილზე ხართ ფერსონალ ფეიჯებზე, მაშინ როდესაც ყოველთვის გიხარიათ თითოეული ლაიქი, კომენტარი და შეარი, მაშინ როდესაც ძილის წინ დახედავთ ბლოგის ჰიტებს და ამბობთ დღეს კარგი/ცუდი დღე იყოო.

რატომ მიგაჩნიათ რომ ბლოგერი, თუ კი წერს ისეთ საკითხებზე რამაც შეიძლება გაზარდოს ბლოგის რეიტინგი ცუდი ბლოგერია? მთავარი პოსტის თემატიკა კი არა ხარისხია, იმჰო. თუმცა თქვენ ამას ვერ ხვდებით. მხოლოდ სათაურით მსჯელობთ და თუ იქ სიტყვა სექსი ურევია ე.ი რეიტინგზე გათვლილი პოსტია. არა და ამ დროს ხომ შეიძლება ჩემს პირად ბლოგზე მომინდეს დავწერო ჩემი უკანასკნელი სექსი მამაკაცთან რომელიც სექსამდე 1 საათით ადრე გავიცანი?!

რატომ უნდა მომინდეს რამდენიმე ასეულ ადამიანს მოვუყვე ჩემი ყველაზე ინტიმური დეტალები თუ ეს რეტინგისთვის არ არის გათვლილი? იქნებ იმიტომ, რომ პირადი ბლოგია, ინტერნეტ დღიურს ვეძახი და მინდა ჩემი ცხოვრების თითოეული წვრილმანი იყოს? იყოს რეიტინგისთვის დაწერილი, გამოგონილი, so what? ყველას უხარია მაღალი რეიტინგი და თუკი ავტორი ხელს შეუწყობს დაშავდება რამე? ერთხელაც გავიმეორებ, მთავარი ხარისხია, და არა ის რომ ბლოგერი ბლოგის რეიტინგზე ზრუნავს.