პოსტი რეიტინგისთვის

ცოტა ხნის წინ თინ ნიუსის ბლოგზე პოსტი დავწერე სათაურით “იდეალური ქალი ლოგინში და სხვა სიკეთეები” და ვიღაცამ შეიცხადა “პოსტი რეიტინგისთვისო”?

ვერ ვხვდები რატომ აღიქმება ცუდ ტონად რეიტინგისთვის დაწერილი პოსტი, მაშინ როდესაც ყოველ 2 წუთში ერთხელ შერბიხართ top.ge-ზე და ამოწმებთ მერამდენე ადგილზე ხართ ფერსონალ ფეიჯებზე, მაშინ როდესაც ყოველთვის გიხარიათ თითოეული ლაიქი, კომენტარი და შეარი, მაშინ როდესაც ძილის წინ დახედავთ ბლოგის ჰიტებს და ამბობთ დღეს კარგი/ცუდი დღე იყოო.

რატომ მიგაჩნიათ რომ ბლოგერი, თუ კი წერს ისეთ საკითხებზე რამაც შეიძლება გაზარდოს ბლოგის რეიტინგი ცუდი ბლოგერია? მთავარი პოსტის თემატიკა კი არა ხარისხია, იმჰო. თუმცა თქვენ ამას ვერ ხვდებით. მხოლოდ სათაურით მსჯელობთ და თუ იქ სიტყვა სექსი ურევია ე.ი რეიტინგზე გათვლილი პოსტია. არა და ამ დროს ხომ შეიძლება ჩემს პირად ბლოგზე მომინდეს დავწერო ჩემი უკანასკნელი სექსი მამაკაცთან რომელიც სექსამდე 1 საათით ადრე გავიცანი?!

რატომ უნდა მომინდეს რამდენიმე ასეულ ადამიანს მოვუყვე ჩემი ყველაზე ინტიმური დეტალები თუ ეს რეტინგისთვის არ არის გათვლილი? იქნებ იმიტომ, რომ პირადი ბლოგია, ინტერნეტ დღიურს ვეძახი და მინდა ჩემი ცხოვრების თითოეული წვრილმანი იყოს? იყოს რეიტინგისთვის დაწერილი, გამოგონილი, so what? ყველას უხარია მაღალი რეიტინგი და თუკი ავტორი ხელს შეუწყობს დაშავდება რამე? ერთხელაც გავიმეორებ, მთავარი ხარისხია, და არა ის რომ ბლოგერი ბლოგის რეიტინგზე ზრუნავს.

15 thoughts on “პოსტი რეიტინგისთვის

  1. ketusi

    მართალი ხარ,მთავარია სახელი კონტენტსაც ამართლებდეს ამ დროს.თორემ ზოგთან მარტო მყვირალა სათაურს ნახავ,და შინაარსი არ სეესაბამება!

    Reply
  2. mari

    ცუდი არ არის ეგეთი ბლოგი, მაგრამ მომაბზეზრებელია უკვე ერთი და იგივე, გაცვეთილი თემები ყველგან.
    ჰო, კიდევ “ბლოგის რეიტინგის გამზრდელი პოსტები” ჩემთვის მიუღებელია იმ მხრივ, რომ 1 წლის მერე, საკუთარ ბლოგს რომ გადავხედავ, არ მინდა რამე ისეთი დამხვდეს, რაც უკვე დრომოჭმულია და აღარ მაინტერესებს.
    მოკლედ, ვისაც რა უნდა ის წეროს, მაგრამ ვერ ვიტან პოსტს რომ მყრალი სუნი ასდის.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰმ, რასაც ეხლა წერ 1 წლის მერე შეიძლება ეგეც დრომოჭმული იყოს:ო
      მუდმივად “ფორმაში მყოფი” თემა არ არსებობს :დ

      Reply
  3. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ვისაც რა უნდა ის იფიქროს🙂 ეგ იდარდე ეხლა რა : ) იყოს პოსტი რეიტინგისთვის !! მერე? :დ

    Reply
  4. გრაფინია

    მთავარი სათაურია. მყვირალა სათაური კი საუკეთესო გზაა მკითხველის შემოსატყუებლად😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თუ კი პოსტი კარგი არ აღმოჩნდა მსგავს მყვირალა სათაურზე მეორეჯერ აღარც შევალ ^^

      Reply
  5. mzesaswauli

    გეთანხმები, მაგრამ აღიარე, რომ სექსის თემაზე დაწერილ პოსტებს სულ სხვა რეიტინგი აქვს😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰეჰ :დ იასნად ტოო :დ რაც აკლია ხალხს ეგა :დ
      იმას კია რ ვამბობ რომ რეიტინგი არ აქვს, უბრალოდ რატომ ტეხავს მავანთათვის რეიტინგისთვის დაწერილი ისტორია სექსზე თუ კი ის კარგი ხარისხიაა?

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s