Daily Archives: October 7, 2011

კვირის ამბები

weekly news:

ივანიშვილი პოლიტიკაში მიდის, სტივ ჯობსი გარდაიცვალა,  გუგლ მეფში საქართველო გამოჩნდა და დღეს სარკოზობაა!

ყოველთვის მაინტერესებდა რატომ მიდიოდნენ პოლიტიკაში ყველა სფეროდან, შოუბიზნესი გინდა თუ ბიზნესი. პოლიტიკაში პოლიტიკოსების გარდა მგონი ყველანი ერევიან და მაგიტომაა დღეს ფეხზე მყარად რომ ვდგევართ, იმჰო. სხვა თუ არაფერი როდესაც აწყობილი ცხოვრება გაქვს და ყიდულობ და ყიდი რასაც გინდა და როცა გინდა, რატომ უნდა აგიცურდეს ბანანზე ფეხი და წახვიდე პოლიტიკაში? ბოლოს და ბოლოს წინამორბედების ბედი მაინც არ ახსოვთ? კიდევ კაი ბერას უკვე თავისი ცხოვრება და ფინანსები აქვს თორემ როგორც ანნამ თქვა მალე დაობლდება.

მართლაც რომ გენიალური ფოტოა

სტივ ჯობსი გარდაიცვალა და გლოვამ მოიცვა მთელი ფეისბუქ სამყარო და არა მარტო ფეისბუქ. კარგით, გასაგებია რომ დიდებული კაცი იყო, გასაგებია რომ სიმპატიური იყო და ყველაფერი გასაგებია, მაგრამ 2 წუთში ერთხელ სტატუს აფდეითი რომ სტივ ჯობსს და მის გენიალურობას და უეცარ სიკვდილს ეხება უკაცრავად და ძალიან მოსაბეზრებელია. სტატუს აფდეითებს შევეშვათ და რიყეზე გამართული სამძიმარი ბოდიშით და მარაზმია! თანაც, ყვავილებს და სანთლებს იქ არიგებდნენ, ხალხს არ აწუხებენ. მომიტევეთ მაგრამ სულ გარეკეთ?  მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც ვიზიარებ თქვენს მწუხარებას.

საქართველო გუგლ მეფში გამოჩნდა, ვაშა ქართველო ერო! სტივ ჯობსის სიკვდილით გამოწვეული დარდი უეცარმა სიხარულმა გააქარწყლა. სწორი ყოფილა ვისაც უთქვამს, ცუდს ყოველთვის კარგი მოსდევსო.

ყველაფერი რომ გვერდზე გადავდოთ დღეს სარკოზობაა და დაღვრემილი სახეები არ შეგვშენის. სწორედ იმისთვის რომ ნიკოლა სარკოზი ჩამოდის თბილისობაც კი გადმოიტანეს. თუ კი აქამდე თბილისობის დღესასწაული ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას იმართებოდა, ამჯერად პირველ პარასკევ-შაბათ-კვირას გაიმართება! ყველას გილოცავთ სარკოზობას, მრავალს დაესწარით ოჯახთან ერთად!

მაინც უფრო სარკოზით ^^