კვირის ამბები

weekly news:

ივანიშვილი პოლიტიკაში მიდის, სტივ ჯობსი გარდაიცვალა,  გუგლ მეფში საქართველო გამოჩნდა და დღეს სარკოზობაა!

ყოველთვის მაინტერესებდა რატომ მიდიოდნენ პოლიტიკაში ყველა სფეროდან, შოუბიზნესი გინდა თუ ბიზნესი. პოლიტიკაში პოლიტიკოსების გარდა მგონი ყველანი ერევიან და მაგიტომაა დღეს ფეხზე მყარად რომ ვდგევართ, იმჰო. სხვა თუ არაფერი როდესაც აწყობილი ცხოვრება გაქვს და ყიდულობ და ყიდი რასაც გინდა და როცა გინდა, რატომ უნდა აგიცურდეს ბანანზე ფეხი და წახვიდე პოლიტიკაში? ბოლოს და ბოლოს წინამორბედების ბედი მაინც არ ახსოვთ? კიდევ კაი ბერას უკვე თავისი ცხოვრება და ფინანსები აქვს თორემ როგორც ანნამ თქვა მალე დაობლდება.

მართლაც რომ გენიალური ფოტოა

სტივ ჯობსი გარდაიცვალა და გლოვამ მოიცვა მთელი ფეისბუქ სამყარო და არა მარტო ფეისბუქ. კარგით, გასაგებია რომ დიდებული კაცი იყო, გასაგებია რომ სიმპატიური იყო და ყველაფერი გასაგებია, მაგრამ 2 წუთში ერთხელ სტატუს აფდეითი რომ სტივ ჯობსს და მის გენიალურობას და უეცარ სიკვდილს ეხება უკაცრავად და ძალიან მოსაბეზრებელია. სტატუს აფდეითებს შევეშვათ და რიყეზე გამართული სამძიმარი ბოდიშით და მარაზმია! თანაც, ყვავილებს და სანთლებს იქ არიგებდნენ, ხალხს არ აწუხებენ. მომიტევეთ მაგრამ სულ გარეკეთ?  მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც ვიზიარებ თქვენს მწუხარებას.

საქართველო გუგლ მეფში გამოჩნდა, ვაშა ქართველო ერო! სტივ ჯობსის სიკვდილით გამოწვეული დარდი უეცარმა სიხარულმა გააქარწყლა. სწორი ყოფილა ვისაც უთქვამს, ცუდს ყოველთვის კარგი მოსდევსო.

ყველაფერი რომ გვერდზე გადავდოთ დღეს სარკოზობაა და დაღვრემილი სახეები არ შეგვშენის. სწორედ იმისთვის რომ ნიკოლა სარკოზი ჩამოდის თბილისობაც კი გადმოიტანეს. თუ კი აქამდე თბილისობის დღესასწაული ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას იმართებოდა, ამჯერად პირველ პარასკევ-შაბათ-კვირას გაიმართება! ყველას გილოცავთ სარკოზობას, მრავალს დაესწარით ოჯახთან ერთად!

მაინც უფრო სარკოზით ^^

24 thoughts on “კვირის ამბები

  1. mari

    გუგლ მეფის ამბავი მიხარია ❤ ❤ ნუ, მართალია ჯერ ყვლე ფუნქცია არ აქვს დამატებული, მაგრამ…
    რიყის სევდა-ფართის ამბავი ბოლომდე ღადაობა მეგონა 😀 😀 ახლაც გაკვირვებული ვარ მაგ სისულელით.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვაიმე ვაიმე, მომიკვდეს თავი :შ რთული კვირა დაუდგა საქართველოს :დ

      Reply
  2. svani

    შეგვშVენის
    იმისათვის, RATA…

    პ.ს. რატომ იტანჯებით ამ სტატუს აფდეითებით ვერ ვხვდები!!! ჯერ ერთი არსებობს HIDE და მეორეც, ჯობსისნაირი ადამიანები მილიარდებში არიან ორი მაქსიმუმ სამი და თუ მართლა გულით იზიარებთ ან თუნდაც არ იზიარებდეთ, ერთი დღით როგორმე შეგეძლოთ აგეტანათ სტატუსები და ამით მაინც მიგეგოთ პატივი, ცხონებულისთვის!!! : |
    ბიჭოს!!!
    კ სტაწი, ოთარ რამიშვილიც გარდაიცვალა, მაგრამ ეგ ნიუს, მგონი კურიერმაც კი დაიკიდა…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო ვიცი რომ გარდაიცვალა :შ პროსტა დამავიწყდა :დ და ალბათ არცაა გასაკვირი.

      Reply
  3. ketusi

    ”ყველაფერი რომ გვერდზე გადავდოთ დღეს სარკოზობაა და დაღვრემილი სახეები არ შეგვშენის”– ხო,და თან დღეს ”ღიმილაკის” დაბადების დღეა 🙂

    Reply
  4. shoka♥

    ამ ბიძინას პრეზიდენტობა რათ უნდა მაინც ვერ მივხვდი, სხვა გასართობი ვერ ნახა რამე?

    Reply
      1. shoka♥

        „მე გადავწყვიტე შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში”. ეს გახლავთ ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან, რომლის მთლიან ტექსტს გაეცნობით ორი დღის შემდეგ, 7 ოქტომბერს.

      2. siyvarulovna Post author

        თან დიდის ამბით რომ დამიკოპირა :დდდ

        საპარლამენტო არჩევნებში უნდა მონაწილეობა და მხოლოდ პარლამენტის თავჯდომარეობას დასთანხმდება

  5. Mallorie

    სიყვარულოვნა, ბოლო ფრაზამ მაგრად გაასწორა.
    მშვენიერია, რა თქმა უნდა!
    პ.ს. დღეს პუტინის დაბი.დუბი რომ არის, სულ გამოგრჩა ეგ ამბავი, გოგონავ.
    ჰოდა, იქნებადა ერთი-ორი სიტყვა მაგაზეც გეთქვა, ოღონდ შენებურად. < 333

    Reply
  6. anna

    ნათია, დაააფდეითე პოსტი რა :დ რამდენი რამე გამოგრჩენია :დ

    Reply
  7. shoka♥

    😀 რომ დაგიკოპირე მერე მივხვდი რომ საპრეზიდენტოს მაგივრად საპარლამენტო ეწერა :დ

    Reply
  8. krosk

    მე მგონი ჭურში ვზივარ 🙂 არაფერი არ მიგვრძნია საერთოდ, ნუ თუ პარასკევს გზაში დახარჯულ ოცი წუთით მე დროს თუ არ ჩავთვლით :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ეს კი არ უნდა გეგრძნო, უნდა გაგეგო :დ
      შენ ეტყობა ფბ-ს აქტიური მომხმარებელი არ ხარ თორემ დამიჯერე დღეს ეგრე არ იტყოდი :დ

      Reply
      1. TFromJungle

        შენ დაიწყე :):) გრამატიკული შეცდომების ძიება ჩემი სტილი არ არის :):):)

  9. Pingback: macbook pro memory upgrade

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s