გოგონა დრაკონის ტატუთი, ანუ ქალთმოძულე კაცები

წიგნის წაკითხვის შემდეგ მასზე რამის დაწერას თუ აპირებ სჯობს პირველივე ფურცლიდან დაიწყო.

4/X, სამშაბათი

ათიოდე ფურცელი წავიკითხე და ჯერჯერობით იმედგაცრუებული ვარ. საინტერესოდ იწყება, 82 წლის მოხუცმა  საჩუქრად გამხმარი უიშვიათესი ყვავილი მიიღო ჩარჩოში ჩასმული. ვისგან, რატომ, რისთვის, რა მიზნით – გაურკვეველია. მთავარია,რომ მსგავსი საქციელი უკვე ათული წლებია გრძელდება… ამ დროს წიგნის სათაურზე ვიწყებ ფიქრს, რა შუაში შეიძლება იყოს გოგონა, რომელსაც ტატუ აქვს და გამხმარი ყვავილები რომელსაც მოხუცს უგზავნიან?! თუმცა, აქვე ისიც მახსენდება, რომ წიგნის შვედური ორიგინალი სახელწოდებაა “ქალთმოძულე კაცები”…ჰმ, საინტერესოა ვივლებ აზრად და ამ დროს იწყება ვინმე ბლუმკვისტის, პროფესიით ჟურნალისტის, რაღაც ძალიან მოსაწყენი ისტორია… პირველი კომენტარი, რომელსაც ფბ-ზე ამ წიგნთან დაკავშირებით ვაკეთებ მდგომარეობს შემდეგში: “ვინმემ დამაიმედეთ და მითხარით, რომ უფრო საინტერესო ვითარდება მოვლენები რაა”…

5/X, ოთხშაბათი

არ ვიცი ვინ, მაგრამ არც თუ ისე სულელემა ადამიანმა მითხრა წიგნებზე პირველივე გვერდებიდან მსჯელობა არ შეიძლებაო. ჯერ კიდევ გუშინ ვერაფრით ვიფიქრებდი თუ მთელ დღეს კითხვას დავუთმობდი და ფბ-ზეც კი არ შემოვიხედავდი ბოლთის დასაცემად.  ნელ-ნელა ჩნდებიან პერსონაჟები, თითოეული მათგანის ცხოვრებაში არის რაღაც რაც გაინტრიგებს, გითრევს და გიძლიერებს სურვილს რაც შეიძლება მალე დაასრულო კითხვა.

ვიცი რომ ჟურნალისტი, კარგი ჟურნალისტი, ფაქტიურად არც თუ ისე ცუდი დეტექტივის ტოლფასია. რატომღაც ჟურნალისტების დეტექტივობანას ამრეზით ვუყურებ. ამ პროფესიის ხალხი ყველაფერს მაინც ისე ჭრის და ისე კერავს როგორც აწყობს. თუმცა ჩემი წარმოდგენები ხომ ხშირ შემთხვევაში არ მართლდება.

წიგნი მკვლელობაზეა, ჯერჯერობით, რომელიც დაახლოებით 40 წლის წინ მოხდა. გვამი არ არის, არც რაიმე დამატასტურებელი დოკუმენტი იმისა რომ გოგონა ცოცხალია, ან გარდაცვლილი, როგორც იყოდნენ “მიწამ ჩაყლაპა”. ჩემი ვარაუდები გამიჩნდა, რატომღაც მგონია რომ ცოცხალია და რაღაც კავშირი აქვს სალანდერთან.

კითხვის ამ ეტაპზე ჩემთვის ისევ გაურკვეველია რატომ ჰქვია წიგნს “ქალთმოძულე კაცები”.

7/X, პარასკევი

ჰმ, ვანგერების ოჯახი ჭიანჭველების ბუდეს მაგონებს. ყველას თავის საქმე აქვს და ეს საქმე რაღაცით დაკავშირებულია მთავარ მიზანთან. ოჯახის თითოეული წევრი თავისთვის ფუსფუსებს და რატომღაც შემიძლია ყველაზე ვთქვა, რომ ცოტა ვერაა. რაღაც მოხდა წლების წინ რომელშიც ყველა გარეულია, თითოეული მათგანი. ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრია კითხვის ამ ეტაპზე.

ლიზბეთზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია – ყველა ჭკვიანი ადამიანი ცოტათი უბერავს.

ჰო,რაც შეეხება ალაგ-ალაგ სექსის აღწერის ფაქტებს… კარგად აქვს აღწერილი, თუმცა თუ აღწერაა უფრო დაწვრილებით და ლამაზად აღწერაც შეიძლებოდა.

8/X, შაბათი

კითხულობ, იძაბები, გინდა გაიგო რა მოხდა სინამდვილეში. ხვდები რატომ ჰქვია წიგნს ქალთმოძულე კაცები, მაგრამ გიჭირს გაანალიზო რატომ ითარგმნა ის როგორც “გოგონა დრაკონის ტატუთი”, ბრაზდები, თავში ივლებ: “ხომ ვამბობდი”-ს (ჩემი საფირმო ფრაზა) და უკანასკნელი ფურცლის წაკითხვისას მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ უკეთესი დასასრულის იმედი გქონდა. ნუ მე ეგრე ვფიქრობდი წიგნის დახურვისას.

იმედგაცრუება ვიგრძენი. კითხვის პროცესი საოცრად დაძაბული და საინტერესოა, ეშხში შედიხარ, თვალს ვერ წყვეტ და ბრახ და ბანალური დასასრული, ისეთი როგორიც პირველივე გვერდებიდან იწინასწარმეტყველე.

თუმცა, გარდა იმისა, რომ “გოგონა დრაკონის ტატუთი” მშვენიერი დეტექტივია, მოიცავს უამრავ სხვა და სხვა ინფორმაციას, მაგალითად: წიგნის კითხვისას მომინდა გადამეხედა ჩემს ინტერნეტ ნამოღვაწარს და აღმეგავა პირისაგან ინტერნეტისა. მაგრამ დავინდე ფბ-ს ექაუნთიც და ბლოგიც.  აღმოვაჩინე, რომ შვედეთში საკმაოდ პრობლემატურია ქალთა ძალადობის შესახებ საკითხები. აქვე ერთი ფრაზა მახსენდება: “რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის” – ეგრეა, ეგრე.

 

p.s მაინც ვფიქრობ რომ სათაური “ქალთმოძულე კაცები” უფრო შეესაბამება ნაწარმოებს ვიდრე “გოგონა დრაკონის ტატუთი”.

p.p.s ჯერჯერობით ერთადერთი წიგნია, რომელიც საქმის გახსნისთავანე არ სრულდება.

Advertisements

32 thoughts on “გოგონა დრაკონის ტატუთი, ანუ ქალთმოძულე კაცები

  1. mari

    ჰმ… დღეს დავიწყე კითხვა… ჯერ ვერაფერს ვიტყვი, თუმცა გვარი “ვაგნერი” რომ დავინახე, უკვე კეთილად განვეწყვე ამ წიგნის მიმართ. ვნახოთ აწი რას ვიზამ 😀

    Reply
      1. mari

        ჯანდაბა, ყველაფერს ისე ვხედავ, როგორც მაწყობს 😀 😀 კნუტ, შენ ახლახანს მთელი მოტივაცია გადამახიე თავზე.
        ახლა კიდევ ვნახე და ისევ “ვაგნერად” ვხედავ. ეჰ, წავედი დავიძინე 😀 😀

  2. faifuris angelozi

    4 დღე კითხულობდი? მე დღენახევარში ვშთანთქე და გაგრძელებას ველოდები

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, ეგრე გამოვიდა.
      პირველ დღეს 20 გვერდი ძლივს გადავაგორე. საშინელი დაწყებააა :ო
      მეორე მესამე დღეს შიგადაშიგ გადავიკითხავდი ხოლმე და ასე ავედი მეორე ნაწილამდე :დ
      აი დღეს უკვე ასე 350 გვერდი წავიკითხე :დ

      Reply
  3. Di@

    ჭიანჭველების ბუდესთან შედარება ძალიან მომეწონა. მე გუშინ მოვრჩი და დავწერ ამ დღეებში;

    Reply
      1. siyvarulovna Post author

        აჰა :დ დამიჯერე თუ პირველი გვერდები გადალახე მერე შენც ეგრე წაიკითხავ :დ

        პ.ს მადლობა

  4. TFromJungle

    მარტო პირველ წინადადებას შევეხები: “წიგნის წაკითხვის შემდეგ მასზე რამის დაწერას თუ აპირებ სჯობს პირველივე ფურცლიდან დაიწყო” არასწორია, სამგან საჭიროებს მძიმეს:

    “წიგნის წაკითხვის შემდეგ, მასზე რამის დაწერას თუ აპირებ, სჯობს, პირველივე ფურცლიდან დაიწყო” – სანამ სხვის ბლოგში გრამატიკული შეცდომების ქექვას დაიწყებ, ჯერ შენი პოსტები გაასუფთავე, სასაცილოა მაინც :):)

    Reply
  5. Lanka

    გუშინ რაღაც ხმები მესმოდა შენი ოთახიდან, მერამდენე ღამეა არ მაძინებ, აღარ გრცხვენია?
    ან არ უნდა დამიძახო ხოლმე :/:))

    Reply
    1. აქსიომა

      ეს რანაირი ოდნოებია…კაი, მოკლედ ბოდიში რააა წუხელ გიო იყო ამოსული, აიიიი ძაააან მთვრალი იყო რაააა და გინდა თუ არა ეპილაცია გამაკეთებინეო “იქ” –ო ჰო და მერიკოს დავურეკეთ ამოვიდა და ახია ტიპს და აღრიალა რააა, მაგრამ მაგრად აკეთებს ლან აიიიი ღირს რა ცოტა ძვირი გადაიხადო და გაპრიალებულმა იარო. მაგარია მერიკო.
      ისე ეხა გამახსენდა და სად იყავი რომ არ შემომიარე? კორპუსთან ახალი ცეელკა დავლანდე და მომეჩვენა? ვაჩე იყო ხო ამოსული? 🙂 ვერ მომატყუებ თან პადიეზდში კატოს წიკვინსაც მოვკარი ყური….

      Reply
  6. Lanka

    მეც მინდა მერიკო, სხვა დროს მეც გამაგებინეთ ეე :))
    ვაჩე–ზე ნუღარ მელაპარაკები, ნუ რა გჭირს.. დამდევს თვითონ ვეღარ მოვიცილე, აი ყელშია უკვე, ტიპმა თავმოყვარეობაც დაკარგა, რაებს აღარ აკეთებს, ისვ მიყავრხარო ასეო ისე, მარა ჩანგლით რო დამსდევს მთვრაზე კაია? ხოდა კიდევ ბევრ რამეზედავხუჭე თვალი, მაგრამ ეხლა დავშორდი საბოლოდოო რაა…
    კატოს კიდევ შურს რავიცი რა ჯანდაბა უნდა, იმ დღეს ამომივარდა კინაღამ თმებით მითრია.. ამ ჩემს ძვირფას თმაზე როგორ მივცემდი უფლებას ხელი მოეკიდა, გავგიჟდი აი ნუ აღარ შემიძლია..
    მითხარი რამე კარგი ეხლა დროზეე

    Reply
    1. აქსიომა

      კარგი არაფერი, ელენიკოს თუთიყუში მოუკვდა და იქ ვიყავთ სევდა ფართიზე– აიი ძაან საშიელება ხდებოდა. გოგოს ორჯერ წაუვიდა გული. ზაან შემეცოდა. მაგრამ კარგი ის არის რომ როგორც იქნა ჩემი შეკვეთილი ტოსტერი ჩამომივიდა და ხვალ გემრიელ სენდვიჩებზე დაგპატიჟებ ( შენ ის გვინეური ყველი წამოიღე ოღონდ, ვერ მივხვდი სად ყიდულობ).
      აუუ , გახსენებაზე და ლან აზუზზე თუ გაივლი მეზოთერაპიაზე ჩამწერე ზეგისთვის ჟანასთან ( ინგრიდი არ მინდა , ბანძია მაგარი). კაი ? :*

      Reply
  7. Lanka

    მოვიტან ხვალ ყველას… აიმ.. ნერწვი მომადგა.. აუ ჯემიც უნდა წამოვიღო მარწყვის, ტოსტებზე მაგრად მდიის.. და კიდევ ის ყავა დამახევდრე რა, საოცარი გემო რო აქვს..
    ჩაგწერ ხვალ უეჭველი, პროსტა მაგ ჟანას მაგარდ არ ვევასები, რო მხედავს სამჯერ იფურთხება ხოლმე და მაინც მივალ…
    აუ ამ დღეებში პარიზში ვაპირებ გადაფრენას 1 კვირით, წამოხვალ?

    Reply
  8. აქსიომა

    ვერე გოგო , ამ სამსახურმა ხო გადამიყოლა რაა… სერიოზულად უნდა ველაპარაკო შეფს ან ხელფასი მომიმატოს ან ეძებოს სხვა ჩემნაირი კადრი. მანიკური ვერ გამიკეთებია მაგ მათხოვრული თანხით. იცი დღეს ბენზინი ლევანიკომ ჩამისხა (არ გადამახდევინა რა.. ) აიი მაგრად გამიტყდა.. ხო იცი მაგისი ნარკომანი თავი არ მაქვს. არა რააა რამე უნდა მოვიფიქრო არ შეიძლება უკვე მეორე წელია ამ ჯართით დავბოდიალობ რა ღა დროს იქსპიატია აზზე ხარ? გაჭირდა ცხოვრება. 😦

    Reply
  9. Lanka

    მითხრაი და გამოგივლი ხოლმე ჩემი იაგუარით.. წინა საყავრელმა მაჩუქა ჰაჰ…
    ლევანიკო იმ დღეს მეც შემხვდა ისეთ კაიფში იყო.. აი მართლა გული მიკვდება რო მახსენდება რა ბიჭი იყო…
    ე.ი სამსახური შემომთავაზეს ამერიკაში, არ ვიცი წავიდე თუ დავრჩე. თან ვერ ვტოვებ აქ მეგობრებს. აი ნუ აღარ შემიძლია რა, ყველას მე უნდა ვუკეთო რეკლმაები.
    ნუ ხვალ გამოვალ შენთან თორე სუ დამივიწყე შენ,, სამსახური სუ სამსახური

    Reply
  10. აქსიომა

    კაი , ჰო ნუ მემარიაჟები შენი პერსპექტივებით! გინდა გული გამისკდეს?!!!! წინამ ვინ? იმ სტარიჩოკმა და მელოტმა? მაგისთვის კი ღირდა ისე ის ერთი კვირა ვერაფერს იტყვი. :დდდდდ
    გელოდები მოკლედ მაშინ და დანარჩენზე იქ გეჭორავები : ისეთი ამბები მაქვს იხოხეეებ!!!
    დაიცადე ეს ვისი პოტოები დააყენე ამ პროფილში? ლან რახდება ვისი ოდნოკლასნიკებია გოგო?!!!!!! 😦

    Reply
  11. აქსიომა

    აუუუ კაი რა ლაან!!! სპეციალურა მიკეთებ ხო?! მერამდენედ? სად შემომიყვანე რაღაცა წიგნების საიტია თუ რააა.. ოოოფფფფ… ამიცახცახდა ხერხემალი ისევ რაააა!!! ვერ გიტან!!!!
    ბოდიში ამ საიტს თუ რაც არის რაა… :/

    Reply
  12. Levanikooooo

    ლევაიკო ვარ და ძველი ძალა მერჩის … :დდდდ

    Reply
  13. Kate_AlukaЯD

    ხო არ დამთავრდა მთლად კარგად მარა მგონი ისე მოხდა ყველაფერი როგორც უნდა მომხდარიყო : ))))

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s