გოგონა რომელსაც სიყვარულის ეშინოდა

სიყვარული გვაძლიერებსო, უკვდავი და მარადიულიაო, მაგრამ მავანნი ამბობენ ეგეც მთავრდებაო. მსოფლიო ჯანდაცვამ დაავადებათა რიცხვში შეიყვანა და შიდსის და კიბოსი არ იყოს განსაკურნებელი წამალი არ გამოუგინიათ…

როდესაც იგებენ, რომ ვინმე შეყვარებულია, პირველი კითხვა ყოველთვის “როგორია სიყვარული” არის. არა და მისი ახსნა რთულია, მეტიც შეუძლებელი. შეიძლება გამოხატო საქციელით, ჰო საქმენი საგმირონით, მაგრამ სიტყვებით ვერ ახსნი. სიყვარულს იგრძნობ ჩახუტებისას, კოცნისას, ლოგინში ერთად წოლისას…

მიუხედავად იმისა, რომ გამვლელები მას კარგ და დადებით გრძნობად აღიქვამენ, მაინც არსებობს გოგონა რომელსაც სიყვარულის ეშინია. ეშინია იმ გრძნობის რომელიც დაავადებს და რომლისგანაც განკურნების გზები არ იცის, რომელიც აურევს გონებას, ფიქრებს და აიძულებს იფიქროს მუდამ ერთ ობიქეტზე, ძილის წინ წარმოიდგინოს სიტუაციები სადაც მთავარ როლში ის და მისი პარტნიორი იქნება…

ყველა ურთიერთობა იწყებოდა თბილი სიტყვებით, ჩახუტებით, კოცნით, საუბრით და მთავრდებოდა მაშინ, როდესაც გოგონა გრძნობდა, რომ უყვარდებოდა.  ყველანაირად ცდილობდა ყოფილიყო ძლიერი, მშვიდი და აუღელვებელი, უნდოდა დაემტკიცებინა, რომ უსიყვარულოდ თავს იმაზე უკეთ გრძნობდა ვიდრე სიყვარულოთ. თუმცა მაშინ, როდესაც მარტო იყო, ღამით, ბნელ ოთახში, ფანჯრიდან მხოლოდ მთვარის სინათლე,რომ  აღწევდა, მოუნდა რომ სადმე სხვა სახლში ყოფილიყო ვიღაც, ვინც იფიქრებდა მასზე, ვისაც ნახავდა დილით, ჩაეხუტებოდა, ჩაჰკიდებდა ხელს და უაზროდ ბევრს ივლიდა.

18 thoughts on “გოგონა რომელსაც სიყვარულის ეშინოდა

  1. Nann

    მეც მეშინოდა, მეშინია და ალბათ მომავალშიც შემეშინდება.. )))
    მაგრამ მაინც შემიყვარდა, ვერ ავარიდე თავი:/ ზოგჯერ რა რთულია ყველაფერი )))

    Reply
  2. mari

    only fools rush in where angels fear to tread😀 http://www.youtube.com/watch?v=eR1AbAYHdD0&feature=share ზუსტად ამ სიმღერაზე ვფიქრობდი გუშინ საღამოს და დავრწმუნდი, რომ არაფრისაც არ უნდა გეშინოდეს, თუ თავს არ მოისულელებ. ნუ, ერთხელ თუ ყურადღება მოადუნე, მერე უკვე გვიანია ფართხალი😀😀
    ეგ არაფერი, მაინც არ მოკვდები😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა :დ რომ დამძრეოდა სხვანაირად დავწერდი :დ
      მაგრამ, მამენტ იმ ასპექტში დამენძრა რომ მომინდა სვით მომენტები :დ და არა იმაში რომ შემიყვარდა :დ

      Reply
      1. anna

        ოხ ეს თქვენი სვით მომენტები..
        ქალებო, ქალებო ;დ

  3. faifuris angelozi

    რატომ გეშინია? მერე რომ არ გეტკინოს გული? სიყვარულის ისეთი რამეა მერე მაინც გრჩება სასიამოვნოდ განცდილი წუთები და არ ღირს ამისთვის თავის შეკავება,უბრალოდ არ უნდა დადებილდე ისე რომ თავმოყვარეობა დაკარგო)) და ისე მე საერთოდ არ მჯერა სიყვარულის

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აი თავმყვარეობის დაკარგვის უფრო მეშინია, და მე რომ შემიყვარდეს ზუსტად ვიცი რომ დავდებილდები :დ

      Reply
  4. გლეხის ბიჭი

    რეზისტენტული ვარ მაგ დაავადების მიმართ 🙂
    ჯანმოს რომ ჰკითხო, სიყვარული დაავადებაა და ჰომოსექსიალიზმი ფიზიოლოგიური მდგომარეობა. ღრმად ჩაიხედონ იქ, სადაც უყათ ცქერა, სჯობს:)

    Reply
      1. გლეხის ბიჭი

        კი, რა თქმა უნდა. თანაც გენური დონის დაავადება. ახლა მოდა უფროა🙂 მაგრამ ამ მოდას საზოგადოება კი არ ქმნის, არამედ ის მიდრეკილება, შიგნიდან რომ ღრღნით🙂

  5. გვირილა

    მეც შენთან ვარ🙂
    მთელი პოსტი ახლოს იყო. მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო “რკინის” და არავინ მივუშვა გულთან ახლოს, რატომ არ ვიცი:/ მეშინია, ხო, მეშინია …

    Reply
  6. tamara

    ეს მსოფლიო ჯანდაცვა მართლა არაფრის აზრზეა მოკლედ🙂 თვითონ არიან ავადმყოფები, თუ კარგია🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s