ქაოსი

როდესაც დილის 5 საათზე დაიძინებ და 9-ზე გაღვიძებენ ცუდია, კიდევ უფრო ცუდი ისაა, რომ ვერც ყავის დალევას ასწრებ, ვერც წყლის გადავლებას და სახლიდანაც სარკეში ჩაუხედავად გადიხარ. სადარბაზოდან გამოსული აღმოაჩენ რომ ვუალა! ძალიან ცივა, ქარია, წვიმას აპირებს და შენ ძველის ძველი ჟაკეტი გაცვია, რომელიც აგერ უკვე მეხუთე წელია პატიოსნად გემსახურება და დროა ახლით შეცვალო. მაგრამ ჯიუტად არ ყიდულობ ახალს, ძველი გირჩევნია, გიყვარს და ყველაზე კარგი და კომფორტულია.

მიდიხარ და ბევრი საათი ბოდიალობ ავეჯის სხვადასხვა მაღაზიაში: “საბა”, “ბელუქსი”, “ემბავუდი”, “ავეჯის სახლი”, “ვალენტინი”, და ათასი რჯულის პატარა მაღაზიები. ყველაზე მეტად რაც გულზე გხვდება ისაა, რომ ყველგან ერთი ნაგავი ყრია. დიდი მასიური ხის ნაკეთობები, მოჩუქურთმებული, მდიდრული შესახედაობის და ვითომ არისტოკრატიული. გვერდზე სადა, შავი (ნუ ძირითადად მუქი ფერის), უბრალო შესახედაობის ავეჯი, რომელიც ძალიან მოგწონს მაგრამ დედა გიწუნებს და გეუბნება, საკუთარი სახლი როცა გექნება მაშინ იყიდე ასეთიო. საბოლოო ჯამში ისე გადის 5-6 საათი რომ აზრზე ვერ მოდიხარ.

სახლში მისული აღმოაჩენ რომ ოთახი დასალაგებელია, გშია, გეძინება, ძალიან დაიღალე… მაგრამ სამეცადინო გაქვს სისხლის სამართალი, რომელიც სისხლს გიშრობს. ცდილობ გადადო მეცადინეობა, აი ფეისბუქზე შევიხედავ, აი პოსტს დავწერ, ბლოგებს გადავხედავ, მივალაგებ ოთახს და მერე ვიმეცადინებ… დრო გადის და ყველაფერს აკეთებ გარდა იმისა, რომ იმეცადინო.

ფეისბუქზე შედიხარ და ისევ იგივე ტრიალებს: დიჯეი რემბო დააკავეს, რომელიც სასამართლო დარბაზიდან გირაოს, 10 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 5 ლარად თურმე 20-დღე იმგზავრებ (მაშინ როდესაც 5 ლარი შეიძლება 2 დღე გეყოს), გარდაიცვალა რამაზ ჩხიკვაძე და მოსთქვამენ ამაზე, მემილიონჯერ გადააშეარეს ვიდეო, სადაც ორი გურჯაანელი საზეიმო ვითარებაში ხსნის ტუალეტს, ბიძინა ივანიშვილს თურმე წერილების წერის გარდა ინტერვიუს მიცემაც შესძლებია, ბერა ისევ ახალ სიმღერას უშვებს… დაარეფრეშებ და ისევ თავიდან იწყება ამ ყველაფრის ბრუნვა, თითქოს ყველამ პირი შეკრა შენს წინააღმდეგ.

ფეისბუქ გრუფებს დაივლი და დიდს ვერაფერს აღმოაჩენ. მაქსიმუმ ვინმე ლაწირაკს ეკამათო იმაზე, რომ ქალები იდიოტები არ არიან, არ ოცნებობენ იდეალურ კაცზე, თეთრ საქორწინო კაბაზე, პირველი კოცნისას არ ფიქრობენ იმაზე რომ ის მამაკაცი მათია, არ ფიქრობენ რომ პირველი ღამე ზღაპრული და იდეალური იქნება… cmoon გაიზ, სად ხართ ჩარჩენილები?!

ათვალიერებ მეგობრის ბიჭის ფოტოებს და ფიქრობ რომ უფრო სიმპატიური გეგონა, და საერთოდაც შენს გარშემო ყველა შეყვარებულია, შენი და, მეგობრები, ძმაც კი😐 შენ კიდევ იდიოტივით იქცევით და თავი ამა ქვეყნისა შვილი არ გგონია და სადღაც ტრაკში დაფრინავ. არაუშავს, გამოსწორებადია.

სახლში რემონტი დასრულდა, ვაშა.

და სამეცადინო მაქვს:|

21 thoughts on “ქაოსი

  1. Kate_AlukaЯD

    ჩამიგველე ხო მაინც :დდდდ
    იმეცადინე ქალო:/ აი მეც გავდივარ სამეცადინოდ:/

    Reply
      1. krosk

        შეგაჩვენებ :დ თორე და დარცები უსტავლელი :პადრე2: :დ

  2. mari

    ძველი ჟაკეტის ამბავი როგორ მეცნო😀😀
    სხვა სიახლეებს რაც შეეხება, ყველაფერს ჯიუტად ვაიგნორებ. მგონი, საყოველთაო განგაში რომ გამოცხადდეს, ვერაფერს გავიგებ და ვიჯდები მშვიდად😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე არ ვაიგნორებ, ვკითხულობ, ვუყურებ, ვუსმენ, მაგრამ ამდენჯერ ერთი და იგივე უკვე ააქ კი არა, აი აქააა :დ

      Reply
  3. Butterfly

    ნაცნობი სიტუაციაა :დ ოღონდ ერთი შესწორება :დ გურჯაანელებმა კი არა ლაგოდეხელებმა გახსნეს ის ტუალეტი :დ:დ ენივეი კი დასაკიდებელი ამბავია,მაგრამ მაინც :დ:დ:დ

    Reply
  4. anna

    მე ვისწავლე სისხლი და იდეაში გავიგე კიდეც ;დ;დ;დ;დ
    ხვალ მოგიყვებით შენ და ნაჭყებიას ;დ
    ის მეგობრის ბიჭი კიდე მართლა სიმპათიურია❤

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აი აი ბოლო გვერდები დამრჩა, მერე გახაზულებს გადავხედავ და ეგაა :>

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      და ქაოსური :შ კიდევ ბევრი რამ არ დამიწერია. ყველაფერი რომ დამეწერა რაზეც ვფიქრობდი სრულიად დომხალი გამოვიდოდა :შ

      Reply
  5. MrsMarch

    ვაიმე, როგორ მიყვარს ხოლმე ესეთი პოსტები, ბოლომდე ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ისეთი რეალური იყო – ოღონდ ჩემი რეალობიდან კიარა სამყაროს ჩვენი რეალობიდან, უბრალოდ სხვა რაკურსით.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ეხლა გადავიკითხე და მომეწონა მეც :დდ არა და როცა დავწერე ვერ ვხვდებოდი რატომ მოსწონდათ ასე ძალიან :დ

      Reply
  6. Jason Evans

    ვაიმეე რასაც ვერ ვიტან საყიდლებიიი!!! ძირს! ძირს ძირს! გასაკუთრებით ინტერიერის.. მარა ბოლოში რომმ არ გესროლა ისარი ისევ მეცხრე ცაზე ვიქნებოდი ისეე გავფრიინდი ფიქრებში:დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s