ცოცხალი ბიბლიოთეკა

“გადალახე ბარიერები,

დაძლიე შენი ცრურწმენები”

როგორც ვიცი, წელს მეორე ჩატარდა ცოცხალი ბიბლიოთეკა. წიგნების სახით წარმოდგენილნი არიან ადამიანები, რომელთა წაკითხვაც შეგიძლია. ამ “აქციის” მიზანია დაამსხვრიოს ჩამოყალიბებული სტერეოტიპები, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს მრავლად აქვს. “წიგნებად” წარმოდგენილნი იყვნენ: ქურთი, იეზიტი, მუსლიმი, კათოლიკე, სოხემი, ინდოელი, შავკანიანი, უსინათლო, უნარშეზღუდული, ყოფილი პატიმარი, მზრუნველობამოკლებულ სახლში აღზრდილი, ვეგეტარიანელი, ფემინისტი და მეტი არ მახსოვს.

“ბიბლიოთეკაში” ყოფნის განმავლობაში შეგეძლო გესარგებლა ბიბლიოთეკარის მომსახურებით, რომელიც გეხმარებოდა აგერჩია “წიგნი” და მიგიყვანდა დანიშნულების ადგილზე. ლექსიკონით – რომელიც გეხმარებოდა უცხოენოვანი “წიგნის წაკითხვისას”.

ერთადერთი ნაკლი რაც შევამჩნიე, იყო ის რომ ძალიან ბევრი “წიგნი” იგივე იყო რაც შარშან. ზუუსტად იგივე ადამიანები, რომლებიც უკვე “წაკითხული” მქონდა და შესაბამისად სტერეოტიპები, თუ გამაჩნდა, დამსხვრეული იყო. ამიტომ ამჯერად იეზიტის,ქურთის, ფემინისტის და ყოფილი პატიმრის წაკითხვით შემოვიფარგლე. იეზიტთან დაკავშირებით რაღაც სტერეოტიპები არ მქონია, უბრალოდ მაინტერესებდა მათი რელიგია. აღმოჩნდა რომ ანგელოზად ჰყავთ ფრინველი, და იეზიტი ვერასოდეს გახდები. იმისათვის რომ იყო ამ რელიგიის მიმდევარი საჭიროა დედაც და მამაც იყვნენ იეზიტები.ეკრძალებათ ღორის ხორცის, თევზის და ხახვის ჭამა, თუმცა ჩვენთან მოლაპარაკე “წიგნა” ცოდვა გამხელილი სჯობსო და მე ყველაფერს ვჭამო.  ეს რელიგია ძირითად გავრცელებულია ქურთებში.

ქურთთან საუბრის დროს ახალი ვერაფერი გავიგე, გარდა იმისა რომ ქორწილის დროს მეფე პატარძალს ესვრის ვაშლს, რაც იმის ნიშანია რომ უბრუნებს ევას ცოდვას. გარდა ამისა ქორწილის დროს ხმამაღლა აცხადებენ მზითებს + ქორწილში მიღებულ საჩუქრებს.

რაც შეეხება ყოფილ პატიმარს, მასთან საუბრის შემდეგ მხოლოდ იმას მივხვდი რომ მისი გამოსწორება არ იქნებოდა. არ მინდა და არ მჯერა რომ ყველა პატიმარი ანალოგიურად ფიქრობს. 22-წლის ასაკში მოახერხა და 3-ჯერ იჯდა უკვე, სულ 7,5 წელი და ამ ყველაფრის მერე მაინც არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ისევ იქურდებს და ისევ ჩაჯდება. როდესაც ვკითხე ციხეში რა სიტუაციაა-მეთქი მიპასუხა კარგიო, მგონი ისე ძალიან მოსწონს რომ უნდა კიდეც დაბრუნება. არ გამკვირვებია როდესაც მითხრა სამსახურში არავის ავყავარო, თანაც პირობითი ჰქონდა. აღმოჩნდა რომ 19-წლის ასაკში მოუყვანია ცოლი და 3 წლის შვილიც ჰყავს. როგორც თვითონ თქვა ოჯახს მისი მეუღლე არჩენს.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩემდა საბედნიეროდ არ მაქვს რაიმე ისეთი სტერეოტიპი რომელიც დამსხვრევას საჭიროებს. მაგრამ, თუ მომავალ წელს კიდევ ჩატარდება აუცილებლად წავალ, ოღონდ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ამჯერად სხვა “წიგნები” დაგვახვედრონ, სხვა უმცირესობების წარმომადგენლები და ა.შ.

დღევანდელი living library კონცერტით და “წიგნების” დიპლომებით თუ სიგელებით დაჯილდოებით დასრულდა.

17 thoughts on “ცოცხალი ბიბლიოთეკა

  1. გრაფინია

    პატიმარი მაგარი იყო :დ დამიჯერე ყველა ეგრე არ ფიქრობს, ეგ ვერ იყო :დ ფემინისტისგან გავიგე საინტერესო რამეები და კონტროლიორის წაკითხვა მინდოდა და ვერ მოვახერხე😐

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კონტროლიორიც იყო?😮 აუ ეგ მეც მინდოდა :შ ხო, ფემინისტისგან მე ახალი არაფერი გამიგია და მაგიტომ არ აღვნიშნე. ასე თუ ისე ვიცი მათი შეხედულებები და დამოკიდებულებები ფემინიზმთან დაკავშირებით

      Reply
  2. ketusi

    ვა,რა საინტერესო იქნებოდა.
    სიმართლე გითხრა,არ ვიცოდი ეს რა იყო,ანუ თურმე როგორი ”ცოცხალი ბიბლიოთეკა” ყოფილა,მე მართლა წიგნებთან დაკავშირებული მეგონა(მაპატიეთ მე,უვიცს )
    შემდეგს არ გავაცდენ არაფრის დიდებით🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, ანუ წიგნები არიან სხვადასხვა უმცირესობების ადამიანები, ბიბლიოთეკა ის ტერიტორია სადაც ეს ხალხია, ამჯერად ვაკის პარკი. და საბოლოო ჯამში გამოვიდა ცოცხალი ბიბლიოთეკა. დაჟე მკითხველის წესებიც კი ჰქონდათ რომელსაც სახლში გავეცანი :დ

      Reply
  3. გლეხის ბიჭი

    მე ყველაზე საინტერესო ვიქნებოდი😀 წიგნი ბიბლია😀 მაგრამ ვერ მოვეიო. ბიძაჩემის დაბდღეა დღეს და სტუმრეი გვყაცდა😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ბიძაშენის დაბადების დღე იყო, სტუმრებს ის იღებდა და არა შენ, ასე რომ ეგ მიზეზად არ გამოდგება, სხვა რამეზე იფიქრე :დ და ხო, ბევრი დაკარგე რომ არ მოხვედი, არა მარტო ცოცხალი ბიბლიოთეკა :პ

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      აწი კარგი დროსია :დ მომავალ წელს იმედია კიდევ იქნება და მერე წაიკითხე :>

      Reply
  4. gijmaj

    რომელმა ორგანიზაციამ ჩაატარა, სად და როდის? ასეთი რაღაცეები არ უნდა გამოგრჩეს ხოლმე პოსტების წერისას. პირველ რიგში ორგანიზატორები და სპონსორები უნდა ახსენო.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ამმ, ვიფიქრე მაგაზე მაგრამ ფურცლის მოძებნა დამეზარა :დ ჰოდა რახან იკითხე მოვზებნე და ისა, ე.ი council of europen, დრონი და united nations 🙂 და კიდევ, სწორი შენიშვნა იყო🙂

      Reply
  5. faifuris angelozi

    რა საინტერესო ყოფილა.რას ვაკეთებდი მე(((გული დამწყდა რომ არ ვიყავი.ხო ის ქურთი “წიგნი” ნამეტანი ქურთი იყო,მე მყავს მეგობარი რომლის ოჯახიც ისეა გათანამედროვებული რომ,როცა ვკითხე მართლა გაქვთ ასეთი ტრადიციები-თქო დამცინა ეგ როდის იყო ჩემ მშობლებსაც აღარ ახსოვთო.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, უბრალოდ ბევრია რომ აქ იბადება იზრდება და იასნად სხვა ტრადიციებს ისისხლხორცებს და ამიტომაა რომ მის მშობლებსაც აღარ ახსოვთ. მაგრამ ზოგიერთები ძააალიან მკაცრად იცავენ თითოეულ ტრადიციას.

      Reply
  6. Ani Sichinava

    მიხარია, რომ ინტერესი გამოიჩინეთ და მოხვედით ცოცხალ ბიბლიოთეკაზე. მომავალ წელსაც განმეორდება ცოცხალი ბიბლიოთეკა და თუ ხალხის დაინტერესება გაიზრდება, უფრო ფართომასშტაბიანს გავაკეთებთ🙂 პროექტის ორგანიზატორი იყო “ახალგაზრდული ასოციაცია დრონი” ევროსაბჭოსა და გაეროს ხელშეწყობით (www.droni.org).
    ნათია, ძალიან საინტერესოა შენი შტაბეჭდილებები. მიხარია, რომ “ცოცხალი ბიბლიოთეკის” აქტიური “მკითხველი” ხარ და შარშანაც ესწრებოდი ჩვენს ივენთს. იგივე წიგნების არსებობა იმან განაპირობა, რომ საქართველოში ზოგადად რთულია ისეთი ადამიანების მოძებნა, რომლებიც ღიად და ხმამაღლა ისაუბრებენ საკუთარ თავზე, მითუმეტეს, როცა ისინ გარკვეულ უმცირესობებს მიეკუთვნებიან. გარდა ამისა “ბიბლიოთეკაში” ყოველთვის არის “ძველი წიგნები” და “ახალი” :)) ერთი დღის განმავლობაში სამი წიგნის წაკითხვა მემგონი ყველაზე მოსწრებადი იყო გუშინ🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      შიგადაშინ ვიღაცეებს ვესწრებოდი ხოლმე საუბაარში :დ იმიტომ რომ წიგნებს არ ეცალათ :დ

      გეთანხმები რომ რთულია ისაუბრო ღიად, მაგრამ დარწმუნებული ვარ 1-2 ადამიანი მაინც მოიძებნა ვინც ღიად ისაუბრეს თავის იდენტობაზე : )

      მაგალითად, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა ლგბტ-ს რომელიმე წარმომადგენელი რომ ყოფილიყო იქ. მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად ვიცნობ მათ, მაინც დამაინტერესებდა რას მეტყოდა ის კონკრეტული ადამიანი.

      გარდა ამისა, წიგნებმა ბევრი რამ არ იცოდნენ, მაგალითად ყოფილ პატიმარს პირიდან ვძიძგნიდი სიტყვებს რომ რაიმე გამერკვია მის შესახებ :დ სა საბოლოოდ მხოლოდ ის გავიგე რომ ეგ ისევ დაბრუნდება უკან.

      ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოსაუბრე იეზიდი და ფემინისტი იყო, ნუ ვისაც მე ვესაუბრე მათ შორის. სამწუხაროდ სხვები ვერ მოვახერხე :შ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s