სასიამოვნო ჟრუანტელი, ღიმილი და ძილინებისა :>

ბავშვობიდან მიყვარდა ფანჯარა, რაფაზე ჯდომა ლეპტოპით და ყავის ჭიქით ხელში, მაგრამ არასდროს მქონია სახლში ეს ფუფუნება. 4 აივანი მაქვს, და ერთ-ერთი ჩემს ოთახშია. როგორც კი მზე ამოდის მეღვიძება და ეგრევე ვიწყებ ბუზღუნს, რომ ჭკუა ვერ ვისწავლე, ღამის ფარდები რისთვის შეიქმნა? იმისთვის რომ ღამით ჩამოაფარო და მზემ არ შეგაწუხოს დილით, სამზუხაროდ ამ ფაქტს მხოლოდ სინათლისგან შეწუხებული ვხვდები და არასდროს მიმყვება დაღამებამდე სანამ ისევ არ გათენდება.

დღესაც ასე იყო, მზე პირველი ჩემს ოთახში მორბის ხოლმე, გამეღვიძა და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი მაღვიძარას ხომ არ დაურეკავს-მეთქი, როგორც კი მივხვდი რომ 20 წუთი ისევ მქონდა ძილისთის გადავბრუნდი და ეგრევე საშინელმა ხმამ გამაღვიძა. ვეღარ ვიტან იმ ზარს რომელიც მაღვიძარაზე მაქვს. გაღვიძება მხოლოდ იმიტომ მინდა, რომ ტელეფონს ხმა ჩავაწყვეტინო ხოლმე.

წყალს რომ ვივლებდი ზუსტად ვიცოდი, რომ ლექციას, რომელიც 11 მეწყება, არ დავესწრებოდი, მაგრამ მაინც უტიფრად გავედი სახლიდან 10-საათზე და დანიშნულ დროს მივედი კიდეც. მე და ანას ერთგვარი “ტრადიცია” გვაქვს, დილით, უნივერსიტეტის უკან, სტადიონთან, უნდა დავსხდეთ და თითო-თითო ღერი მაინც მოვწიოთ, ამასობაში ნათიც მოვა და ე.ი დღიური ნორმა შესრულებულია.

ერთმანეთის ზრდილობის გამო ვეკითხებით დავესწროთ თუ არა ლექციას, რომელზეც სემინარზე უკვე იბურტყუნა ლექტორმა, და ამ დროს ორივემ ვიცით რომ არ დავესწრებით. მე კიდევ ჰო, 1-ზე სემინარი მაქვს და 2-საათს ჭორაობაში, სიგარეტის მოწევაში, ყავის დალევაში გავიყვან, მაგრამ ანას 3-მდე არაფერი აქვს, უბრალოდ იცის, რომ 11-ზე უნდა მოვიდეს და მოდის😀

სემინარს ლექცია ენაცვლება და ასე დაუსრულებლად. ყველა სემინარზე იმედი გაქვს რომ ადრე გაგიშვებთ და 100-გვერდის ნაცვლად 50-ს მოგცემთ, მაგრამ ნურას უკაცრავად, 2 საათი გადააბამს და 100-გვერდის ნაცვლად 150-ს მოგცემს წასაკითხად.სამაგიეროდ დიდ ძუძუებიანი ლექტორი გყავს და მოგწონს.  პარალელურად ხვდები რომ საგნის შემეტენვა მხოლოდ იმიტომ არის ცუდი, რომ პირველსემესტრელებთან ერთად გიწევს ჯდომა, ხალხთან რომლებმაც არაფერი იციან და ყველა იდიოტურ კითხვას სვამენ. არაფრის ცოდნაში მართლა არაფერს ვგულისხმობ, გუგლის არსებობაც ავიწყდებათ მგონი :შ

რის ვაი-ვაგლახით ჩაარიხინებ ლექცია-სემინარებს და მკვდარი ხარ, მაგრამ ბედნიერი რომ დღის ეს ნაწილი წარმატებით გადალახე. ეხლა მეორე, სხვა ეტაპი იწყება, რომელიც გაცილებით სასიამოვნო, თბილი და სასურველია. რამდენიმე მეგობართან ერთად მეექვსეს წინ “დაბირჟავება”, ენის მოფხანვა, სულ რომ არ ელოდებოდი ისეთი ადამიანის ნახვა, ჩახუტება, კოცნა, თბილი სიტყვები: “მომენატრე”, “მიყვარხარ”, “კარგი ხარ”… გასეირნება, კაფეში ჯდომა, საუბარი აწ უკვე გაცვეთილ თემებზე, მაგრამ მაინც აქტუალურზე, ერთმანეთის უკეთ გაცნობა, ისევ სითბო და ისევ კარგი სიტუაცია. 9-საათი და იმის გახსენება, რომ 10-ზე სახლში უნდა იყო (fuck), 5 წუთით წევ დროს, 10-ით, 15-წუთიც და მიდიხარ. მეტროს ელოდები და განვლილ დღეს იხსენებ, სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი გივლის. ბედად ვაგონი თავისუფალია, დაჯდომას ახერხებ და თავზეც არავინ გაზის. მეტროდან სახლამდე ჩქარი ნაბიჯით მიდიხარ და დროის გასაყვანად და თავის შესაქცევად ნაბიჯებს ითვლი. სადარბაზოში შეხვალ და სინათლე დაგხვდება, გეუცხოება, კაი ხანია არ გინახავს განათებული სადარბაზო, ლივტის ღილაკს მიაჭერ თითს, გაიფიქრებ შენი დდშვც და ფეხით აუყვები მეხუთე სართულისკენ. კარი ღიაა, შეხვალ, შეიკეტები ოთახში და ლეპტოპს გადახსნი, რომელიც ასე ერთგულად გელოდებოდა და მხოლოდ 1 საათის შემდეგ გიკითხავს დედა სად არის ამდენ ხანსო და შენს ხმას რომ გაიგებს ისე გაუკვირდება როდის მოხვედიო.

ფეისბუქზე ყველაზე ის ადამიანი გელოდება ვისაც სიამოვნებით ნახავდი, ზოგი გენატრება, ზოგიც გაინტერესებს, ზოგის ამოხსნას ცდილობ თითქოს განტოლება იყოს, ზოგიც უბრალოდ იმიტომ გინდა ნახო, რომ ჩაეხუტო და აკოცო.

დრო ყველაზე სწრაფად ფეისბუქზე გადის, 2 საათი ისე გახდება, რომ მხოლოდ საათსის შეხედვისას გრძნობ. ლოგაუთდები და ვერც ლოგაუთდები, ვიღაც გჭირდება რომ გაგაგდოს და იმ ვიღაცასაც იპოვი. ჩაწვები ლოგინში, თავზე საბანს წაიფარებ, ცდილობ გაყინული ტერფები გაითბო და განვლილ დღეს იხსენებ. ისევ სასიამოვნო ჟრუანტელი, ღიმილი და ძილინებისა :>

27 thoughts on “სასიამოვნო ჟრუანტელი, ღიმილი და ძილინებისა :>

  1. Lanka

    რა კარგი იყო❤ ისე კარგად გაქვს აღწერილი წაკითხვა არ დაგეზარება🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ლოლ :დდდ კი დ და დღეს მზემ გამაღვიძა და კინაღამ რამე დავუშავე :დ

      Reply
  2. გლეხის ბიჭი

    ჰმჰ! ის თბილი დღე გამახსენდა მე ახლა და კიდევ მომინდა და ბევრი რამ მინდება ხოლმე ამ ბოლო დროს მე :(((

    Reply
      1. გლეხის ბიჭი

        ხო მარა ამ კვირაში აღარ გამომდის მე :დ
        და ისევ იმ კვირის ორშაბათს თუ ვიზამთ რამეს, კაი იქნება :დ

      2. siyvarulovna Post author

        +1 იმ კვირის ორშაბათი მაწყობს მეც :დ
        ეხლა წიგნებში უნდა ჩავრგო თავი ^_^

  3. Mari

    ნეტა რა გრჯით, დილაადრიან რომ სტადიონზე დასაჯდომად წამოხტებით და ძილს იფრთხობთ😀 მე კი დამატებით 5 წუთის ძილის გამო მზად ვარ ხოლმე ეშმაკს მივყიდო სული.😀😀

    Reply
    1. niniTo

      მარი, მეც ეგრე ვარ. დილის 5 წუთს არაფერი სჯობს🙂

      ეჰ, ნათია, მომანატრე ახლა შენ მე ფბ🙂

      Reply
  4. Jason Evans

    კარ’ქ’ი ხარ!❤ შენი პოსტიც კარ’ქ’ია!❤ შენი ბლოგიც კარ’ქ’ია!❤

    Reply
  5. Annie Meqanikuri

    მდაჰ. პირველსემესტრელებზე მეტი როცა იცი, საგანი არ გეტენება, დარლინგ : ))

    Reply
  6. Anika Meqanikuri

    ჰო მაშინ მითუმეტეს ხმა არ გაქვს ამოსაღები დაბნეულ პირველკურსელებზე :დ

    Reply
  7. ნათია

    მეც მაქვს ხოლმე კარგი დღეები, განსაკუთრებით მიხარია, ისეთ ადამიანებს რომ ვხვდები, რომელთა ნახვას არ მოველოდი, მერე რაღაცნაირად გაბადრული დავდივარ, არ ვიცი რა მიხარია🙂 ჰო, კიდევ ისეთ ადამაინებს რომ ვხვდები, მხოლოდ ინტერნეტ-სივრციდან რომ ვიცნობ და მე ხომ მუდამ საოცრად დაბნეული დავდივარ და ვერასდროს ვერავის ვხედავ, ის რომ გაჩერებს და გეკითხება: ნათია ჰო? მმმ, კარგია❤ და, საერთოდაც, საინტერესოა, მხოლოდ კომპიუტერის ეკრანთან რომ ხედავ ადამიანებს და მერე ისინი რეალურ ცხოვრებაშიც გადმოდიან🙂 აი, შენც, სულ სამჯერ მყავხარ, მგონი, ნანახი და სამივეჯერ ისე გამიხარდააა🙂 კარგი იქნებოდა უფრო ხშირად გხედავდეთ🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      და სამივეჯერ სრულიად შემთხვევით :დ

      აი ეგ ინტერნეტიდან გადმოსული ხალხი რა კარგები არიან❤❤ რომ გიღიმიან და შენც რომ უღიმი და ხელს უქნევ და რომ გიტყდება კითხო ვინ არის :დ იმიტომ რომ თვითონ გიცნო :დ და სახელს რომ გეტყვიან და რომ გაიბადრები შენც❤

      Reply
      1. ნათია

        ჰოუ❤ მაგარია, ახლა მომინდა ვინმეს ჩავეხუტო, მაგრამ არავინ არის აქ :შ🙂

      1. Jason Evans

        რომ გავიზრდები ყველაფერი მაინ რატომ ხდება? :დ ბნგ-შიც მაშინ შევალ… (ისე მეც ისე შევალ ბნგ-ში როგორც საქართველო ნატოში) :დდდ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s