არ გაქვს ბილეთი? მაშინ 5-ლარიანი ჯარიმა და წარმატებული დღე.

საშინელი ხმა გაღვიძებს დილით. 15 წუთი ანდომებ ჩაცმას, შეფხიზლებას და სახლის კარის გაჯახუნებას. ჩაბოდიალდები კიბეებზე, გამწარებული ადიხარ წერეთელზე და ელოდები 21 ან 51 ნომერ ავტობუსს, რომელიც 10-15 წუთში მოვა.

მოდის ავტობუსი მაგრამ იქ ასვლას წერეთელზე დგომა და გაყინვა გირჩევნია. თუ გაგიმართლა და ახვედი და + კარიც დაიკეტა ლოცვას იწყებ, თუ გწამს ღმერთი, და მზად ხარ სანთლებიც კი დაანთო რომ ესოდენ იღბლიანი აღმოჩნდი. ყველა გაჩერებაზე ფიქრობ, რომ უკვე ისეთი გაჭედილია 1 ადამიანიც კი ვერ ამოვა, მაგრამ ეს ფიქრები მხოლოდ გაჩერებიდან გაჩერებამდე მიგყვება. ყოველ კარის გაღებაზე ისმის საამო “ცოტა გადაიწიეთ რა”, “კარი  არ იხურება და იქნებ მიიწიოთ”, “ხომ ხედავ ქალბატონო, რომ ვერ ეტევით ნუღარ ამოდიხარ”… მაგრამ, როგორია “ნუღარ ამოდიხარ” როდესაც 15 წუთია ელოდები და იცი რომ 15 წუთის შემდეგ ისევ ისეთი გაჭედილი მოვა.

თუ იღბალი დღეს შენს მხარეზეა და ორივე ფეხზე მყარად დგეხარ, უკნიდან აუცილებლად გეწებება ვიღაც მოხუცი კაცი, რომელიც იმისთვისაა ამოსული, რომ გოგოებს ხელები უფათუროს. თუ გაქვს იმის გამბედაობა რომ ამაყად უთხრა “ოე, შეჩემა გაწიე ხელები” მაშინ მისგან დაისვენებ, სამაგიეროდ სხვა გოგოსკენ გადაინაცვლებს, რომელიც შენნაირი გამბედავი არ აღმოჩნდება და გული გწყდება… მასეთი გაუბედაობის ბრალია რომ დღესდღეობით ოჯახში ათასობით ქალი ხდება მსხვერპლის ხელში.

ყველა მხრიდან ვიღაცის ხელია, თავზეც ვიღაცის ხელი გადევს, ცდილობენ რამეს მოეჭიდონ, ვერ ეჭიდებიან და ნაზად შენს კურტკას ეპოტინებიან ყოველი მკვეთრი მოხვევისას. მძღოლებს რა ენაღვლებათ, კომფორტულად სხედან (მაგრამ ხანდახან ლამისაა მათაც კალთაში ჩაუჯდეს რომელიმე ძლივს ამოკვეტებული მგზავრი) და ამიტომ ნებისმიერ მოსახვევს უდრეკად ერკინებიან და აქვე ისმის წამოძახილები “რა არის კარტოფილი მიგაქვს?”. გვერდიდან ვიღაცის გამოსუნთქულს გრძნობ, ვიღაცა სახეში გახველებს, ვიღაცა ჯიბეებში იქექება და ღმერთმა უწყის რას ეძებს, მთავარია რომ მის ყველა გაფაჩუნებას გრძნობ.

ნანატრი გაჩერებაც მოვიდა, კითხვა-კითხვით მიიწევ წინ:
-უკაცრავად ჩადიხართ?
-არა
-გამატარეთ თუ შეგიძლიათ რა

და ისინიც დიდსულოვნად გატარებენ, გატარებენ რაა ეხლა, ცდილობ გაეკვეტო და ჩახვიდე.

გაჩერებაზე ყვითელ “კოსტუმში” გამოწყობილი სახელად “კონტროლიორი” გხვდება და ბილეთს გთხოვს. რა უსინდისობაა, ბილეთის ასაღებად ნაბიჯის გადადგმა კი არა ჩანთაში ხელის ჩასაყოფად ვერ ინძრევი და ამ დროს “თქვენი ბილეთი თუ შეიძლება”. არ გაქვს ბილეთი? მაშინ 5-ლარიანი ჯარიმა და წარმატებული დღე.

 

პ.ს მე აღარავის დავუჯარიმებივარ, ჯერჯერობით 

 

30 thoughts on “არ გაქვს ბილეთი? მაშინ 5-ლარიანი ჯარიმა და წარმატებული დღე.

  1. Ibi

    როგორ წარმომიდგა ჩემი ყოველი დილა❤
    ახლა 10 წუთით ადრე ვდგები/გავდივარ სახლიდან, რომ 47ით წავიდე და შენ წარმოიდგინე ავტობუსში დასაჯდომი ადგილიც კი არის :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მომინდომა დასაჯდომი ადგილი :დ
      ნახევარი საათით ადრე გადი თუ გინდა, მაინც გაჭედილი იქნება :დ

      Reply
      1. Ibi

        ვაჟაზე ჩემიდან ბევრი ავტობუსი დადის და მაგიტომ მიმართლებს :დ ეს 10 წუთიც მეზარება ხოლმე მე :დ

  2. ადო

    10-15 წუთშიო? სად ცხოვრობ კი მარა? ა, მე ვცხოვრობ ტრაკში, უკაცრავად

    Reply
  3. Jason Evans

    ხალხი ავტობუსში ასასვლელად(დაჯდომაზე ლაპარაკი ზედმეტია) ლამის ფულს იხდის მგზავრებს რომ ავტობუსში აუშვან.. ეგ ყველაფერი კი მაგრამ ავტობუსიდან რომ ჩამოდიხარ და ფეხსაცმელები გაუპატიურებული გხვდება იმდენჯერ დააბიჯეს აი მაშინ რით უნდ ამიმართო იმ ავტობუსსში მდგომთ? :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ფეხსაცმელებს ნუღა იკითხავ :დდ დაიცა ჯერ წვიმები დაიწყოს, მერე ნახე შენ :დ

      Reply
      1. Jason Evans

        ვაიმე<3 გულის შეტევა..!!:დ აუჰ ეგ რა მითხარი მართლა არ ვფიქქრობდი მაგზზე :დ გავიაზრე.. ვალერიანები მინდა ….

  4. Mari

    არადა, ოდესღაც, მგზავროაბზე მეტად მხოლოდ ძილი მიყვარდა:\ გუშინ ვაპირებდი ამ თემაზე პოსტის დაწერას, მაგრამ მერე გადამიარა ბრაზმა და შევეშვი.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე არ გადამივლის ბრაზი იქამდე სანამ მშვიდობიანად არ ვიმგზავრებ😐

      Reply
  5. kljljl

    ზევით რომ გიწერიათ გამბედაობაზე, ბოლო ნაწილზეც საჭიროა. დედის ერთ ორგანოს გადავახევ თავზე იმ ნაბიჭვარს, რომ მომთხოვოს მაგ დროს ბილეთი.

    ადმინისტრაიულ სამართალდარღვევათა კოდექსში წერია, რომ თუ დარღვევა გამოწვეულია დამოუკიდებელი მიზეზებით, დარღვევად არ ითვლება. რაღაც მსგავსი.

    Reply
  6. Mallorie

    მმმ… ზამთარში კიდე რა უშავს. აი, ზაფხული საშინელებაა… ოფლისა და მძაფრი(აყროლებული) სუნამოების სუნი ერთმანეთში რომ არის შეწრყმული.. ამაზრზენია! გულის ამრევია!
    როდის უნდა დაიწყონ პირად ჰიგიენაზე ზრუნვა, კაცმა არ იცის… ეჰ! :{
    ჰოდა, კონტროლიორს რაც შეეხება.. ჩემი და ერთხელ დააჯარიმეს… მაშინ ლამის ცხვირ-პირი მივუნგრიე, ნიამ შემაჩერა…
    ამ რამდენიმე დღის წინ, ზედმეტად კარგად გამოვიყურებდი. ჰოდა, თითო გაჩერებაზე თითო კონტროლიორი კაცი ამოდიოდა.. აბსოლუტურად ყველამ, ჯერ ამათვალიერ-ჩამათვალიერა და
    -ამის მერე აღარ დაგრჩეს, გოგონი.
    მეც როგორც შემეძლო, უარესად მადლიანი ღიმილს ვესროდი და
    -კარგით!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ზაფხულის გახსენებაც არ მინდა :შ შიშველი კანი ერთმანეთს რომ ეხება ბრრ საშინელებაა ხოლმე😐

      Reply
  7. ილიასბლოგი

    გაჩერებაზე ავტობუსის ნომრის გასწვრივ – წუთები არ ეწერება,ეს არის თუ რამდენი გაჩერება დარჩა

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ილია, წუთები ეწერება🙂
      შეიძლება არ დაკვირვებიხარ მაგრამ ავტობუსის ნომრის გასწვრივ ციფრები რომ წერია მაგის დაბლა მორბელანი სტრიქონის პონტში გადის იგივე მონახემები, სადაც ავტობუსის ნომრის გასწვრივ წერია ციფრი და + წთ რას იმას ნიშნავს რომ დროს აჩვენებს🙂

      Reply
  8. natia121

    იგივე ხდება დელისზეც, მაღლივის მიმართულებით, მარა იქ იმენა მყარად დგანან კონტროლიორები და შანსი არაა, ვერ გაძვრები, უბრალოდ არ მესმის როდემდე შეიძლება ესე ვიმგზავროთ, მაგის გრადა ისე დგეენერატი 150 ნომერი ავტობუსები პრველი საათიდან შესვენებაზე დგებიან და მესამე ავტობუსი რომ მოჩანჩალდება იმით მოვდივართ, რის გამოც არანაკლები ჭედვაა წამოსვლის დროს, განა რამდენია ესეთი გადატვირთული მარშუტი რომ ერთი ან ორი ავტობუსი ვერ დაუმატებიათ, ვა, აოვიდა ყელში :დ ყოველდღე ვაგვიანებ :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ნელ-ნელა უფრო აცოტავებენ მგონი ავტობუსების რაოდენობას რომელ დამატებაზე მელაპარაკები :დ

      სასაცილოა უბრალოდ. ჯერ რამდენი მოხსნეს, მერე რაც დარჩა შეამცირეს… კაროჩე რა, ყელამდე ქაქში ვართ

      Reply
      1. presgeo

        aba saxelmwifo da kerdzot meria chvenze zrunavs chvens jamrtelobaze … aba kargada dafiqrdit jansagi cxovreba upirvelas yovlisa :D:D:DD:

  9. ketusi

    უი,რა ბედნიერი ვყოფილვარ,ეხლა რომ არ მიწევს ასე მგზავრობა, თუმცა მე რომ სტუდენტი ვიყავი, უარესი სიტუაცია იყო(სამაგიეროდ კონტროლიორები არ იყვნენ)🙂

    Reply
  10. გლეხის ბიჭი

    დაჯარიმებას გადარჩენილი ვარ, მაგრამ იმ სურნელებას ვერ, ზაფხულს რომ ახლავს და ზამთარში ოდნავ მოჟონავს :დ

    Reply
      1. siyvarulovna Post author

        დღეს მაგალითად არ შემცივნია :დ
        და შენ ჯერ არ მინახიხარ რომა რ გეთქვას მცივაო :დ და ზაფხულში არც ჩვენ გვცივა :დ

  11. Pingback: QESHEBIS BLOGI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s