ერთხელ ჩემგანაც უნდა აიტანოთ

ვიცი უკვე ტვინი მ***** ამ სახელით და არც გვარმა დააკლო, მაგრამ მე ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია მომწონს თუ არა ეს კაცი.

საზოგადოების აზრი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით 3 ნაწილად იყოფა.

მავანნი ფიქრობენ, რომ რუსეთის კაცია,

ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილის კაცუნაა,

ზოგსაც უბრალოდ სჯერა კეთილი და პატრიოტი ადამიანების.

რატომ უნდა იყოს ივანიშვილი რუსეთის კაცი? იმიტომ რომ იქ აქვს ბიზნესის 30%? იმიტომ რომ მაშინ როდესაც რუსეთიდან ხდებოდა ქართველების მასობრივი დეპორტაცია ბიძინას ხელი არავინ/ვერავინ დააკარა? როგორც თვითონ ამბობს აპირებს, რომ ის რაც რუსეთში აქვს გაყიდოს და საერთოდ გაწყვიტოს კავშირი. მაგრამ, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს საგარეო საქმეთა მინისტრი (თუ სწორად მახსოვს) რუსეთის მოქალაქე იყო და მხოლოდ ბიძინაა რუსეთის კაცი? ანდაც, ბენდუქიძე, მასაც ხომ რუსეთში აქვს აწყობილი ბიზნესი? მაგრამ ხელი არ შეუშლია მთავრობაში ყოფილიყო. თანაც ბიზნესის აწყობა და პოლიტიკა დავიჯერო ასე მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან? ვერ იშოვი ფულს სხვა ქვეყანაში თუ მაინც და მაინც მისი კაცი არ გახდი? მოკლედ არ ვიცი.

რატომ უნდა იყოს ბიძინა სააკაშვილის კაცი? იმიტომ რომ მიშამ კარგად იცის როგორ გამოიყენოს ფულიანი ბიძა სათავისოდ და 2013 ახლოვდება? იმიტომ რომ აქამდე კარგად წველავდა და ეხლაც იგივეს განაგრძობს ოღონდ სხვა პოზიციიდან? კარგი, დავუშვათ მიშას კაცია და ზუუსტად იგივე პოლიტიკის გატარებას აპირებს და ქვეყანის ნგრევა ისევ თავზე გაგრძელდა, ვითომ სხვანაირად არ მოვიდოდა სათავეში? თუ მაშინ პუტინ-მედვედევის ასოციაცია შეიქმნებოდა? ჰმმ, რევოლუციით მოსულიყო ბიძინა? ა, მასე ხომ მიშა მოვიდა და აღარ გაიმეორეს? არც ეს არ ვიცი.

დავიჯერო, ბიძინა მართლა პატრიოტია და მართლა არსებობს ქვეყანაზე მოფიქრალი ადამიანი? – რატომღაც ნაკლებად მჯერა. მთელი ეს პერიოდი ბიძინას კისერზეა პატრულის დაფინანსება და ჩამოყალიბებაში ხელის შეწყობა, სპეცრაზმის აღჭურვილობა, სამების საკათედრო ტაძარი, თსუ-ს პირველი კორპუსი, რომელშიც, როგორც ამბობენ, 70 მილიონი “გადაყარა” და ათასი “წვრილმანი”, მაგრამ მაშინ ეს ყველაფერი არ ჩანდა და secret santa იყო, მის გაკეთებულ საქმეებს კი მიშა იბრალებდა მაგალითად პატრულს, სპეცრაზმს… მოიცა და თუ ესენი ბიძინამ დააფინანსა ბიუჯეტი სადღა წავიდა? კარგი ეს სხვა თემაა. ამ რამოდენიმე დღის წინ არ იყო, რომ რასმუსენი ბიძინას გარემონტებულ თსუ-ს პირველ კორპუსში მიიღო? ირონია სუძბი. სამაგიეროდ მოქალაქეობა ჩამოართვა ივანიშვილს : ) შეიძლება ესეც ერთგვარი ტაქტიკაა, მიშაზე გამწარებული ხალხი მხარს დაუჭერს ბიძინას და შედეგად მივიღებთ გაორმაგებული ძალებით დაბრუნებულ სააკაშვილის. მოკლედ, არც ეს ვიცი.

საბოლოოდ არ ვიცი რომელ აზრს მივემხრო და საით გადავიხარო. ერთი შეხედვით არ უნდა იყოს ცუდი ბიძინა (აი აქცენტი რომ არ ჰქონდეს, კარგი ორატორი იყოს, ქარიზმაც არ აწყენდა, მეტი გამბედაობა), მაგრამ მეორეს მხრივ იქნება და მართლა რაღაცას აჩალიჩებს? ბოლომდე კეთილი ადამიანების არ მჯერა, თან რომ პოლიტიკაში მიდიან ისეთების.

მოკლედ, მე განვაგრძობ დაკვირვებას ^^

22 thoughts on “ერთხელ ჩემგანაც უნდა აიტანოთ

  1. rockermeloman

    ალერგიული ვირუსივითაა ეს ივანიშვილი, დამღალა უკვე :///
    P.S. კარგი პოსტია, Just normal

    Reply
  2. natia121

    გუშინ კურიერს ვუყურე, ნუ ნახევრად, ბოლომდე ვერ შევძელი:დ ხოდა აი ამერია გული, თურმე ივანიშვილს 2% აქვს იმ გაზპრომში თუ რაღაცაში, (მოკლედ რუსეთი რომ აძლევს გაზს ევროპას, ეგეც იღებს თანხას), ხოდა ნუ ჯერ ჟურნალისტის დაყენებულმა ტონმა გამაღიზიანა, მერე კიდე ამ ივანიშვილს წლებია ეგ წილი აქვს და რაღა ეხლა გახდა ჯაშუში, აგენტი და მოღალატე? ალბათ სამი რეპორტჟი მიუძღვნეს და ყვეგან სხვადასხვანაირად ლანძღავდნენ ამ კაცს, ივანიშვილის პატიოსნება არ ვიცი, მართლა დიდი კითხვის ნიშანია ეგ კაცი მთელ პოლიტიკაში, მაგრამ ჟურნალისტი რომ ობიექტური უნდა იყო და ელემენტარული ეთიკა რომ უნდა გააჩნდეს ეგ ვიცი. ერთის ის მაინტერესებს, თვითონ ვერ ხვდებიან რომ ამ ვითომ სკანდალური რეპორტაჟებით ხალხს უფრო აღიზიანებენ?🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ეგ კიდევ სხვა საკითხია. ჟურნალისტიკა სამწუხაროდ ქაქშია ჩვენთან.

      Reply
  3. ketusi

    მეც დაკვირვების რეჟიმში ვარ, თუმცა ძალიან ბევრს ვხედავ კარგს,რაც ამ ადამიანიდან მოდის.
    ჟურნალისტების ეს საქციელი კი მხოლოდ იმით აიხსნება, რომ სხვაგავარად სამსახურს დაკარგავენ–ეტყობა ამგვარად ეგუებიან და უკვე მოსწონთ ტოტალიტარული რეჟიმი–ეგ მათი პრობლემაა.

    Reply
  4. akunkula

    დაკვირვების რეჟიმიდან ვეღარ გამოვდივარ მე უკვე.
    აზრი ნამდვილად კარგია, ია ზა🙂

    Reply
  5. Jason Evans

    შეენც ნათიააა? :დ ოღონდ ივანიშვილი არა!:დ მეგონა შენ მაინც არ დაწწერდი მაგაზე…
    პ.ს აი როგორ მიყვარს ეს ჰედერი❤ დატოვე სამუდამოდ ! :დ

    Reply
  6. Mr. Nomad

    ბიძინას ბენდუქიძეს როგორ შეადარე😐

    ჩორტ უზნაეტ მაგ სამიდან რომელია.🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      პოლიტიკა ხო, მაგრამ როცა ასე თუ ისე ეს საკითხი მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენს ბედს ალბათ საჭიროა დაინტერესება :პ

      Reply
  7. Charlius

    პირველი ვერსიის მომხრეები არიან საინტერესოები, სანამ ივანიშვილი მიშას და მის პროექტებს აფინანსებდა, “რუსეთის” ფულები კარგი იყო და ახლა გახდა ცუდი? ანდაც ივანიშვილი თუ რუსეთის ‘აგენტია’, მისგან წლების განმავლობაში დაფინანსებული მთავრობა რაღა გამოდის? : D

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      საინტერესო კითხვაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ პასუხგაუცემელი :დ

      Reply
    2. Mr. Nomad

      არავინ იცის ვინ ვის აფინანსებდა. ეჭვი მეპარება ბიძინას ასე მშვიდად დაეთმო მილიონები.🙂

      Reply
  8. მარი !

    uh! ნეტავ იცოდე როგორ მახარებს ჩემი ასეთი აპოლიტიკურობა !! :)) ივანიშვილი არა ის ……… ყველა პოლიტიკოსი ერთ ქვაბშია მოსახარში ;))) …
    ჯასთ ჩემი აზრია😉

    Reply
    1. Mr. Nomad

      აქ პოლიტიკურობა–აპოლიტიკურობის ამბავი არაა, მოქალაქეობრივ ვალზეა. როდესაც არჩევნებზე ხმის მიცემის დრო მოვა, მაშინ რას იზამ?🙂

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        არ წავა. მერე გააპროტესტებს გააყალბესო და მსგავსი ადამიანების მოკვლა მინდება :დ

        მარიამ, შენზე არაა აქ ლაპარაკი. უბრალოდ ბევრია ეგეთი და :დ

      2. მარი !

        ძალიანაც ,რომ მოვინდომო არჩევნებზე 14წლის მოზარდს არავინ შემიშვებს… თანაც მგონია ,რომ საქართველოში პოლიტიკაზე ლაპარაკი ძალიან,ძალიან ზედმეტია.
        მიუხედავად იმისა ,რომ მიხეილ სააკაშვილმა ააყვავა საქართველო (მეტნაკლებად), ოპოზიცია წარმოადგენს სულელების ერთ დიდ გროვას….
        პ.ს ამ სფეროში დიდი არაფერი გამეგება ,შეიძლება ვცდები კიდეც და ვიმსახურებ მოვისმინო ფრაზა “” რომ გაიზრდები აზრი შეგეცვლება”🙂 მაგრამ ეხლა ,ამ ეტაპზე ვამბობ იმას რასაც ვხედავ დღეს და ვერ ვხედავდი გუშინ ( სააკაშვილამდე… იმაზე ლაპარაკი რომ დავიწყო რამდენი რამე გააკეთა მიშამ ერთი პოსტი გამომივა) .
        ხოდა ჯასთ აპოლიტიკური რააა 😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s