თანამედროვე, მოქნილი, დახვეწილი, უნივერსალური
ანგარიშწორების სისტემა
PAY.ge ლიბერთი ბანკის სისტემაა, მოქნილი და მრავალფორმატიანი: მომხმარებელს, თავისი სურვილის მიხედვით, შეეძლება მობილურით, პლასტიკური ბარათით, ინტერნეტით ან ფეიბოქსით გადახდა. ფაქტობრივად, Pay.ge სისტემა VISA, MasterCard და სხვა უცხოური გადახდის სისტემების ქართული ალტერნატივაა.
ამ სისტემაში ჩართვით გაიფართოვებთ იმ ბარათების წრეს, რომლების მიღებასაც შეძლებთ. კერძოდ, თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ Sმარტივი ბარათი და ლიბერთი ბანკის სასაჩუქრე ბარათები (GIFT CARD). თქვენ ასევე შეძლებთ მიიღოთ PAY.ge სისტემის ყველა ახალი მეორე თაობის ბარათი.
Sმარტივი წარმოადგენს უნივერსალურ ბარათს, რომელიც გაძლევთ საშუალებას შეასრულოთ გადახდები, მიიღოთ სარგებელი თქვენს დანაზოგზე და განკარგოთ თქვენი ფინანსები სწრაფად და რაც მთავარია მარტივად.
sმარტივს 1 წელი ახლახანს შეუსრულდა და ფაქტიურად იგი პირველი საბანკო ანგარიშია საქართველოში, რომელიც გიხდით თანხას მეგობრების მოწვევისთვის. მეგობრების მოწვევა შესაძლებელია მეილით ან ფეისბუქის საშუალებით. თქვენს მეგობარს უგზავნით პერსონალურ ლინკს, ის გადადის მითითებულ ლინკზე და ქმნის სმარტივის კალათას, შედეგად თქვენ მიიღებთ 1 ლარს. რაც ყველაზე ძალიან მომეწონა ესაა ნებისმიერი ნიკი უფასოდ სტანდარტულ და პრემიალურ Sმარტივზე. კიდევ ერთი დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ Sმარტივი და სოციალური ქსელები მშვიდად თანამშრომლობენ.
გარდა ამისა შესაძლებელია eMoney საფულის უფასოდ მიბმა sმარტივზე, თანხის გადარიცხვა ორმხრივად და განაღდება ლიბერთი ბანკის ბანკომატებში. eMoney – არის ელექტრონული საფულე, ინტერნეტ გადახდების პირველი და ყველაზე გავრცელებული ქართული სისტემა. აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. შესაძლებელია დალუქოთ eMoney-ს საფულე sms-ს მეშვეობით.
PAY.ge სისტემა საცალო და ინტერნეტ ბიზნესებს (მერჩანტებს) აძლევს მრავალმხრივი გადახდის არხებს ერთიანი ინტერფეისის ფარგლებში. სადღეისოდ საქართველოში PAY.ge საგადახდო მომსახურებას 250-მდე მერჩანტი იყენებს. რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეთ მომხმარებლებს:
- გადახდის მრავალფეროვანი, უსაფრთხო და მომხმარებელზე ორიენტირებული საშუალებები;
- PAY-ში ჩართული ბარათების შევსება ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებსა და მობილურ სერვის ცენტრებში;
- თვითმომსახურების ტერმინალებიდან, სხვა VISA და MasterCard ბარათებიდან, eMoney საფულიდან თანხის განაღდება ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში, მობილურ სერვის ცენტრებში და ბანკომატებში გადახდა PAY-ში ჩართულ მერჩანტებთან (მათ შორის ონლაინ, ფეისბუქითაც კი!);
- Gift Card-ის გამოყენება PAY-ში ჩართული მერჩანტებისთვის;
- PAY-ში ჩართულია 250-მდე მერჩანტი, 70-ზე მეტი პროვაიდერი, 20-ზე მეტი ინტერნეტ მაღაზია და სერვისი და 248 ბანკომატი.
PAY.ge სისტემაში ჩართვისას თქვენ იღებთ ყველაფერს რაც გჭირდებათ იმისათვის, რომ მოიზიდოთ მილიონობით მომხმარებელი საქართველოსა და მის ფარლებს გარეთ. როგორც არ უნდა ჩაერთოთ PAY‐ში, თქვენ იღებთ წვდომას მეტ მომხმარებელზე და შესაბამისად უფრო მეტ შემოსავალს.
მათი სტრატეგიაა მომავალში კიდევ მრავალი თანამედროვე სერვისი დაამატონ მომსახურებების პაკეტს.უახლოეს მომავალში თქვენ უკვე შეგეძლებათ პროდუქტისა და შეთავაზებების სარეკლამო აბრების განთავსება ავტობუსების გაჩერებებზე, საიდანაც მომხმარებლები მათ შეძენას პირდაპირ ტელეფონების საშუალებით შეძლებენ.
PAY‐ში ჩართულ მერჩანტებს უფასოდ ერგებათ Sმარტივი ოქროს ბარათი. ამ ბარათის საშუალებით გადაიხადეთ თქვენი ბიზნესის კომუნალური ხარჯები სწრაფად და იაფად. მოხერხებულად გადაუხადეთ თქვენ მომწოდებლებს. აკონტროლეთ ხარჯები ინტერნეტით, Facebook-ით და მობილურის საშუალებებით.
pay.ge-ზე რეგისტრაცია საკმაოდ მარტივი პროცედურაა, ამისათვის საჭიროა ეწვიოთ ამ გვერდს და შეავსოთ ყველა ბმული დაკვირვებით.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Pay.ge-ს პრეზენტაციაზე, ლიბერთი ბანკის ფეიჯზე, აქ და რა თქმა უნდა PAY.ge-ს ოფიციალურ ფეიჯზე, რომელიც დღეს გაეშვა.
პ.ს
აჰა, მერჩანტს ეძახით? ჰმ, დავიმახსოვრებ, გამომადგება ეგ სიტყვა თარგმანებში ^^
მარაზმია მერჩანტი :))
კიდევ ცუდი ისაა რომ მხოლოდ იურიდიულ პირებზეა გათვლილი, ipay.ge-ს სტილში უნდა ყოფილიყო, და უფრო კარგი იქნებოდა :))
თუმცა ონლაინ სერვისების გაუმჯობესება საერთო ჯამში მაინც პოზიტივია, თან თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ამას სახალხო ბანკის ‘შთამომავალი’ აკეთებს..
გიორგი არაა მხოლოდ იურიდიულ პირებზე გათვლილი. Pay.ge სისტემა VISA, MasterCard და სხვა უცხოური გადახდის სისტემების ქართული ალტერნატივაა და შესაბამისად გამორიცხულია, რომ მხოლოდ იურიდიულ პირებზე იყოს გათვლილი 🙂
გავარკვიე ბანკში და მხოლოდ იურიდიული პირებისთვის არისო, არადა ძალიან მომეწონა ეს სერვისი 🙂 არაუშავს მაინც გამოვიყენებ ამ სიახლეს 🙂
PAY სისტემაში ჩართული ბარათის აღება ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია 🙂 ასე რომ მხოლოდ იურიდიულ პირებზე არანაირად არ არის გათვლილი 🙂
მხოლოდ იურიდიული პირები ისარგებლებენ ამ სერვისით თუ ფიზიკურებიც? და კიდევ ეს “მერჩანტი” რაღა უბედურებაა, უფასო ინგლისურის კურსია?
რა თქმა უნდა ფიზიკური პირებიც :პ pay.ge viza და mastercard-ის ქართული ალტერნატივაა. საკმაოდ მოსახერხებელიც სხვათაშორის : )
მერჩანტი – ინგლისურიდან რომ გადმოთარგმნო ნიშნავს ვაჭარს. ”მერჩანტს” ეძახიან საცალო ვაჭრობის ან მომსახურების კომპანიებს.