20.11 2011

ციფრების რა საოცარი წყობაა, 20.11 2011, მხოლოდ საღამოს დავაფიქსირე, ფეისბუქზეც არავის დაუსტატუსებია რატომღაც.

მთელი 20 წლის გავხდი, გამოვედი თინეიჯერობის ასაკიდან. ბანალურია, მაგრამ რა სწრაფად გადის დრო. ჯერ კიდევ გუშინდელივით მახსოვს შარშანდელი დაბადების დღე, ყაზბეგში. შარშანწინდელიც კი მახსოვს რესტორანში სრულწლოვანება აღვნიშნე კლასელებთან ერთად.

წელის მომატებასთან ერთად როგორც წესი ამ დღეს ხალხი ჩემს გარშემო იცვლებოდა ხოლმე, ხან ემატებოდა, ხან აკლდებოდა, ხანაც ვიღაცას ვიღაცა ცვლიდა. წელს სრულიად სხვა “სასტავი” იყო, არავინ ძველებიდან და რატომღაც გაცილებით უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს.  მეგობრებს რომ ვეძახდი იმათ არც კი მოულოციად, ტეხავს, მაგრამ ფაქტი ფაქტია. ხვალ დილით გამოცდა მაქვს 9-საათზე და ამიტომაც 1 დღით ადრე დავიწყეთ აღნიშვნა ^^

მეორე წელია ჩემს დაბადების დღეს ბლოგზე ვხვდები, თქვენც გილოცავთ და მრავალს დაესწარით ჩემს დაბადების დღეს ჩემთან ერთად ^^

საჩუქრების ნაწილი : )

ე.წ ოქროს დაბადების დღე მაქვს:>

 

პ.ს რომ გადავიკითხე პოსტი, რაღაც მოსევდიანო ჩანს :დ არადა ეგრე არაა, პირიქით ზედმეტად კარგ ხასიათზე ვარ, ზედმეტად კარგად გავერთე(თ) გუშინ ღამე და ძალიანაც კარგი იყო ყველაფერი : )

20 thoughts on “20.11 2011

  1. Mari

    აქაც გილოცავ განთინეიჯერებას😀 აუჰ, გახდა 20-ის და რაღა აიტანს აწი ამას…
    მეც ოქრის დაბადების დღე მექნება წელს😛 მაგრამ იმედია ახლა მაინც დაეშვება რამე გამონაკლისი😀😀

    Reply
  2. კახი

    გილოცავ, გილოცავ, გილოცავ ♥ :*
    ბოლოს სწორად აღნიშნე, მართლაც მოსევდიანო პოსტს გავს.

    Reply
  3. rockermeloman

    გა-20-და სიყვარულოვნააა? :Oo:Oo:Oo მრავალს დაესწარი ნათი დიდი გოგო გაიზარდე, სულ კარგი გენახოს ცხოვრებაში :*:*:*:*:*
    P.S. საჩუქრები მნია მნია… მეც მინდა ეგ წიგნები :დ

    Reply
  4. Jason Evans

    რა ბანალურად გამომივა რომ მოგილოცო ეხლაც მარა ორიგინალურობას არ გამოვიჩენ და მეც მოგილოცავ! ჰაპი ბირრზდაყ ტო ყოუ ! :** გაიგე რამე რააც დავწერეე? :დ

    Reply
  5. tekomai

    გილოცავ ! გისურვებ აგხდენოდეს ყველაფერი რაც გულით გენატროს :*

    Reply
  6. Chiamaria

    უი🙂 ჩემი მამიდაშვილის დაბადებისდღეც გუშინ იყო. მშვენივრად მოვიხლინეთ.. თარიღს არც მე დავკვირვებივარ და ვგონებ არც ჩემი მამიდაშვილი

    Reply
  7. Mr. Nomad

    შენ გეიზარდე წარა-მარა :დ (მკერდზე არ მიმინიშნებია გეფიცები :დ)❤

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      :დდდდ ფრჩხილებში რომ არ მიგეწერა არც ვიფიქრებდი რომ მაგაზე მიანიშნე, ეხლა კიდევ ვფიქრობ :დ

      Reply
  8. Marie

    ოჰ, ჩემი 11.11.11 არ დამაწერინო ახლა, მომინდომა ციფრების საოცარი წყობა ;დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s