დღეს

დილის დაწყებას ტელეფონის საშინელი ხმაური მაგებინებს, ისედაც სულ რამდენიმე საათის ჩაძინებული ვიყავი. ვცდილობ გვერდი შევიცვალო და ძილი გავაგრძელო და ამ დროს აღმოვაჩინე, რომ თურმე იმ ხეებზე წოლისგან გვერდები მტკივა. ძილის შებრუნება აღარ გამოდის, მაგრამ მაინც გათიშული ვარ. ბოლოს ისევ ზარია, ისევ ტელეფონზე, და იძულებული ვარ ვუპასუხო. ვფხიზლდები, ძლივს ჩამოვფოფხდი ლოგინიდან და ჩუსტები მოვძებნე, რომელიც რაღაც ძალის დახმარებით საწოლის ქვეშ აღმოჩნდა და მივბოდიალობ სააბაზანოსკენ. იქიდან უკვე გაღვიძებული, მაგრამ მაინც დადებილებული გამოვდივარ, ისეთი სახე მაქვს თითქოს წინა საღამო არყის სმაში გავატარე.

ხელის ფათურით იქვე მდგარ სკამზე გადაკიდებული შარვალი მოვძებნე, მაისურიც ვიპოვე და რამდენიმე წუთში ჩაცმული გახლდით. ერთი ხელით სიგარეტს ვეპოტინებოდი, მეორეთი ლეპტოპს და ბოლოს სავარძელშიც მოვკალათდი. დილის რიტუალს – ფეისბუქზე შესვლას, ხომ არ დავარღვევდი მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარ სახლში არ გავიღვიძე?! დღე წარმატებული ჩათით დაიწყო, იმედია ასევე გაგრძელდება.

ბოლო 3 დღეა მეგობრების ნახვისას, და არა მარტო ნახვისას, საუბარი ჩემს დაბადების დღეზე მიდის. იმაზე თუ რა გალეწილი ვიყავი, წაშლილი სახით, უაზრო საქციელებით, დიდი გამძლეობით და იმაზე რომ საბოლოოდ ყველაფერი მაინც ძალიან კარგი იყო. და სწორედ ეს სამი დღეა იმაზე ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში სასმელს, ამ დოზით, აღარ გავეკარები. დიდი ხანი მინდოდა დალევა, დათრობა და გატრაკება და სურვილიც ავიხდინე. თუმცა წინ ახალი წელია :> რომელიც ძალიან მალე მოვა.

გამოცდებს მოვრჩი, უფრო სწორად როგორც იტყვიან გამოცდები მივაძაღლე. არ მჯერა რომ ეს 4 დღე (სანამ ლექცია-სემინარები დამეწყება) მაშინ დავიძინებ როცა მომინდება, და გავიღვიძებ მაშინ როცა გამეღვიძება ნებითა ჩემითა. გარდა ამისა მშვენიერი დროა იმისთვის რომ ის წიგნები წავიკითხო, რომლებიც ობლად მიყურებენ თაროდან საცოდავი თვალებით და წაგვიკითხე წაგვიკითხეო :შ

ამასობაში მშვენივრად გამოვფიზლდი საიმისოდ, რომ ავდგე, ფეხზე ჩავიცვა და კარი გავიჯახუნო. რა რთულია თბილი სავარძლიდან ადგომა და ცივ სადარბაზოში გასვლა… კურტკა ჩაცმული, ჩანთა აკიდებული ვკოცნი ჯერ კიდევ ლოგინში დატოვებულ მეგობარს და მივემართები კიბეებისკენ…

6 thoughts on “დღეს

  1. anna

    მე ვიყავი ეგ მეგობარი :დ
    ინტრიგის გასაქარწყლებლად :დ

    Reply
  2. Marie

    დილის რიტუალი, ჰაჰა, ხო, არადა ძნელია არ დაგეთანხმო ;დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s