ერთით მეტი

ყველაფერი იწყება უბრალო გამარჯობით, ან ფეისბუქზე ფრენდ რექვესთის გაგზავნით.

ეხლაც ეგრე იყო, უბრალოდ ფრენდ რექვესთი გამომიგზავნა, მე დავაიგნორე. მერე რაღაც ეშმაკის მანქანებით ერთ ჯგუფში აღმოვჩნდით (ფეისბუქზე). მორიგი უცნობი იყო რომელსაც მორიგი ფბ.ფრენდივით ველაპარაკებოდი, შიგადაშიგ ვესწრევებოდი, ვეიაზვებოდი. ნელ-ნელა დავთბი, თურმე კარგი ყოფილა.

პირველად როცა ვნახე მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა, ყველაზე ხშირად მცივას ამბობდა, დღემდე ეგრეა. სციოდა, კანკალებდა და პირველად რუსთაველზე, რომელიღაცა ბანკის წინ ჩავეხუტე, თბილი იყო. ნახევარი საათი ვისხედით და ძირითადად მე ვლაპარაკობდი, ბოლოს სახლში წავედი, დამშვიდობებისას ჩამეხუტა და გამიკვირდა, არ ვიცი რატომ.

ჩემი ურთიერთობა ხალხთან ყოველთვის განსხვავდება იქამდე სანამ გავიცნობ რეალში და რეალში გაცნობის შემდეგ. რამდენიმე დღის წინაც მითხრეს, უფრო სხვანაირი მეგონეო. არც ეს ყოფილა გამონაკლისი. თითქოს იმ დღეს გავიცანი, ნელ-ნელა მომწონდა, კარგი ვინმე ჩანდა, მერე რა რომ სულ ჩუმად იყო პირველ შეხვედრაზე და ფეისბუქზე გრძელი ენა ჰქონდა, ამბობდა ეს პირველად რომ გნახეთ მაგიტომ ვარ ასეო და მართალიც აღმოჩნდა.

მეორედ მის დაბადების დღეზე ვნახე, ნაცნობები უნდა მენახა და დავუმესიჯე გამოდი მეთქი. პირველი შეხვედრიდან მეორე შეხვედრამდე რადიკალურად შეცვლილიყო, ურთიერთობაში. გაცილებით გულახდილი, თბილი და გახსნილი ჩანდა. ვეხუტებოდი, ვკოცნიდი და მეცინებოდა, სიტუაციაზე მეცინებოდა.

შემდეგ შეხვედრაზე? თავი დაიზღვია და რაღაც მითხრა😀 იმის მერე კიდევ უფრო კარგი გახდა, აი ისეთი, რომ დაინახავ და ჩახუტება რომ მოგინდება.

1-ით მეტი მეგობარი და მეც ბედნიერი ვარ : ) like this interrelation : )) 

17 thoughts on “ერთით მეტი

  1. mari

    ნათიას მორიგი გატაცება😀 ნეტავ ვინ არის? რუბრიკა უნდა შექმნა ბლოგზე “რჩეულ ბლოგერთა ქება” ან რამე ეგეთი😀

    Reply
  2. fabiolorka

    მხოლოდ მეგობარი??? თუ მეგობარი მთელი მისი ფართე და ღრმა არსით??? :)))

    Reply
      1. mari

        კიი, აბა, მესამე😛 ჩემზე რომ იყო, წაშალე ის?😀😀

  3. Kate_AlukaЯD

    ოხ :დდდდდ
    იმენა სიყვარულოვნა ხარ რა შეჩემა :დდდდ ვინ თქვა ამ გოგოზე სწერვა და გლახააო :დდდდ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გაუხსმეს ენა ვინც მაგას ამბობს :დ
      მამენტ, სიყვარულოვნა მხოლოდ იმათთან ვარ ვინც მიყვარს❤

      Reply
  4. Mr. Nomad

    კიდევ კარგი ეს წავიკითხე: “1-ით მეტი მეგობარი”, თორე გონებამ ათას რამეზე დაიწყო ფიქრი😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰმ :დ გონებას დააბრალე ეხლა :დ და მაინც რაზე დაიწყო ფიქრი? :დ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s