ამბავი აქა კონკიობიდან პრინცესობამდე

სასწაულები ხდება. უბრალოდ საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა მოხვდე.

თამთა ცხვიტავა სოხუმიდან გახლავთ.

მუსკომედიაში იყო, მანამ სანამ შემცირებაში არ მოჰყვა. შემცირების მიზეზად კი შესაძლოა მისი სამსახური მივიჩნიოთ. კაფე-ბარებში მღეროდა, მისი მეუღლე უკრავდა. როდესაც თეატრში რეპეტიცია საღამოს იწყებოდა თამთა სამსახურში გარბოდა და შედეგად თეატრის მიღმა დარჩა.

როგორც აღვნიშნე საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა იყო-მეთქი და ის საღამოს ესეთი “საჭირო ადგილი” აღმოჩნდა. ფაქტობრივად, არსაიდან გაჩენილმა ბრავო რექორდსის პროდიუსერებმა, რომლებიც თამთას ხმით აღფრთოვანებულები დარჩნენ, მას ხელი მოჰკიდეს და ჯადოსნურ სამყაროში წაიყვანეს. სადაც ჯოხის ერთი აქნევით მთლიანად შეიცვალა მისი გარეგნობა, ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა, მაკიაჟი, და მთლიანად იმიჯი. დაიწერა სპეციალურად მისთვის სიმღერა, მუსიკა. შეიქმნა ჯგუფი რომელიც მხოლოდ თამთაზე მუშაობდა.

კონცერტისთვის მზადების პროცესში ორკესტრთან ერთად. ორკესტრის წევრებს ძირითადად კონსერვატორიის სტუდენტები წარმოადგენენ : )

სწორ გზაზე, ნაბიჯ-ნაბიჯ, დაფიქრებულად მიდიან ფინიშისკენ. „ბრავო რექორდსი“ მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში აპრობირებული წესების მიხედვით ახორციელებს  თამთას პროექტს.მისი სახით ერთ დიდ, გენიალურ “პროდუქტს” უშვებს, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო.

უახლოეს მომავალში იგეგმება ალბომის გამოშვება, რომელშიც შესული იქნება 12 სიმღერა, აქედან 4 უცხოური სიმღერების ქავერია. თამთა ემზადება თავისი პირველი სოლო კონცერტისთვის, რომელიც 23 დეკემბერს სამეფო უბნის თეატრში გაიმართება. აკომპანიმენტს გაუწევს ბრავო ბენდი და ბრავოს სიმფონიური ორკესტრი, იმღერებენ ე.წ “special guest”-ები  და შეიძლება ითქვას, რომ  დაიწყება ქართულ შოუბიზნესში ახალი ნაბიჯების გადადგმა.

პ.ს მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ ^^

Advertisements

15 thoughts on “ამბავი აქა კონკიობიდან პრინცესობამდე

  1. გლეხის ბიჭი

    ,,დაიწყება ქართულ შოუბიზნესში ახალი ნაბიჯების გადადგმა”- ქნას ღმერთმაც 🙂
    ლამაზად მღერის და მართლა კარგი ხმა აქვს 🙂 ❤

    Reply
  2. ketusi.com

    შესანიშნავი ხმა აქვს და ძალიან მიხარია, რომ მართლა გაუმართლა და ” საჭირო დროს საჭირო ადგილას” მოხვდა და მისით დაინტერესდნენ,წარმატებებს ვუსურვებ ❤

    Reply
  3. rockermelomank

    ძალიანაც კარგი თუ ქართულ შოუბიზნესში რამე მოხდება )
    პ.ს. მშვენიერი პოსტია სიყვარულოვნა, ცოტა ხშირად მოინდომე ხოლმე რა :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      იმედია მოხდება :> თორემ ცუდადაა საქმე მაგ მხრივ : დ
      და მონდომებას რას ეძახი? :დ წინა, ძვლი პოსტები არ მოგწონდა? :დდდ

      Reply
      1. rockermelomank

        ძალიანაც მომწონდა, უბრალოდ იშვიათად წერ რა :დ წამებში ვკითხულობ, ჰა და ჰა ორ-სამჯერ წავიკითხო ერთი და იგივე და მერე რა ვაკეთო? :დ უფრო ბევრი წერე რა :დ

      2. siyvarulovna Post author

        2-3ჯერ წაიკითხო? :დ ვაიმე გამაგიჟებ შენ :დ მაგდენჯერ მე არ ვკითხულობ ჩემს პოსტებს :დ
        დავწერ ხოლმე, გპირდები :*

  4. rockermeloman

    ნუ ეხლა :დ არის რამდენიმე პოსტი, რომლებსაც რომ ვკითხულობ მსიამოვნებს, თან შენ ძალიან დიდი, გაჭიმული პოსტები არ გაქვს ხოლმე რომ დაგეზაროს წაკითხვა, მძიმე და მოსაწყენი ტიარდები წიგნებშიც კმარა :დ შანსი არაა შენი პოსტი წავიკითხო და ცოტა არ გავხალისდე, დაძაბულობას ქმნის, კომპლექსები და საზოგადოება ნაკლებად იგრძნობა და რელაქსის უნარი გააჩნია შენს ნაწერს კიდო :დ ახლა მიმიხვდი? :დ ვახ :დ

    Reply
  5. Pingback: აივაცია – დაამსხვრიე შენი სტერეოტიპები « თავისებური ჯენსი.

  6. ადო

    ვაიმეეეეეეეე ეს ისაა? თეთრია ცაააააააა, არაფერს არ ვნანოოოოოობ :დ (ვხოხავ :დ :დ)

    Reply
  7. Pingback: თამთა « სიყვარულოვნას ბლოგი

  8. Pingback: თამთა ცხვიტავა « სიყვარულოვნას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s